შაბათი, 2025-01-18, 3:59 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10

სამოგზაუროდ წასვლის წინ, ექსპედიციის ყოველ მონაწილეს მართებს გარკვეული პროცედურების გავლა, რომლებიც უზრუნველყოფს ექსპედიციის წარმატების დასრულებას.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოგზაურობა | ნანახია: 738 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

მოგვილოცეთ უკვე 178 სიახლე გვაქვს დამატებული! :)
  
ნანახია: 556 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ნოდარ დუმბაძე


ავტობიოგრაფია

დედიკო მყავს სტუდენტი,
მამა - არქიტექტორი,
ბებო - თვალის ექიმი,
ბაბუა კი ლექტორი.
მიყვარს ბევრი ძილი და
უფრო ბევრი თამაში.
ჯერჯერობით ვერვინ მჯობს
ტირილსა და ჭამაში.
სახლი მიდგას ვერაზე,
ნომერი აქვს წაშლილი,
თუ დაგჭირდეთ, იკითხეთ:
ლევან მაჭარაშვილი.

 

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 634 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

უწმიდესი და უნეტარესი, 
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, 
ილია II

1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა პატარა ირაკლი. იმ დღეს უცნაური რამ მოხდა: ოთახში თეთრი მტრედი შეფრინდა და მთელი დღე დედა-შვილის თავთან იჯდა.

ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 939 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)


ცხოველების ენა

თქვენთვის ცნობილია, რომ ზღაპრებში ცხოველები და ფრინველები ლაპარაკობენ: სამი გოჭი მხიარულად მღერის, ერთმანეთთან საუბრობენ მგელი და კრავი, ლომი და მელია. მართალია, ცხოვრებაში ასე არ ხდება, მაგრამ ცხოველებსა და ფრინველებს შეუძლიათ ერთმანეთს მრავალი რამ ამცნონ სხვადასხვაგვარი სიგნალებით. აი, მაგალითად, მინდროში დაფრინავდნენ ყვავები და ჩხაოდნენ, უცებ ერთმა ყვავმა განსხვავებულად დაიჩხავლა, რითაც თავის გუნდს აცნობა, რომ ნადავლი შენიშნა. სულ სხვაგვარია განგაშის სიგნალი. მის გაგონებაზე გუნდი შორს მიფრინავს.

სიგნალები ქათმებსაც აქვთ. მაგალითად, განგაშის: „საფრთხე ახლოსაა", „საფრთხე შორსაა", „საფრთხე მაღლაა". იგებენ თუ არა ამ სიგნალს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 793 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)


ჭიანჭველების ენა

ჭიანჭველები კოლექტიურად მცხოვრები მწერებია და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას, რა ენაზე?

ჩავატაროთ ასეთი ცდა:

ჭიანჭველების ბუდის შორიახლოს ქაღალდის ფურცელი დავდოთ და ზედ შაქრის სიროფი დავაწვეთოთ. შემდეგ ფურცელზე რამდენიმე ჭიანჭველა დავსვათ და თვალყური ვადევნოთ.

აი, ჭიანჭველებმა სიროფით გული იჯერეს და შინისაკენ გასწიეს. იქ, ეტყობა, თავისიანებს ყველაფერი „უამბეს" და ახლა ჭიანჭველების მთელი რაზმი გამოეშურა ნადავლისაკენ. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1143 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

რატომ მიფრინავენ ფრინველები თბილ ქვეყნებში?

შეიძლება იფიქროთ: იმიტომ, რომ ზამთარი უნდა დადგეს და სიცივე აშინებთო. მაგრამ მაშინ რატომ ყველა ფრინველი არ მიფრინავს? საქმე იმაშია, რომ ზამთარში, როცა მიწას თოვლი ფარავს, გადამფრენი ფრინველები ვეღარ პოულობენ საკვებს. ისინი ხომ მწერებით, ბალახებითა და თესლებით იკვებებიან. ზამთარში კი მწერების ნაწილი იხოცება, ნაწილი იმალება, აღარ ჩანს არც ბალახი და თესლიც თოვლის ქვეშაა მოქცეული. სწორედ ამიტომ ფრინველები იძულებულნი არიან, შორეულ ქვეყნებში გაფრინდნენ გამოსაზამთრებლად.

ზამთარში ჩვენთან ის ფრინველები რჩები ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 4754 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

რატომ შეიქმნა ჰაერი? 

ღმერთს არცერთი ქმნილება არ შეუქმნია შემთხვევით ან უმიზნოდ. ეს ეხება ჰაერსაც. ის სიცოცხლის ერთ-ერთი საფუძველია. ჰაერის გარეშე დედამიწა მკვდარი უდაბნო იქნებოდა, როგორც, მაგალითად, მთვარე, სადაც ჰაერი არ არის. მაგრამ ჰაერი მხოლოდ იმისათვის არ შექმნილა, რომ ცოცხალ არსებებს სუნთქვა შესძლებოდათ. ჩვენ მისი საშუალებით ღმერთი უნდა შევიცნოთ, ყოველი ქმნილება ხომ თავისი შემოქმედის ბეჭედს ატარებს.

რა შეუძლია ჰაერს გვასწავლოს ღმერთის შესახებ?

ჰაერი არის ხატი ღვთის ზოგიერთი თვისებისა, პირველ რიგში, ღმერთის ყოველგანმყოფობისა. თქვენ იცით, რომ დედამიწაზე, სადა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დედამიწის შესახებ | ნანახია: 687 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

წყლის წრებრუნვა - ყოვლადწმიდა სამების განგებულების ხატი

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, რომ არ არსებობდეს წყალი?!

მაშინ ვერ იცოცხლებდნენ ვერც ადამიანები, ვერც ცხოველები და ვერც მცენარეები. მთელს დედამიწაზე ხრიოკი უდაბნო იბატონებდა. ყოველ ცოცხალ არსებას სიცოცხლისათვის აუცილებლად სჭირდება წყალი. სწორედ ამიტომ, ღმერთმა დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით დაფარა. მაგრამ ზღვებისა და ოკეანეების წყალი ძალზედ მლაშეა. არც სასმელად და არც მოსარწყავად ის არ გამოდგება. თქვენ მეტყვით: სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს წყაროები, მდინარეები, ნაკადულები და ტბებიო. მაგრამ, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დედამიწის შესახებ | ნანახია: 895 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

როგორ წარმოიქმნა მთის ქანები და ნიადაგები

დედამიწის აგებულება

ჩვენი პლანეტა აგებულებით უზარმაზარ კვერცხს ჰგავს. ცენტრში მდებარეობს თხევადი გავარვარებული ბირთვი, რომელსაც აკრავს მანტია და ბოლოს შედარებით თხელი მკვრივი ფენა. ამ ფენას დედამიწის ქერქი ეწოდება. დედამიწის დიამეტრი 13 ათასი კილომეტრია, დედამიწის ქექისა კი - სულ რამოდენიმე კილომეტრი. სხვადასხვა ადგილებში ქერქი სხვადასხვა ზომისაა. მაგ., ზღვის ფსკერზე უფრო თხელია, ხმელეთზე - შედარებით სქელი, მთებში - კიდევ უფრო სქელი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დედამიწის ქერქის ს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დედამიწის შესახებ | ნანახია: 2492 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ცხოველი - ბარომეტრი

ადამიანებმა ძველთაგანვე აღმოაჩინეს, რომ მრავალი ცხოველის გამოჩენა ან მათი ნაირგვარი მოქმედება ამინდის შეცვლასთანაა დაკავშირებული. ასე მაგალითად, მერცხლის მოფრენას აუცილებლად გაზაფხული მოსდევს, მოლაღულისას კი - თუთისა და ბალის დამწიფება.

როდესაც გარეული ბატების გუნდი გამოსაზამთრებლად თბილი ქვეყნებისაკენ ადრეულ შემოდგომას მიფრინავს, ხალხში ამბობენ, წლეულს ზამთარი ადრე დადგება და მეტად სუსხიანიც იქნებაო.

ქარიშხალა ნამდვილი „ბარომეტრია" ზღვაში მოგზაურთათვის. ეს ფრინველი, ჩვეულებრივ, იქ დაფრინავს, სადაც დიდი ქარიშხალი ქრის. იგი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1203 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

უცნაური თვალები 

სხვადასხვა ცხოველებს განსხვავებული აგებულებისა და ზომის თვალები აქვთ, ზოგს - ძალზე უცნაურიც. მაგალითად, ზღვის დიდ სიღრმეებში მცხოვრებ კალმარს მარცხენა თვალი მარჯვენაზე ოთხჯერ დიდი აქვს. დიდი თვალი მას ზღვის სიღრმეში არსებული მკრათლი სინათლის მოსაკრებად სჭირდება, პატარა თვალით კი ზემოთ ამოსვლისას ათვალიერებს მიდამოს.

უზარმაზარი თვალები აქვთ გიგანტურ რვაფეხებს. მათი თვალების დიამეტრი 40 სმ-ია. ასეთი ზომის თვალები არცერთი სახეობის ცხოველს არ უვითარდება. რვაფეხებზე გაცილებით დიდი ზომის ვეშაპებსაც კი მხოლოდ 10-12 სმ დიამეტრის თვალები აქვთ.

აღსანიშნავი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 731 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ფუტკარი

ფუტკრები საზოგადოებად ცხოვრობენ. მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. თუ ფუტკარს თვისტომთ ჩამოაშორებთ, რამდენიმე საათში დაიღუპება.

ფუტკრის ოჯახს ერთადერთი დედა ფუტკარი ჰყავს, რომელიც დღე-ღამეში 1500-2000 კვერცხს ყრის ფიჭის უჯრედებში. პირველად დადებული კვერცხებიდან მუშა-ფუტკრები იჩეკებიან, მოგვიანებით კი მამალი ფუტკრები ჩნდებიან. ყოველ ოჯახში რამდენიმე ასეული მამალი ფუტკარია. მუშა-ფუტკრების, ამ ხელმოცარული დედა-ფუტკრების რაოდენობა კი ორმოც-ორმოცდაათ ათასამდე აღწევს.

მატლები, რომლიდანაც დედა-ფუტკრები უნდა განვითარდნენ განსაკუთრებულ საკვებს იღებენ. ესაა ფუტკრ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1286 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ჭიანჭველები

დედამიწაზე ათასი სახეობის ჭიანჭველაა და ყველა ისინი საზოგადოებებად ცხოვრობს. საზოგადოებაში თითოეულ ჭიანჭველას თავისი საქმე აქვს: ზოგი დედაა, ზოგი მუშა, ზოგიც მეომარი, მზვერავი თუ მონადირე. ასე ინაწილებენ შრომას ჭიანჭველები თავიანთ საზოგადოებებში.

ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ბუდეებში უცხო ჭიანჭველა ვერ მოხვდება, რადგან მას სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ და გააგდებენ, ან მოკლავენ. ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ. ამისთვის ისინი ხმელ ტოტებს იყენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყვე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1003 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

კეთილი სპილოები

ინდოეთის გზებზე სპილოებთან შეხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის ვეებერთელა, შვიდ ტონამდე მასისა და 3,5 მ სიმაღლის ცხოველი, რომელიც ყველა ინდოელის საყვარელ არსებას წარმოადგენს. ინდოელები სპილოებს თაყვანს სცემენ, როგროც ღვთაებას, მათ გარეშე არცერთი რელიგიური დღესასწაული არ ჩაივლის.

სპილოები ჯოგებად ცხოვრობენ, მათი მეთაური დედალია. წარმოიდგინეთ, რომ ეს უზარმაზარი არსებები მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან, ყოველდღიურად შთანთქავენ 300 კგ-მდე ფოთოლს, კვირტებს, ბალახს, ნაყოფს, ხის ქერქს. სპილოები ძირითადად ბინადრობენ ტყეებში და მდინარეთა დაჩრდილულ ნაპირებზე, რადგან ცუდად იტანენ სიცხეს. სპილოები კარგად ეგუებიან ადამიანს, ეჩვევია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 701 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

პინგვინი

პინგვინები - ეს ფრენის არმცოდნე ფრინველები, ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული.

მართალია, პინგვინებმა ფრენა არ იციან, მაგრამ ღვთისაგან ისინი უამრავი სხვა თვისებით არიან დაჯილდოებულნი. მაგალითად, ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ" თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ. თავისებურადაა მოწყობილი მათი ენაც. ის დაფარულია წვეტიანი ეკლებით, ამდენად, პინგვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 822 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

და თქვა ღმერთმა: 
გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სამშვინველი ნათესაობის მიხედვით 
ოთხფერხნი და ქვეწარმავალნი და ხმელეთის ცხოველები ნათესაობის მიხედვით 
და იქმნა ასე.

/შესაქმე 1, 24/

რატომ შეიქმნენ ცხოველები?

რისთვის შექმნა ღმერთმა ცხოველები? - ისევე, როგორც მცენარეები, ცხოველებიც დედამიწის სამკაულნი არიან, ხოლო გვი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 779 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს"

ღვთისმშობლის ხატი „ღირს არსი" ათონის მთაზე ინახება. ამ ხატს ასეთი ისტორია აქვს:

ერთხელ ერთი სავანის მახლობლად მცხოვრები მოძღვარი ლოცვაზე წავიდა. მისი მორჩილი ბერი კი სენაკში მარტო დარჩა. შეღამებისას მას უცნობი მწირი ეწვია. მოსული და დამხვდური ერთად დადგნენ სალოცავად. როცა დაიწყეს ღვთისმშობლის ლოცვა „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა", სტუმარმა ბერი შეაჩერა და უთხრა, ჩვენ ჩვენს სავანეში ამ საგალობელს ასე ვგალობთო და წამოიწყო გალობა: ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 828 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

მღვდელმსახურნი და მათი თანაშემწენი

სამღვდელოება ეკლესიაში ღვთისმსახურებას ასრულებს. ისინი ქრისტეს მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან. მღვდლობის სამი საფეხური არსებობს, მათ სხვაგვარად მღვდლობის სამ ხარისხს უწოდებენ.

დიაკონი

დიაკონი ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. დიაკონი წირვა-ლოცვის დროს კვერექსებს წარმოთქვამს. კვერექსს მოკლე ლოცვა-ვედრებას უწოდებენ, რომელზეც მგალობელთა გუნდი გალობით პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ" ან „მოგვმადლე უფალო".

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 791 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები

საეკლესიო ღმრთისმსახურების დროს ძირითადად შემდეგი საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები იხმარება: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, ლახვარი, დაფარნები და ღრუბელი.

ბარძიმი ფეხიანი სასმისია, რომელშიც კვეთის დროს ჩაასხამენ წყლით შეზავებულ ღვინოს, რომელსაც წირვის დროს აკურთხებენ და ქრისტეს სისხლად შეიცვლება.

ფეშხუმი მრგვალი, ფეხიანი ლანგარია. ფეშხუმზე კვეთის დროს ტარიგად* ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 879 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)


კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 819 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

მთავარანგელოზობა

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალების დღესასწაული იდღესასწაულება IV საუკუნიდან და აღინიშნება 21(ძვ.სტ. 8) ნოემბერს.

არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ იერარქიად*. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1044 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

მოველი აღდგომასა მკვდრეთით"

საინტერესოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ქრისტეს შობის, მირქმის და სხვა ხატები, მაგრამ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხატი არ გაგვაჩნია. იესო ქრისტეს აღდგომა კი ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც მთელს სამყაროში მომხდარა.

აღდგომაზე ყველა ადამიანი, მთელი სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ამ საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. როგორ, განა ადამიანები აღარ კვდებიან? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც გაივლის სიკვდილის სამეფოს, მაგრამ ის აღარ არის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 869 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ქრისტეშობის დღესასწაული

დღესასწაულებიდან ჩვენ ყველაზე მეტად შობა გვიყვარს. მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცივა, სახლში კი სასიამოვნოდ თბილა, ყველაფერი საზეიმოდაა მორთული - ნაძვის ხე, ჩიჩილაკი, ტკბილეული, საჩუქრები, იმიტომ, რომ დღეს იესო ქრისტეს დაბადების დღეა.

და აი, რეკენ ეკლესიის ზარები. ისინი სწორედ ქრისტეს დაბადების დღეზე გვიწვევენ.

ორი ათას წელზე მეტი დრო გავიდა ქრისტეს შობიდან. ჩვენ ხომ წლებს სწორედ ქრისტეს დაბადების დროიდა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 833 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

მზეთუნახავი და ოქროს მამალი

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. საინგილოში იყო ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ღვთისავარი. ვერავინ ჯობნიდა ნადირობაში, ჭიდაობაში თუ ბრძოლაში. ამიტომ ხალხმა ლომი ღვთისავარი შეარქვა.

მოადგებოდა თუ არა მტერი ქურმუხის ვიწრო ხეობას, ლომი ღვთისავარი თავისი რაზმით მყისვე იქ ჩნდებოდა და მოძალადეებს მუსრს ავლებდა. ამიტომ ურჯულოებს მისი ჯავრი სჭირდათ.

ღვთისავარს ერთი კოშკისა და იარაღის გარდა არაფერ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 819 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

დავით ჯავახიშვილი

ჯადოსნური ფანქარი

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.

იმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, სახელად ვახუშტი ერქვა. როგორც ყველა ბავშვს ვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაში, უყვარდა წიგნების კითხვა, უყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანა ქვიშაში. მაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდა. დღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები და თვითმფრინავები, ფეხბურთელები და მოფარიკავეები.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 1017 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (1)

ბონდო მაცაბერიძე

სოფელი სამსოკოთა

სამსოკოთა, ერთი ბებერი მუხის ძირასაა გაშენებული. სოფელში სამად-სამი სოკო დობილი ცხოვრობს. სოკოებმა სოფელს სახელი თავად შეარქვეს და თავადვე განაგებენ მის ავ-კარგს.

სოფელს სახელდახელოდ არავინ სტუმრობს. გზასაცდენილი მწერ-ჭიანჭველა თუ ჩაუვლის სოკოების ეზო-ჭიშკარს დროდადრო.

ძალზედ კი სწუხან სოკო დობილე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 775 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

თამარ (თამრი) ფხაკაძე

თეთრი დათვი და მურა დათვი 

ერთხელ თეთრი დათვი უზარმაზარ ყინულზე წამოგორდა და დაიწყო ფიქრი. ხან პინგვინებზე იფიქრა, ხან ზღვის ლომებზე, ხან რაზე და ხან რაზე, მაგრამ ბოლოს აი რა მოიფიქრა:

- მომბეზრდა აქ! აქეთ ყინული! იქით ყინული! აქეთ პინგვინი! იქით პინგვინი! საჭმელიც, - სულ თევზი და თევზი! წავალ, უკეთეს ადგილს მოვძებნი! დედამიწა დიდია, ადგილების მეტი რა არის?!

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 2146 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

აბა, დააკვირდით, არის თუ არა ეს ხაზები ერთმანეთის პარალელური?

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 607 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

თოვლის პაპა

ქაღალდზე გადახატეთ ასეთი ფიგურა და დააკარით მუყაოს ქაღალდზე.

შემდეგ კი დახატეთ ასეთი ფიგურები, გამოჭერით და ჩააცვით პირველ ფიგურას.

თქვენ ასეთ თოვლის პაპას მიიღებთ:

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 796 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ზღვის კენჭები

ზღვის სხვადასხვა ფერის კენჭებისაგან აუარებელი სათამაშოსა და სამახსოვრო საჩუქრის გაკეთება შეიძლება. აბა, ამ ნახატს დააკვირდით.

ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო, გაურკვეველი ფორმის კენჭია, მაგრამ რას მოგაგონებთ იგი?

მგონი, ძალიან ჰგავს ავტომობილს. აბა, ნახეთ.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 845 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ერთ ქაღალდზე დახატეთ ნახატი 2, მეორეზე - ნახატი 3. შემდეგ პირველი ნახატის მსგავსად დაახვიეთ და ფანქარი ისრების მიმართულებებით ამოძრავეთ. თქვენ ნახავთ, როგორ გაცოცხლდებიან ცხოველები. აბა, სცადეთ.


ნახატი 1


ნახატი 2

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 689 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

დასაფენი

ქაღალდი დაკეცეთ და გამოჭერით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თქვენ ლამაზ დასაფენს მიიღებთ. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის ამოჭრილები გაუკეთოთ და ნაირგვარი დასაფენები გააკეთოთ. შეგიძლიათ მისცეთ ფიფქის ფორმებიც. ეს თვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 676 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ბაყაყი

 
გაკეთების წესი:

ქაღალდზე გადაიტანეთ თარგი, გაყევით წითელ ხაზებს და გამოჭერით, პუნქტირით აღნიშნულ ხაზებზე კი გადაკეცეთ; კუდი გაუყარეთ ზურგზე მოთავსებულ ჭრილში ისე, რომ კუდის ბოლო შიგნითა მხარეს დარჩეს. ბაყაყი რომ კარგად დადგეს, პლასტელინით მუყაოს ქაღალდზე მიამაგრეთ. შემდეგ დახატეთ ლერწამი, წყალი და ყვავილები და ბაყაყი შუაში ჩასვით.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 674 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

თოვლის ფიფქები

თხელი, თეთრი ან ფერადი ქაღალდი გაკეცეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და შემდეგ გამოჭერით სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიფქები.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1131 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ბზრიალები

ნაძვის ხისა და ოთახის მოსართავად ბზრიალები რომ დაამზადოთ, უნდა აიღოთ სამი ფერის ქაღალდი. შემოხაზეთ ერთნაირი წრეები და გამოჭერით. მოკეცეთ ქაღალდი შუაზე ცალ-ცალკე, მათი ნახევარი გვერდები ერთმანეთს შეაწებეთ, შუაში ძაფი ჩააყოლეთ და ჩამოკიდეთ. საკმარისია სულ პატარა ნიავიც კი, რომ ბზრიალამ თავბრუდამხვევი ტრიალი დაიწყოს.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 872 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ლანდების თეატრი

ხელების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ საინტერესო ლანდების თეატრი, ეკრანზე განასახიეროთ ცხოველები, ჩიტები და სხვა, რასაკვირველია, სათანადო განათების დახმარებით. ნახატზე ნაჩვენებია სხვადასხვა სახეები. კარგად დააკვირდით თითებისა და ხელების მოძრაობას, მათ მდგომარეობას და გაიმეორეთ.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 672 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ჯადოსნური წიგნი

სქელი ქაღალდისაგან გამოჭერით 14 ფურცელი და დანომრეთ. გადაიხატეთ ცისფერი სურათები თითო გვერდზე თითო ისე, როგორც სურათებზეა მითითებული. მაგალითად, სურათი 1 უნდა გადახატოთ პირველ გვერდზე, სურათი 3, 9 მესამე და მეცხრე გვერდებზე და ა.შ. შემდეგ სურათები თანმიმდევრობით დაალაგეთ, წიგნად აკინძეთ და სწრაფად გადაფურცლეთ. ბუ ფრთებს გაშლის და გაფრინდება.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 775 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

მართლები და მატყუარები

ძველად მეზღვაურებს ზღვაში გასვლის წინ, საზრიანობის შემოწმების მიზნით, შეკითხვებს აძლევდნენ. ერთ მეზღვაურს ასეთი ამოცანა შესთავაზეს: არის ორი კუნძული. ერთზე ცხოვრობენ მხოლოდ მართლები, მეორეზე კი - მხოლოდ მატყუარები. ეს კუნძულები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მცხოვრებლებს სავაჭრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ამიტომ იმ კუნძულზე, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, შეიძლება შეხვდეთ მართლის მთქმელს და პირიქით, მართლის მთქმელების კუნძულზე შეიძლება შეხვდეთ მატყუარას. ამასთან, ცნობილია, რომ მატყუარა, რომელ კუნძულზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იტყუება, მართლის მთქმელი კი ყველგან სიმართლეს ლაპარაკობს.

ვთქვათ, გემიდან მოჩანს ორივე კუნძული, მაგრამ არ ვიცით, რომელი კუნძულია მართლების და რომელი - მატყუარების. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1037 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

სახალისო ამოცანები (ნაწ. 3)

პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე

  1. შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?
    პასუხი: (ასანთს)
    ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 757 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

სახალისო ამოცანები (ნაწ. 2)

პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე

  1. რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?
    პასუხი: (სიზმრის)

  2. რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?
    ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1007 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

სახალისო ამოცანები (ნაწ. 1)

პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე

  1. რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?
    პასუხი: (სახელი)

  2. ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად? ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 937 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)



 

 

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1021 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)


კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1244 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

 

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 4152 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

სასაცილო ტორტები

 

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 2048 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 648 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

დაწერეთ პასუხი კომენტარებში:

                       
ნანახია: 602 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)

ბავშვებო შევცცვალე დიზაინი როგორ მოგწონთ? აზრი გამოთქვით კომენტარებში. :) მე ძალიან მომწონს და ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი ხანი ძველი დიზაინი მოსაწყენი ხდება ამიტომაც შევცვალე. :)

ნანახია: 603 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (1)

მოდი ამ თემაში ჩამოვთვალოთ რომელ ქვეყნებშია მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია და როგორებია ეს ქვეყნები. 

1. საბერძნეთი - ევროპის დავი-დარაბა, ვალი, ვალდებულება.
2. მოლდავეთი - ყველაზე ჩამყაყებული სახელმწიფო< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მოგზაურობა | ნანახია: 690 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-10 | კომენტარი (0)