სხვადასხვა ცხოველებს განსხვავებული აგებულებისა და ზომის თვალები აქვთ, ზოგს - ძალზე უცნაურიც. მაგალითად, ზღვის დიდ სიღრმეებში მცხოვრებ კალმარს მარცხენა თვალი მარჯვენაზე ოთხჯერ დიდი აქვს. დიდი თვალი მას ზღვის სიღრმეში არსებული მკრათლი სინათლის მოსაკრებად სჭირდება, პატარა თვალით კი ზემოთ ამოსვლისას ათვალიერებს მიდამოს.
უზარმაზარი თვალები აქვთ გიგანტურ რვაფეხებს. მათი თვალების დიამეტრი 40 სმ-ია. ასეთი ზომის თვალები არცერთი სახეობის ცხოველს არ უვითარდება. რვაფეხებზე გაცილებით დიდი ზომის ვეშაპებსაც კი მხოლოდ 10-12 სმ დიამეტრის თვალები აქვთ.
ფუტკრები საზოგადოებად ცხოვრობენ. მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. თუ ფუტკარს თვისტომთ ჩამოაშორებთ, რამდენიმე საათში დაიღუპება.
ფუტკრის ოჯახს ერთადერთი დედა ფუტკარი ჰყავს, რომელიც დღე-ღამეში 1500-2000 კვერცხს ყრის ფიჭის უჯრედებში. პირველად დადებული კვერცხებიდან მუშა-ფუტკრები იჩეკებიან, მოგვიანებით კი მამალი ფუტკრები ჩნდებიან. ყოველ ოჯახში რამდენიმე ასეული მამალი ფუტკარია. მუშა-ფუტკრების, ამ ხელმოცარული დედა-ფუტკრების რაოდენობა კი ორმოც-ორმოცდაათ ათასამდე აღწევს.
მატლები, რომლიდანაც დედა-ფუტკრები უნდა განვითარდნენ განსაკუთრებულ საკვებს იღებენ. ესაა ფუტკრ
... კითხვის გაგრძელება »
დედამიწაზე ათასი სახეობის ჭიანჭველაა და ყველა ისინი საზოგადოებებად ცხოვრობს. საზოგადოებაში თითოეულ ჭიანჭველას თავისი საქმე აქვს: ზოგი დედაა, ზოგი მუშა, ზოგიც მეომარი, მზვერავი თუ მონადირე. ასე ინაწილებენ შრომას ჭიანჭველები თავიანთ საზოგადოებებში.
ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ბუდეებში უცხო ჭიანჭველა ვერ მოხვდება, რადგან მას სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ და გააგდებენ, ან მოკლავენ. ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ. ამისთვის ისინი ხმელ ტოტებს იყენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყვე
... კითხვის გაგრძელება »
ინდოეთის გზებზე სპილოებთან შეხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის ვეებერთელა, შვიდ ტონამდე მასისა და 3,5 მ სიმაღლის ცხოველი, რომელიც ყველა ინდოელის საყვარელ არსებას წარმოადგენს. ინდოელები სპილოებს თაყვანს სცემენ, როგროც ღვთაებას, მათ გარეშე არცერთი რელიგიური დღესასწაული არ ჩაივლის.
სპილოები ჯოგებად ცხოვრობენ, მათი მეთაური დედალია. წარმოიდგინეთ, რომ ეს უზარმაზარი არსებები მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან, ყოველდღიურად შთანთქავენ 300 კგ-მდე ფოთოლს, კვირტებს, ბალახს, ნაყოფს, ხის ქერქს. სპილოები ძირითადად ბინადრობენ ტყეებში და მდინარეთა დაჩრდილულ ნაპირებზე, რადგან ცუდად იტანენ სიცხეს. სპილოები კარგად ეგუებიან ადამიანს, ეჩვევია
... კითხვის გაგრძელება »
პინგვინები - ეს ფრენის არმცოდნე ფრინველები, ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული.
მართალია, პინგვინებმა ფრენა არ იციან, მაგრამ ღვთისაგან ისინი უამრავი სხვა თვისებით არიან დაჯილდოებულნი. მაგალითად, ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ" თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ. თავისებურადაა მოწყობილი მათი ენაც. ის დაფარულია წვეტიანი ეკლებით, ამდენად, პინგვ
... კითხვის გაგრძელება »
რატომ მოიწყინეს ყვავილებმა ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა. რისი ბრალია ეს? მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, ნიად
... კითხვის გაგრძელება »
სარაცენია მიეკუთვნება მტაცებელი მცენარეების პირველ ჯგუფს.მწერების მოსაზიდად მისი ფოთლები კაშკაშადაა შეფერილი და მოფენილია ჯირკვლებით. ქოთნისმაგვარი ფოთლები დაფარულია წამწამებით, რომლებიც იჭერენ მწერებს. ფოთლის ზედაპირი შეიცავს მოტკბო ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელის აბრუებს მწერს და მოძრაობის ფუნქციებს უქვეითებს.
მწერიჭამია მცენარეები იგივე მტაცებელი მცენარეები არიან 630 სახეობისაგან შემდგარი მცენარეთა 19 ოჯახი რომლებიც გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არქტიკიდან – ტროპიკებამდე და ზღვის დონიდან ალპურ სარტყლამდე. ეს მცენარეები ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მწერებისა და ცხოველების დაჭერითა და შემდეგ გადამუშავებით. ამის გამო ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული ნიადაგის ნაყოფიერებაზე. ... კითხვის გაგრძელება »
ცხვირა მაიმუნი, ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-
... კითხვის გაგრძელება »