უძველეს დროში ჩვენი შორეული წინაპრები მათთვის გაუგებარი და საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ამბებს და ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე იქმნებოდა მითები, ლეგენდები, თქმულებები…
ადამიანს ოდითგანვე ყველაზე მეტად სამყაროს შექმნის საიდუმლოება აინტერესებდა. სხვადასხვა ხალხი ამ მოვლენას სხვადასხვაგვარად ხსნიდა.
ძველი ბერძნები
ძველი ბერძნების რწმენით, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო, მათ შორის უკვდავი ღმერთებიც. პირველად ქალღმერთი-დედამიწა — გეა გაჩნდა. გეამ წარმოშვა ყოველივე რაც დედამიწაზე იზრდება და ცხოვრობს.
მიწის ქვეშ, ზუსტად იმ სიღრმეზე, რა მანძილზეც არის ჩვენგან დაშორებული ურანოსი — მაღალი ზეცა, გაჩნდა ტარტაროსი — მარადიული უკუნი და ბნელეთი, ეროსი — ყოვლისმომცველი და მაცოცხლებელი სიყვარული, სიბნელე — ერება და ბნელი ღამე — ნიქტუ (ნიქსი). ერებასა და ნიქტუსგან წარმოიშვა სინათლე — ეთერი და ნათელი დღე — ჰემერა. სინათლე მოეფინა დედამიწას და გაჩნდა დღე და ღამე.
...
კითხვის გაგრძელება »