შაბათი, 2025-01-18, 4:03 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 13 » თესლოვანი გვიმრები
8:22 PM
თესლოვანი გვიმრები
თესლოვანი გვიმრები (ლათ. Lyginopteridopsida) — გადაშენებული უმაღლეს მცენარეთა კლასი. გარეგნულად ემსგავსებოდნენ თანამედროვე ხისებრ გვიმრებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ღეროში ჰქონდათ მეორეული ქსილემა, ტრაქეიდებში — წერტილოვანი ფორები, ქერქში — მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მექანიკური ბოჭკოების ბადისებრი სისტემა. მათი დიდი ფოთლები გვიმრის ფოთლებს წააგავდა, მაგრამ ეპიდერმისის, ბაგეებისა და ფოთლის ყუნწებია ანატომიური აგებულებით მათგან განსხვავდებოდა. ფოთლებზე განლაგებული ჰქონდათ სხვადასხვა აგებულების თესლი. თესლოვანი გვიმრები ქარითმტვერია მცენარეები იყო. მათ თავდაპირველად ნამარხ გვიმრებს აკუთვნებდნენ. 1905 ინგლისელმა ბოტანიკოსებმა ფ. ოლივერმა და დ. სკოტმა დაადგინეს, რომ თესლოვანი გვიმრებში გაერთიანებულია გვიმრებისა და შიშველთესლოვნების ნიშნები. თესლოვანი გვიმრების ძირითადი ოჯახებია Lyginopteridaceae და Medullsaceae, მათ აკუთვნებენ აგრეთვე კეიტონიალეებს. თესლოვანი გვიმრები ყველაზე მეტად გავრცელებული იყვნენ კარბონულ პერიოდში და მოაღწიეს ქვედა ცარცულამდე. ზოგი ბოტანიკოსი და პალეობოტანიკოსი ნამარხი მცენარეების ამ ჯგუფს პტერიდოსპერმებს უწოდებენ.


დაამატა  ლადო  სოფრომაძემ

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1004 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: