საქართველოს 16-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყო. გია კაზანჯიანის გუნდი ტურნირის პირველ მატჩში საკმაოდ ძლიერ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა და თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე 51:50 იგებდა, თუმცა ბოლო წამებზე აღარ გაუმართლა და 1 ქულით – 51:52 დამარცხდა.
მთლიანობაში პირველი ტაიმი თამაბარი იყო, თუმცა მესამე მეოთხედში ჩეხებმა უპირატესობა მოიპოვეს და იყო პერიოდი, როცა 14 ქულითაც (42:28) იგებდნენ. ქართველებმა პერიოდი ჩაამთავრეს და ბოლო მეოთხედს 10-ქულიანი დეფიციტით შეხვდნენ – მთავარი მოვლენებიც ბოლოს განვითარდა.
...
კითხვის გაგრძელება »