შაბათი, 2025-01-18, 4:07 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
მთავარი » ცხოველები და მცენარეები

მოდით პატარა კვიცით დავიწყოთ: კვიცი თავდაპირველად, რომ დაიბადება მას დედა გამოკვებავს და ვეტერინარის დანიშვნის გარეშე არანაირი ვიტამინები და დანამატები არ მისცეთ.

კვიცი რომ წამოიზრდება იგი გავუშვათ დედასთან ერთად მინდორში, სანამ კვიცი 1 წლის არ გახდება უმჯობესია დედას არ მოვაშოროთ, მას მოვუწყოთ თბილი  საწოლი, თავლაში  ჩავაფინოთ ბევრი თივა, რათა მას არ შესცივდეს. კვიცი უკვე, რომ წამოიზრდება უკვე ვაჭამოთ თივა.  წამოზრდილი ცხენი უკვე უნდა გადავიყვანოთ სხვა თავლაში. ორსულ ცხენი თბილად უნდა დავაბინავოთ თავლაში მარტო რათა ის არავინ შეაწუხოს და როცა ის პატარა კვიცს გააჩენს იმავე წესებით მოუარეთ.

ეს სიახლე მოითხვა ვახომ :) ვახო იმედია მოგეწონა :)


კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1492 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2014-01-02 | კომენტარი (0)

ვიდრე ბოცვერს შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით, სად მოუწყობთ მას ბინას, ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას მის მოვლაზე, მოახერხებთ თუ არა, სათანადო დრო დაუთმოთ ”აღსაზრდელს”.
პატარა ერთი თვისა მაინც უნდა იყოს. მისი შეძენისთანავე უნდა იყიდოთ გალიაც. ეგებ აპირებთ, ძვირფას ცხოველს ბინაში თავისუფლად სეირნობის უფლება მისცეთ, მაგრამ გალია მაინც დაგჭირდებათ. ისე კი, სჯობს, ეს პრობლემა უფრო ადრე მოაგვაროთ. უმჯობესია, გალია თავიდანვე დიდი ზომისა იყოს, რათა რამდენიმე თვეში არ მოგიხდეთ მისი გამოცვლა.


მოზრდილი ბოცვრის გალიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 სანტიმეტრი სიგრძის პლასტმასის სადგამი. ლითონისცხაურიანი ფსკერი დაუშვებელია - ბოცვრის თათების რბილი ბალიშები ასეთ ”იატაკს” ვერ აიტანენ.
გალიისთვის ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, რომ ის არც გამათბობელთან იყოს ახლოს და არც ორპირი ქარი მოხვდეს. მის ფსკერზე შეგიძლიათ დაყაროთ ნახერხი ან ჩალა.
გალიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური სათავსი თივისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში იატაკზე დაყრილი თივა მალე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 766 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-31 | კომენტარი (0)

ბევრს აკვარიუმი ოთახის უბრალო სამკაული ჰგონია. მათ არასოდეს უფიქრიათ, რომ პატრონი დღენიადაგ ზრუნავს აკვარიუმის ბინადრებზე და მათი ჯანმრთელობა ოჯახის წევრებისაზე არანაკლებ აღელვებს. აკვარიუმის თევზის ჯანმრთელობას კი მართლაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს. თევზის ავადმყოფობა საკმაოდ არასასურველი მოვლენაა. ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც შინ აკვარიუმი აქვს, ამ პრობლემას ერთხელ მაინც შეეჯახება. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით - თუ ავადმყოფობის მიზეზს მიაგენით, მისი აღმოფხვრა არ გაგიჭირდებათ.

ავადმყოფი თევზი სხვადასხვანაირად გამოიყურება – ზოგიერთი ფსკერზე წევს, ზოგიერთი ბურთივით იბერება, ზოგიერთს ტანი სისხლჩაქცევებით, სოკოთი, ნადებით აქვს დაფარული... ყველა სიმპტომის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. როგორც არ უნდა იყოს, თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, თევზის სიკვდილი გარდაუვალია. მაინც რა შეიძლება იქცეს აკვარიუმის თევზების ავადმყოფობის მიზეზად? მიზეზი მრავალია, ჩვენ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებზე შევჩერდებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მეტად ახალბედებს დააინტერე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 690 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ძაღლები, კატები და მათი `საჩუქრები~ ჩვენი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრები სითბოსა და სიხარულთან ერთად ზოგჯერ დაავადების გამომწვევებსაც გვჩუქნიან. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? ამაზე ექიმი ინფექციონისტი მანანა კეთილაძე გვესაუბრება.





- ქალბატონო მანანა, ცოფზე საკმაოდ ბევრი დაწერილა. მოდი, ამჯერად ნაკლებად ცნობილ დაავადებებზე ვისაუბროთ. გარდა ცოფისა, რა შეიძლება გადაედოს ადამიანს ძაღლისა და კატისგან?
- ძაღლი ლეპტოსპიროზის - ინფექციური სიყვითლის წყაროა. ლეპტოსპიროზის გადაცემის ძირითადი გზა ფეკალურ-ორალურია, ხოლო გადაცემის საშუალება - ინფიცირებული ცხოველის გამონაყოფით: ფეკალიებით, შარდით, ნერწყვით - დაბინძურებული წყალი. დასნებოვნებულ ადამიანს უვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია. არ არის გამორიცხული ღვიძლის, თირკმელების, ნერვული სისტემის, კუნთების დაზიანება. კატისგან შესაძლოა ტოქსოპლაზმოზი გადმოგვედოს. ტოქსოპლაზმოზი სასოფლო-სამეურნეო თუ ველურ ცხოველებსა და ფრინველებს შორის საკმაოდ გავრცელებული ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 854 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბოლო ხანს საქართველოში გაიზარდა ინტერესი ჩიტების, თევზების, ზღვის გოჭების, ზაზუნებისა და ჯუჯა კურდღლების მიმართ. მათ თავისებური მოვლა სჭირდებათ. ამის შესახებ "ზოოპლაზას" ექიმი ვეტერინარი ზურაბ ხოტულაშვილი გვესაუბრება.


- ბატონო ზურაბ, რას ურჩევდით მათ, ვისაც თუთიყუშის შეძენა სურს?
- ჯერ უნდა გადაწყვიტონ, რა ჯიშისა სურთ. ზოგიერთი ბეღურასავით პატარაა და მცირე ფართობიც ჰყოფნის, ზოგიერთის სიგრძე კი მეტრ-ნახევარსაც აღწევს. ასეთ თუთიყუშებს ერთოთახიანი ბინისოდენა ვოლიერი სჭირდებათ. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, საჭიროა სპეციფიკური რაციონის უზრუნველყოფა, სისუფთავის დაცვა, ვიტამინები. ყველა ზოომაღაზიაში ჰყავთ ვეტექიმი და ამ საკითხების თაობაზე კონსულტაცია აუცილებლად მათთან უნდა გავიაროთ. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა სურს ოჯახს: მგალობელი იადონი, თუთიყუში, რომ ლაპარაკი ასწავლონ და ამით გაერთონ თუ წყვილი გასამრავლებლად. თუმცა დაწყება ჯობს პატარა, ე.წ. ტალღოვანი თუთიყუშით.


- ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1166 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

- რა ასაკიდან შეიძლება ძაღლის გარეთ გაყვანა?
- მეორე აცრიდან 1 კვირის შემდეგ, რაც დაახლოებით 2 თვის ასაკს შეესაბამება, თუ აცრებს შორის შუალედები ზუსტად არის დაცული. საზოგადოდ, რა ასაკისაც უნდა იყოს ლეკვი, პირველი აცრის შემდეგ, სასურველია, გარეთ არ გაიყვანოთ, რადგან ამ დროს ძალიან სუსტადაა.


- როგორ შევაჩვიოთ ჰიგიენას, რათა სახლში არ მოისაქმოს?
- სასურველია, შემოვსაზღვროთ ერთი ადგილი. ზაფხულში ეს შეიძლება იყოს აივანი, ზამთარში კი ლეკვი, რა ჯიშისაც უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიყვანოთ აივანზე. ჭამიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ძაღლი იწყებს წრიალს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაქმება სურს. უნდა მიიყვანოთ და დასვათ იმ ადგილას. ასე რამდენიმეჯერ, რათა იქ მოსაქმების ჩვევა გამოუმუშავდეს.


- თქვენ ბრძანეთ, რომ ჯანმრთელი ძაღლი წელიწადში 2-ჯერ სამედიცინო კონტროლს უნდა გადიოდეს. რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?
- ვიზუალური დათვალიერება, გულ-სისხლძარღვთა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1048 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ამ ცხოველს ჩემთვის ვერაფერი შეედრება, რაღაც უნიკალური მოვლენაა კატები . <3

როცა "გვაბრაზებენ”: არავითარ შემთხვევაში არ "ვცემოთ” (მივარტყათ). არ ვუყვიროთ, თორემ საპასუხოდ უარესს მიიღებთ!

სასურველია ყოველთვის გვქონდეს ფანჯრის საწმენდი საშუალების ქილა, სავსე წყლით და როცა "იცუღლუტებს” შეასხურეთ! შემდეგ ნამდვილად აღარ მოუნდება იმის გაკეთება!

მოკლედ დავიწყეთ

კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია.

დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ.

კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ.

კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ.

კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის.

მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად Minchо-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 803 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

კატა – სისუფთავის მოყვარული ცხოველია და ამიტომ სულ ითხოვს მოვლას. კანის გასასუფთავებლად როგორც წესი ის იყენებს ნერწყვით დასველებულ ენას და თათებს. "თვითმომსახურების" პროცედურით ცხოველი მუდმივად არის დაკავებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი სრული ჰიგიენისათვის და პატრონის მხრიდანაც აუცილებელია მოვლა.

დავარცხნა

ბეწვის მოვლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა – დავარცხნაა. დავარცხნის მეთოდის და საშუალების შერჩევა პირველ რიგში კატის ჯიშზეა დამოკიდებული. გრძელბეწვიანების და საშუალოეწვიანების დავარცხნა სასურველია ბლაგვი კბილების მქონე მეტალის სავარცხლით, თავიდან კუდის მიმართულებით, "საყელოს" დავარცხნა კი საწინააღმდეგო მიმართულებით. თავიდან იყენებენ მეჩხერ კბილებიან სავარცხელს, შემდეგ კი შედარებით სქელს. ზოგჯერ ბეწვი უფრო იოლად ივარცხნება, თუ მას ოდნავ დავასველებთ.
მოკლებეწვიანი კატის ყოველდღიურად დავარცხნა არ არის აუცილებელი. სრულიად საკმარისია ამ პროცედურისთვის კვირაში ორჯერ გამოვყოთ ნახევარ–ნახევარი საათი. დავარცხნის შემდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 4167 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

ჩიტები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ამიტომ დიდ ყურადღებას ითხოვენ. ამ ინსტრუქციაში თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ თუთიყუშს უფრო ადვილად.

1.პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ფრინველის საკვები და წყალი არის სუფთა. გაწმინდეთ საკვების და წყლის კონტეინერები ყოველ დღე და შეავსეთ მარაგი ახალი პროდუქტებით.

2.გაასუფთავეთ გალია ყოველ 2-3 დღეში. გაასუფთავეთ სათამაშოებიც (რათქმაუნდა თუ გაქვთ). გაწმინდეთ გალია ექსკრემენტებისგან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ ფრინველებისთვის არამავნებელი სარეცხი და დეზინფექციის საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ზოო მაღაზიებში, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ თქვენი მეგობრის ჯანმრთელობა.

3.მას შემდეგ რაც გალიას გაასუფთავებთ, სათამაშოები სხვადასხვა ადგილას განალაგეთ (გალიაში). თუთიყუშები გამოირჩევიან ინტელექტით და ძალიან მალე ბეზრდებათ როცა არაფერი იცვლება.

4.ავარჯიშეთ თქვენი თუთიყუში. ეცადეთ, რომ მისი გონება იყოს აქტიური. თუთიყუშებისთვის უცნაურია, როდესაც საკვები და წყალი კონტეინე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1594 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

რთული წარმოსადგენია, მაგრამ დაახლოებით 100-150 წლის წინ ტალღოვანი თუთიყუში იშვიათობა გახლდათ და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდრებისათვის. ამჟამად, კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკული ფრინველია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტთ თუთიყუშის შეძენას, მიჰყევით ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

1.ფრინველის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას. ფრინველი არ უნდა იჯდეს გაბუსული. თუ სძინავს, ცალ ფეხზე უნდა იდგეს. ბუმბული არ უნდა ჰქონდეს გაბურძგნული ან დაფლეთილი. თვალები უნდა ქონდეს სუფთა და არა ცრემლნარევი. თუ თუთიყუში არ რეაგირებს არაფერზე, შესაძლოა ის ავადაა. გამყიდველმა შეიძლება გითხრათ, რომ ის ნამგზავრებია და დაღლილია, მაგრამ არ დაუჯეროთ მას. რეკომინდირებულია შეიძინოთ ახალგაზდა თუთიყუში, რაც უფრო ახალგაზდაა - მით უკეთესი. იმისათვის, რომ თუთიყუშს ასწავლოთ ლაპარაკი, სასურველია მისი ასაკი 45-60 დღე იყოს.

2.მამალი თუ დედალი?
როგორც წესი, ზომაში მამალი თუთიყუშები გაცილებით დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1387 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 3