რა დაგვჭირდება: ბადრიჯანი პატარა ზომის 8 ცალი ნიგოზი 200 გრ. ქინძი 20 გრ. ნიორი 20 გრ. ნიახური 10 გრ. ოხრახუში 15 გრ. ხახვი 200 გრ. მწვანე წიწაკა 1 ცალი ზეთი 50 გრ. ძმარი 20 გრ. მარილი გემოვნებით ხმელი ქინძი 10 გრ. უცხო სუნელი 10 გრ. ყვითელი ყვავილი 5 გრ.
როგორ მოვამზადოთ: 1.ბადრიჯანი გავრეცხოთ და ჩავჭრათ ჯვრისებრად ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყუნწი. ბადრიჯანი შევწვათ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე ზეთში. შეწვისთანავე ბადრიჯანი გადავიტანით ქაღალდის პირსახოცზე და გავაციოთ.
2.ნიგოზი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, ხახვი და მწვანე წიწაკა წვრილად დავჭრათ, მწვანილი დავნაყოთ მარილთან ერთად, ან დავკეპოთ. ნიგოზი ხელით გადავზილოთ, დავამატოთ ხახვი, მწვანილი,სუნელები, მარილი, წიწაკა და დავასხათ ძმარი, კვლავ გადავზილოთ. თუ ნიგვზის მასა გამოვიდა მშრალი, დავუმატოთ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.
3.ბადრიჯნები დავტენოთ ნიგვზის მასით, ვეცადოთ მივცეთ ბუნებრივი ფორმა.
4.კერძი შეგვიძლია მოვრთოთ, ბროწეულის მარცვლებით და ალყა-ალყა თხლად დაჭრილი ხახვით.
თეო იმედია მოგეწონა. :)
|