წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის
... კითხვის გაგრძელება »
ახალი წელი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული იმედით ველოდებით, უამრავი ნატვრის ასრულებას ვავალებთ და ლამაზ დახვედრას ვუწყობთ, უკვე მოვიდა. ალბათ გაინტერესებთ, როგორი არის და იყო ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვცადეთ, შეგვეგროვებინა მასალა ამის თაობაზე, რომელიც ვფიქრობთ, არც თქვენთვის აღმოჩნდება ინტერესმოკლებული.
ძველ ეგვიპტეში ახალი წელი სექტემბრის ბოლოს აღინიშნებოდა. მდ. ნილოსის ადიდება ეგვიპტელებისთვის დღესასწაული იყო, რადგან უდაბნოში იცოდნენ წყლის ფასი და მოსავალიც მასზე იყო დამოკიდებული. ახალი წლის ზეიმი ნილოსის პირად იწყებოდა. მასში ნავით შეაცურებდნენ ღმერთი ამონისა და მისი ცოლ-შვილის ქანდაკებებს. ძველი ეგვიპტე ერთი თვის მანძილზე დღესასწაულობდა ახალ წელს. ნადიმი და ზარ-ზეიმი ტაძარში კერპების დაბრუნებით სრულდებოდა.
ძველ რომში ახალ წელს ”კალენზ” ერქვა და თავდაპირველად 1 მარტს აღინიშნებოდა; მაგრამ იულიუს კეისრის ბრძანებით (ძვ. წ. 46 წელს) დროის ათვლა ახალი კალენდრით დაიწყეს და ახალმა წ
... კითხვის გაგრძელება »
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქცევთ ყურადღებას აღმოსავლურ კალენდარს. ნებისმიერ შემთხვევაში მის მიერ შემოთავაზებული თემატიკა ყოველ წელს გაძლევთ საახალწლო სამზადისში სიახლის შეტანის საშუალებას. გარდა ამისა, ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები, ამიტომ მათ სიამოვნებით აკავშირებენ საოჯახო დღესასწაულთან. 2014 ცხენის წელი მოდის. ამჯერად ცხენს ორი ძირითადი ფერი აქვს - ლურჯი და მწვანე, ამრიგად ფერების მხრივ ვარირების ფართო არჩევანი გაქვთ (ღია ცისფრიდან დაწყებული ბოთლისფერი მწვანით დამთავრებული).
როგორც ამბობენ, ცხენის წელს აქტიურად, ხალისით, ენთუზიაზმითა და ხმაურით უნდა შევხვდეთ, წლის განმავლობაში კი ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ. ცხენის წელი ბავშვებისთვისაც განსაკუთრებულია - ამ წელს შემოქმედი ბავშვები წარმოუდგენლად აქტიურობენ, ამიტომ ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელი, რათა მათ ბრწყინვალე გონებაში შობილი იდეები პრაქტიკულად განხორციელდეს.
თუმცა პატარების ფანტაზია ნებისმიერ დროს შეუზღუდავია, ამიტომ საახალწლო სუფრის გაწყობისას მათი რჩევებიც გ
... კითხვის გაგრძელება »
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 5 მაისს ულოცავენ ერთმანეთს.
იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: "მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
ჯადოსნურ დღესასწაულს ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველაგან მსოფლიოში, მაგრამ განსხვავებულად. ყოველ ქვეყანაში არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული, საკუთარი ტრადიციები და ადათ–წესები. მაგალითად, თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ.
გამოიცანით, რომელ ქვეყანაში არიგებენ საახალწლო საჩუქრებს საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი თოვლის ბაბუა და ფიფქია? ეს ხდება ავსტრალიაში :) რადგან 1 იანვარი აქ ემთხვევა წლის ყველაზე ცხელ დროს.
სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი რამ – ეს არის ლამაზი და მხირული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მომავლის იმედებს, სურვილებსა და ოცნებებს. ვინ როგორ ჩაუთქვამს სურვილს, ვინ როგორ აცილებს ძველ წელს და ეგებება მომავალს სწორედ ამას შეიტყობთ ჩვენი მონათხრობიდან.
ახალ წელს, რომელიც ჩვენთან გაშლილი სუფრის ირგვლივ შემომსხდარი ახლობლების წრეში აღინიშნება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხვდებიან. არგენტინაში ძველი ტრადიციის თანახმად, დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან.
ასე რომ, ბუენოს–აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით "იმოსება”. ერთ–ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლა. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა, მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.
ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სანტა კლაუსის ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის "პაპას" მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღ
... კითხვის გაგრძელება »
საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.
საახალწლო ტრადიციები
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პუ
... კითხვის გაგრძელება »
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
გიორგობის დღესასწაულის და წმიდა გიორგის ღვაწლის შესახებ "ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი ესაუბრა.
მამა გიორგი: "წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.
დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.
რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: "ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭე
... კითხვის გაგრძელება »
ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვა უძღვის წინ. ამ დღესასწაულს მორწმუნე ადამიანები სულიერად გაწმენდილები უნდა შეხვდნენ. მარხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას ნიშნავს. ყველა მარხვა იოლი შესანახია, თუ ადამიანი რწმენაშია.
მარიამობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. საერთოდ, ეკლესიაში მსახურება ღამისთევით უნდა ტარდებოდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ასევე იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელი წმინდანის სახელობისაც არის ტაძარი. დანარჩენ დღეებში ღამისთევა აუცილებელი არ არის.
მარიამობის დღესასწაულს ყველა განსხვავებულად აღნიშნავს. როგორც წესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულისთვის მარხვით ემზადებიან, შემდეგ კი საღვთო ლიტურღიას ესწრებიან და ეზიარებიან.არაეკლესიური ადამიანები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ხვდებიან, დღესასწაულის მიმართ პატივისცემას თავისებურად გამოხატავენ. რეგიონებში ზოგან მარიამობას დღეობა ჰქვია, ზოგან დღესასწაული და ხალხი ეკლესიაში შესაწირით მიდის.<
... კითხვის გაგრძელება »
გამარჯობათ! მოდით ახლა ვისაუბროთ ახალ წელზე. მგონი ყველას უყვარს ეს დღესასწაული ამიტომაც ჯერ ამ დღესასწაულით დავიწყოთ!
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.
თბილისში საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა – ეს ასეa დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა
... კითხვის გაგრძელება »