ზოგს ვარსკვლავები უბრალოდ სილამაზის გამო უყვარს, ზოგს მათი იდუმალების და წიანსწარმეტყველებების ანუ ზოდიაქოს გამო. ამას მნიშვნელობა არ აქვს რადგან ეს ნიუსი დააინტერესებს ყველას ვისაც ვრასკვლავები უბრალოდ უყვარს. მაშ ასე აქ მოთხრობილია ყველაფერი ვარსკვლავების შესახებ!
უღრუბლო ღამით ასობით მოციმციმე ვარსკვლავს ვხდევთ. ვარსკვლავები გავარვარებული აირის უზარმაზარი სფეროებია, ზუსტად ისეთივე როგორიც ჩვენი მზე! მზესთან შედარებით ყველა ვარსკვლავი პატარა და მკრტალი გვეჩვენება იმიტომ, რომ ძალიან შორს არიან ჩვენგან. ყველაზე ახლო ვარსკვლავი 4/4 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული.
ვარსკვლავებს ჩვენ ჰაერის გარსის მიღმა ვხედავთ. ჰაერშI მიმდინარე განუწყვეტელ ცვლილებათა გამო ჩვენამდე მოღწეული ვარსკვლავთა ნათება მდგრადი არ არის. სწორედ ეს გვიქმნის ილუზიას თითქოს ისინი ციმციმებენ.
ჩვენი მზე ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავია მილიონობით ვარსკვლავს შორის. ყოველი ვარსკვლავი, როგორც ვთქვით, გახურებული აირის ბურთია. მის ცენტრში აირისა და წყალ
... კითხვის გაგრძელება »
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის
... კითხვის გაგრძელება »
ხომ შეიძლება ერთ უსაშინლეს დღეს მზემ შეწყვიტოს ნათება .დაასრულოს მისი ფუნქცია და სინათლის მაგივრად იყოს სიბნელე რა მოხდება ამის შემდეგ?
სულ სიბნელე როდი იქნება, სინათლე შეიძლება გვქონდეს ცეცხლის დახმარებით ასევე სითბოც მისი დახმარებით გვექნება. საჭმელიც გვექნება იმის დახმარებით, რომ არსებობს ისეთი სათბურები სადაც ზამთარში მზის დაუხმარებლად მოჰყავთ სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი.
მაგრამ წვიმა და თოვლი აღარასდროს მოვა, რადგანაც წყალი აღარ აორთქლდება და ღრუბლად არ შეიმნება.
მაგრამ შეიძლება ცხოველებმა ვერ გაძლონ, რადგანაც მათ სინათლე და დიდი სითბო ესაჭიროებათ,
ახლა კი დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მზეზე.
მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები — პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეო
... კითხვის გაგრძელება »
მგონი ფოტოებში ყველას შეგიმჩნევიათ მთავრეზე პატარა თუ დიდი ორმოები, მას ეწოდება მთვარის კრატერები, მგონი ისიც გაინტერესებთ თუ როგორ გაჩნდა ეს კრატერები მთვარეზე მაშინ დავიწყოთ;
მილიონობით წლების განმავლობაში მთვარეს ეჯახებოდნენ ქვის დიდი ნამტვრევები, ეგრედწოდებული ასტეროიდები და მეტეორიტები.
მგონი ისიც გაინტერესებს თუ როგორ გაჩნდა მთვარე მაშინ ამ კითხვაზეც გიპასუხებ :)
როდესაც დედამიწა შეიქმნა მას მოწყდა პატარა ნაწილი და ნამსხვრევებად დაიშალა დროთა განმავლობაში ნამსხვრევები შეერთდა და ასე წარმოიქმნა მთვარე.
დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს" ფაზები ეწოდება.
როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ მოვლენას ახალმთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ,მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი
... კითხვის გაგრძელება »
მოდით პატარა კვიცით დავიწყოთ: კვიცი თავდაპირველად, რომ დაიბადება მას დედა გამოკვებავს და ვეტერინარის დანიშვნის გარეშე არანაირი ვიტამინები და დანამატები არ მისცეთ.
კვიცი რომ წამოიზრდება იგი გავუშვათ დედასთან ერთად მინდორში, სანამ კვიცი 1 წლის არ გახდება უმჯობესია დედას არ მოვაშოროთ, მას მოვუწყოთ თბილი საწოლი, თავლაში ჩავაფინოთ ბევრი თივა, რათა მას არ შესცივდეს. კვიცი უკვე, რომ წამოიზრდება უკვე ვაჭამოთ თივა. წამოზრდილი ცხენი უკვე უნდა გადავიყვანოთ სხვა თავლაში. ორსულ ცხენი თბილად უნდა დავაბინავოთ თავლაში მარტო რათა ის არავინ შეაწუხოს და როცა ის პატარა კვიცს გააჩენს იმავე წესებით მოუარეთ.
ეს სიახლე მოითხვა ვახომ :) ვახო იმედია მოგეწონა :)
ბადრიჯანი პატარა ზომის 8 ცალი ნიგოზი 200 გრ. ქინძი 20 გრ. ნიორი 20 გრ. ნიახური 10 გრ. ოხრახუში 15 გრ. ხახვი 200 გრ. მწვანე წიწაკა 1 ცალი ზეთი 50 გრ. ძმარი 20 გრ. მარილი გემოვნებით ხმელი ქინძი 10 გრ. უცხო სუნელი 10 გრ. ყვითელი ყვავილი 5 გრ.
როგორ მოვამზადოთ:
1.ბადრიჯანი გავრეცხოთ და ჩავჭრათ ჯვრისებრად ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყუნწი. ბადრიჯანი შევწვათ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე ზეთში. შეწვისთანავე ბადრიჯანი გადავიტანით ქაღალდის პირსახოცზე და გავაციოთ.
2.ნიგოზი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, ხახვი და მწვანე წიწაკა წვრილად დავჭრათ, მწვანილი დავნაყოთ მარილთან ერთად, ან დავკეპოთ. ნიგოზი ხელით გადავზილოთ, დავამატოთ ხახვი, მწვანილი,სუნელები, მარილი, წიწაკა და დავასხათ ძმარი, კვლავ გადავზილოთ. თუ ნიგვზის მასა გამოვიდა მშრალი, დავუმატოთ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.
ფაქტია, რომ დღის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება ენერგია, რომელსაც საკვებიდან იღებს. იმისთვის კი, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგიულები და პროდუქტიულები ვიყოთ საჭიროა სწორად შევარჩიოთ საკვები. ზოგიერთი პროდუქტი ენერგიის სიჭარბეს განაპირობებს, ზოგიც დაღლილობისა და ძილიანობის სურვილს აღძრავს, სწორედ ამიტომ ჩვენ გირჩევთ რამდენიმე პროდუქტს, რათა არჩევანი გაგიადვილდეთ.
1- ფუნთუშები- ასეთ საკვებში შაქარი მუდმივ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ სიმაძღრისა და ძილიანობის პროცესი განაპირობოს, ამიტომ ეცადეთ დიდი რაოდენობით ფუნთუშების მიღებას თავიი აარიდოთ, ის თქვენი შრომის ნაყოფიერებას მინიმუმამდე დაიყვანს.
2- ტკბილეულის მსგავსად თეთრი პური სისხლში შაქრის რაოდენობის მატებას იწვევს, ამ პროცესის პროპორციულად კი ორგანიზმში ენერგიის კვდომა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი პური გაძღომის საუკეთესო და ყველაზე ყუათიანი საშუალებაა, ალბათ თქვენც ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, რომ ძილის სურვილს აღძრავს, ამიტომ ჩაანაცვლეთ
... კითხვის გაგრძელება »
გაფრცქვნილი კარტოფილი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ჩაყარეთ მარილიან წყალში 1 ან 2 საათით, შემდეგ გადარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ მდუღარე ზეთში. დაელოდეთ როდის შეიბრაწება და ჩიფსი მზადაა.
თუ გვინდა რომ კარტოფილის ჩიფსს მივცეთ რაიმეს ფორმა მაგალითად ვარდის ან სხვა, დაჭრილი კარტოფილი უნდა დავამაგროთ კულინარიული ჩხირებით. ჩხირების გამოძრობა შესაძლებელია ჩიფსის შეგრილების შემდეგ.
რჩევა: ჩიფსი ყოველ დღე არ ჭამოთ თუ რადგან ის ორგნიზმისთვის ძალიან ცუდია.
იგი შედგება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისგან და საღებავებისაგან,ამიტომაც მისი მიღება არის კვირაში ერთხელ რეკომენდირებული.