ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა. რისი ბრალია ეს? მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე - ასეთია იმ მიზეზების არასრული სია, რომლებმაც შეიძლება ყვავილის ავადმყოფობა და მავნებლებით დასნებოვნება გამოიწვიოს. ნიადაგის გამოშრობა ან ზედმეტი სინოტივე ადვილი შესამჩნევია. არც მავნებლების შემჩნევაა რთული.
მინი-გოჭუნები მინიპიგი ჩვეულებრივი გოჭია, მხოლოდ სულ პატარა ზომისა. ისინი მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გერმანიაში, ცხოველის ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვის ცდების ჩასატარებლად გამოიყვანეს. ცდები წარუმატებლად დასრულდა, თუმცა პატარა მხეცუნებმა შინაური ცხოველების სახით დიდი პოპულარობა მოიპოვეს. მინიპიგს „პატარებს", რასაკვირველია, შედარებით თუ ვუწოდებთ. ზოგიერთი მათგანი 120 კილოგრამამდეც შეიძლება გაიზარდოს, მაშინ, როცა დიდი ღორის მაქსიმალური შესაძლო წონა ნახევარი ტონაა. ამ პატარა ცხოველების მ
... კითხვის გაგრძელება »
მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia), ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
ბოლივიაში, ქალაქ კოჩაბამბაში ძაღლის, ჰაჩის ამბავი ჰოლივუდის ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ის 5 წელია გარდაცვლილ პატრონს ერთსა და იმავე ადგილას ელის. ადგილობრივების თქმით, ძაღლი გაჩერებაზე ყოველ დღე მიდის და პატრონს ელოდება.
თქვენთვის ცნობილია, რომ ზღაპრებში ცხოველები და ფრინველები ლაპარაკობენ: სამი გოჭი მხიარულად მღერის, ერთმანეთთან საუბრობენ მგელი და კრავი, ლომი და მელია. მართალია, ცხოვრებაში ასე არ ხდება, მაგრამ ცხოველებსა და ფრინველებს შეუძლიათ ერთმანეთს მრავალი რამ ამცნონ სხვადასხვაგვარი სიგნალებით. აი, მაგალითად, მინდროში დაფრინავდნენ ყვავები და ჩხაოდნენ, უცებ ერთმა ყვავმა განსხვავებულად დაიჩხავლა, რითაც თავის გუნდს აცნობა, რომ ნადავლი შენიშნა. სულ სხვაგვარია განგაშის სიგნალი. მის გაგონებაზე გუნდი შორს მიფრინავს.
სიგნალები ქათმებსაც აქვთ. მაგალითად, განგაშის: „საფრთხე ახლოსაა", „საფრთხე შორსაა", „საფრთხე მაღლაა". იგებენ თუ არა ამ სიგნალს
... კითხვის გაგრძელება »
ჭიანჭველები კოლექტიურად მცხოვრები მწერებია და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მუდმივი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას, რა ენაზე?
ჩავატაროთ ასეთი ცდა:
ჭიანჭველების ბუდის შორიახლოს ქაღალდის ფურცელი დავდოთ და ზედ შაქრის სიროფი დავაწვეთოთ. შემდეგ ფურცელზე რამდენიმე ჭიანჭველა დავსვათ და თვალყური ვადევნოთ.
აი, ჭიანჭველებმა სიროფით გული იჯერეს და შინისაკენ გასწიეს. იქ, ეტყობა, თავისიანებს ყველაფერი „უამბეს" და ახლა ჭიანჭველების მთელი რაზმი გამოეშურა ნადავლისაკენ.
... კითხვის გაგრძელება »
შეიძლება იფიქროთ: იმიტომ, რომ ზამთარი უნდა დადგეს და სიცივე აშინებთო. მაგრამ მაშინ რატომ ყველა ფრინველი არ მიფრინავს? საქმე იმაშია, რომ ზამთარში, როცა მიწას თოვლი ფარავს, გადამფრენი ფრინველები ვეღარ პოულობენ საკვებს. ისინი ხომ მწერებით, ბალახებითა და თესლებით იკვებებიან. ზამთარში კი მწერების ნაწილი იხოცება, ნაწილი იმალება, აღარ ჩანს არც ბალახი და თესლიც თოვლის ქვეშაა მოქცეული. სწორედ ამიტომ ფრინველები იძულებულნი არიან, შორეულ ქვეყნებში გაფრინდნენ გამოსაზამთრებლად.
ადამიანებმა ძველთაგანვე აღმოაჩინეს, რომ მრავალი ცხოველის გამოჩენა ან მათი ნაირგვარი მოქმედება ამინდის შეცვლასთანაა დაკავშირებული. ასე მაგალითად, მერცხლის მოფრენას აუცილებლად გაზაფხული მოსდევს, მოლაღულისას კი - თუთისა და ბალის დამწიფება.
როდესაც გარეული ბატების გუნდი გამოსაზამთრებლად თბილი ქვეყნებისაკენ ადრეულ შემოდგომას მიფრინავს, ხალხში ამბობენ, წლეულს ზამთარი ადრე დადგება და მეტად სუსხიანიც იქნებაო.
ქარიშხალა ნამდვილი „ბარომეტრია" ზღვაში მოგზაურთათვის. ეს ფრინველი, ჩვეულებრივ, იქ დაფრინავს, სადაც დიდი ქარიშხალი ქრის. იგი
... კითხვის გაგრძელება »