ზოგს ვარსკვლავები უბრალოდ სილამაზის გამო უყვარს, ზოგს მათი იდუმალების და წიანსწარმეტყველებების ანუ ზოდიაქოს გამო. ამას მნიშვნელობა არ აქვს რადგან ეს ნიუსი დააინტერესებს ყველას ვისაც ვრასკვლავები უბრალოდ უყვარს. მაშ ასე აქ მოთხრობილია ყველაფერი ვარსკვლავების შესახებ!
უღრუბლო ღამით ასობით მოციმციმე ვარსკვლავს ვხდევთ. ვარსკვლავები გავარვარებული აირის უზარმაზარი სფეროებია, ზუსტად ისეთივე როგორიც ჩვენი მზე! მზესთან შედარებით ყველა ვარსკვლავი პატარა და მკრტალი გვეჩვენება იმიტომ, რომ ძალიან შორს არიან ჩვენგან. ყველაზე ახლო ვარსკვლავი 4/4 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული.
ვარსკვლავებს ჩვენ ჰაერის გარსის მიღმა ვხედავთ. ჰაერშI მიმდინარე განუწყვეტელ ცვლილებათა გამო ჩვენამდე მოღწეული ვარსკვლავთა ნათება მდგრადი არ არის. სწორედ ეს გვიქმნის ილუზიას თითქოს ისინი ციმციმებენ.
ჩვენი მზე ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავია მილიონობით ვარსკვლავს შორის. ყოველი ვარსკვლავი, როგორც ვთქვით, გახურებული აირის ბურთია. მის ცენტრში აირისა და წყალბადის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება და გამოიყოფა უზარმაზარი ბირთვული ენერგია. ამ პროცესს ბირთვულ სინთეზს უწოდებენ . ( სინთეზი_ბერძნული სიტყვაა synthesis ნიშნავს შერწყმას, შეერტებას განზავებას. ამ შემთხვევაში ქიმიურ ატომტა ელემენტების შეერთება უფრო მძიმე ელემენტების ატომებად. ) სინთეზხს შედეგად წყალბადი ჰელიუმის აირად იქცევა და ნათებაც იწყება.
ვარსკვლავები კოლოსალური სიჩქარით დაქრიან კოსმოსის უსასრულო სივრცეში, თუმცა ჩვენ იცინი უძრავი გვგონია. ჩვენი შორეული წინაპარიც ცის იმგვარს სურათშ ხედავდა, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ეს ''უძრაობა'' კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად შორსაა ვარსკვლავები დედამიწისგან. ასეთ მანძილზე მათი თუნდაც დიდი რეალური გადანაცვლებანაი ჩვენი აღქმისთვის შეუმჩნეველია.
ორჯერადი ვარსკვლავები
მზე ეულ ვარსკვლავებს მიეკუთვნება, მაგრამ ვარსკვლავთა უმრავლესობა ორჯერადია. გრავიტაციის ძალით ისინი ერთმანეთს აკავებენ. წყვილის შემადგენელი ვარსკვლავები თანაბრად ბრუნავენ ერთიწერტილის გარშემო. მაგალიტად, სირიუსი, დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედში მყოფი ერთ-ერთი უაზლოესი და ცის უკაშკაშესი ვარსკვლავი, ორჯერადია. მისი თანამგზავრი, რომელიც მხოლოდ ტელესკოპით სეიმჩნევა , 50 წელს ანდომებს სირიუსის ირგვლივ შემოვლას.
თუმცა ვარსკვლავი ერთი მთლიანი ჩანს.
ვარსკვლავის ფერი და ტემპერატურა
ზოგი ვარსკვლავი წითლად, ზოგი კი ალმასივით თეთრად ან მოლურჯოდ კიაფობს. ჩვენი მზე ყვითელი ვარსკვლაავია. ვარსკვლავები სხვადასხვა ფერის სინათლეს იმიტომ ასხივებენ, რომ ზოგი მეტად არის გავარვარებუყლი ზოგი კი _ ნაკლებად. მზის ზედაპირის ტემპერატურა 6000 გრადუსი ცელსიუსია. წითელ ვარსკვლავები კი ნაკლებად ცხელია დაახლოებით 3000 გრადუსი ცელსიუსი. ხოლო მოთეთრო მოლურჯო ვარსკვლავები კი უფრო მხურვალე. მათი ტემპერატურა 30 000 გარდუს ცელსიუსს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
ვარსკვლავის სიკაშკაშე დამოკიდებულია არა მარტო მისი ნამდვილი ნათების ძალაზე, არამედ დედამიწიდან მიდი დაშორების მანძილზეც. შედარებვთ მცირე ნათების ვარსკვლავი შეიძლება უფრო ბრწყინვალე მოგვეჩვენოს, თუ იგი დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მასზე მნათი, მაგრამ შორი ვარსკვლავი.
ვარსკვლავის დაბადება. ვარსკვლავები ტავისან აირისა და მტვრის ღრუბლებად არიან მიმოფანტული კოსმოსურ სივრცეში. დროთა განმავლობაში ეს ღრუბლები ერთ ადგილზე იწყებენ სესქელებას. ბირთვის ზრდასთან ერთად მატულობს მათი შემადგენელი ნივთიერების ურთიერთმიზიდულობის ძალაც, რომელიც აჩქარებს ცენტრის ირგვლივ მბრუნავი ნივთიერებების შეკვრას. ბირთვი უფრო ცხელდება და მკვირვდება. ბოლოს მისი ტემპერატურა და წნევა იმდენად იზრდება, რომ იწყება ბირთვული სინთეზი. ეს უკვე იმის მაუწყებელია, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა.
ვარსკვლავთა სიკვდილი
ვარსკვლავები მარადიულნი როდი არიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ბირთვშიც ილევა წყალბადის საწვავი. დგება მათი შენელებული სიკვდილის ჟამიც. ბებერი ვარსკვლავი იბერება, იფუყება და წითელ გიგანტად იქცევა. მის გარე ფენებში მიზიდულობის ძალა მცირდება და აირის ნაწილი სივცეში იბნევა. მზე თითქმის 5 მილიარდი წლისაა, მეცნიერთა აზრით, ეს მისი სიცოცხლის შუა გზაა. დადგება ის შორეული დღე, როცა ჩვენი მზეც იქცევა წითელ გიგანტად. იგი იმდენად გაიფუყება, რომ ირგვლივ მბრუნავ უახლოეს პლანეტებს_ მერკურს, ვენერას და დედამიწას შთანთქავს. საწვავის ამოწურვისა და გაცივების გამო აირის წნევა ვერარ გაუმკლავდება გრავიტაციას.. ამის შემდეგ დაიწყება დაჩუტვა. მზე ძაკზე გამკვრივდება. საბოლოოდ იგი თეთრ ჯუჯად იქცევა და ჩუმად ჩაქრება. ანალოგიურად მოხდება ყველა ვარსკვლავის გაქრობაც თუმცა უფრო მცირე მასშტაბით.
გიგანტი და ჯუჯა ვარსკვლავები
ასტრონომებმა დაამტკიცეს, რომ ვარსკვლავები ზომებით ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათგან ყველაზე დიდებს გიგანტებს ეძახიან, ყველაზე პატარებს - ჯუჯებს. მე საშუალო სიდიდისააა. არის ისეთი თეთრი ჯუჯები რომელთა დიამეტრიც ასჯერ ნაკლებია მზისაზე. ჯუჯების საპირისპიროდ არსებობენ მართლაც კოლოსალური ვარსკვლავები წითელი ზეგიგანტები. ამ ზეგიგანტებთან შედარებით მზე ჯუჯა ვარსკვლავია. ისინი მზეს რამდენიმე ასეულჯერ აღემატებიან.
|