დღესასწაული არის რაიმე ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებული ზეიმი, საზეიმო დღე. აღსანიშნავი მოვლენის ხასიათის, მნიშვნელობისა და გავრცელების არეალის თვალსაზრისით დღესასწაულები იყოფიან სამოქალაქო (საერთო-სახალხო, ეროვნული, პროფესიული), საერთაშორისო და რელიგიურ დღესასწაულებად. სამოქალაქო დღესასწაულებს შესაბამისი კანონებით აწესებენ სახელმწიფოები, საერთაშორისოს - საერთაშორისო ორგანიზაციები თავისი აქტებით, ხოლო რელიგიურს - რელიგიური დაწესებულებები. ხშირ შემთხვევაში, დღესასწაულები სახელმწიფოს მიერ უქმე დღეებად ცხადდება. დღესასწაულების უმეტესობა წლის კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ არსებობს (მათ შორის რელიგიური) დღესასწაულები, რომლებიც მოძრავნი არიან და სხვადასხვა წელს სხვადასხვა დღეს ზეიმობენ.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II
1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა პატარა ირაკლი. იმ დღეს უცნაური რამ მოხდა: ოთახში თეთრი მტრედი შეფრინდა და მთელი დღე დედა-შვილის თავთან იჯდა.
ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა
... კითხვის გაგრძელება »
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალების დღესასწაული იდღესასწაულება IV საუკუნიდან და აღინიშნება 21(ძვ.სტ. 8) ნოემბერს.
არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ იერარქიად*. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.
საინტერესოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ქრისტეს შობის, მირქმის და სხვა ხატები, მაგრამ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხატი არ გაგვაჩნია. იესო ქრისტეს აღდგომა კი ყველაზე სასიხარულო ამბავია, რაც მთელს სამყაროში მომხდარა.
აღდგომაზე ყველა ადამიანი, მთელი სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ამ საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. როგორ, განა ადამიანები აღარ კვდებიან? - იკითხავთ თქვენ. დიახ, ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც გაივლის სიკვდილის სამეფოს, მაგრამ ის აღარ არის
... კითხვის გაგრძელება »
დღესასწაულებიდან ჩვენ ყველაზე მეტად შობა გვიყვარს. მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცივა, სახლში კი სასიამოვნოდ თბილა, ყველაფერი საზეიმოდაა მორთული - ნაძვის ხე, ჩიჩილაკი, ტკბილეული, საჩუქრები, იმიტომ, რომ დღეს იესო ქრისტეს დაბადების დღეა.
და აი, რეკენ ეკლესიის ზარები. ისინი სწორედ ქრისტეს დაბადების დღეზე გვიწვევენ.
ორი ათას წელზე მეტი დრო გავიდა ქრისტეს შობიდან. ჩვენ ხომ წლებს სწორედ ქრისტეს დაბადების დროიდა
... კითხვის გაგრძელება »