შაბათი, 2025-01-18, 3:50 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » მთავარანგელოზობა
7:50 PM
მთავარანგელოზობა

მთავარანგელოზობა

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალების დღესასწაული იდღესასწაულება IV საუკუნიდან და აღინიშნება 21(ძვ.სტ. 8) ნოემბერს.

არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ იერარქიად*. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

საშუალო იერარქიის ანგელოზები არიან: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისაგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან.

ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს.

ხელმწიფებათ დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ.

ანგელოზთა უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ.

მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ.

ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებაზე აცნობენ მათ, მორწმუნეებს იცავენ, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან, დაგვეხმარონ, თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.

„ანგელოზი" ზეციურ ძალთა საერთო სახელია და „მაცნეს", „მოამბეს" ნიშნავს. უფალი თავის ნებას უცხადებს უმაღლეს ანგელოზებს, ისინი კი დანარჩენ დასებს გადასცემენ უფლის კურთხევას.

ანგელოსთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს „რომელი ვითარცა ღმერთი". მთავარანგელოზი მიქაელი ღვთის ერთგული მსახურია, იგი შეებრძოლა სატანას და სხვა დაცემულ ზეციურ ძალებს, სძლია და გადმოყარა ისინი ზეციდან, დანარჩენებს კი ღვთის ერთგული მსახურებისაკენ მოუწოდა.

საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემებიდან ცნობილია ასევე სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.

გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

გაბრიელი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, ხოლო წმინდანებს - მათი ამქვეყნიდან გასვლის ჟამს ამცნობდა.

რაფაელი - ღვთიური მკურნალი, ადამიანებს იხსნის სნეულებებისაგან. ხატებზე რაფაელ მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სასიკვდილო სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, იუმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი. იგი არის ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველი, განგვინათლებს გონებას, რომ შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმინდა წერილის გაგება. მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა. საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლები. ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. ხატებზე მთავარანგელოზი სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი. ზოგჯერ მას ხელში უჭირავს სანთელი ან საკმეველი. მთავარანგელოზ სელაფილის მიმართ ვლოცულობთ ლოცვის დაწყების წინ, რომ შევძლოთ ყურადღებით და გულითადად ლოცვა.

ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. იგი განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამისა, ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცებს ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გულმოდგინეებს გვირგვინი ელით.

ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მომცემი და ადამიანებისათვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარახიელი, ძირითადად, მოწამეებისა და ბერ-მონაზვნების მფარველად ითვლება. ხატებზე ვარახიელი ნაირფერი ყვავილებით გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭების სიმრავლეს გამოხატავს.

იერომიელი - ღვთისკენ ამაღლებას ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულს აღუძრავს ადამიანებს და ცოდვების დაძლევაში ეხმარება. ხატებზე მთავარანგელოზ იერომიელს სასწორით ხელში გამოსახავენ.

*იერარქია - თანამდებობების, წოდებების თანმიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ.


კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1044 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: