ბზრიალები ნაძვის ხისა და ოთახის მოსართავად ბზრიალები რომ დაამზადოთ, უნდა აიღოთ სამი ფერის ქაღალდი. შემოხაზეთ ერთნაირი წრეები და გამოჭერით. მოკეცეთ ქაღალდი შუაზე ცალ-ცალკე, მათი ნახევარი გვერდები ერთმანეთს შეაწებეთ, შუაში ძაფი ჩააყოლეთ და ჩამოკიდეთ. საკმარისია სულ პატარა ნიავიც კი, რომ ბზრიალამ თავბრუდამხვევი ტრიალი დაიწყოს. ბზრიალა შეიძლება გაკეთდეს სამი წრეხაზიდან ექვს წრეხაზამდე. ერთ ბზრიალას ზამბახის ფორმა აქვს, მეორეს - ჩინური ბურთების, მესამეს - რომბის.
|