შაბათი, 2025-01-18, 3:49 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » ცხოველების ენა
8:11 PM
ცხოველების ენა


ცხოველების ენა

თქვენთვის ცნობილია, რომ ზღაპრებში ცხოველები და ფრინველები ლაპარაკობენ: სამი გოჭი მხიარულად მღერის, ერთმანეთთან საუბრობენ მგელი და კრავი, ლომი და მელია. მართალია, ცხოვრებაში ასე არ ხდება, მაგრამ ცხოველებსა და ფრინველებს შეუძლიათ ერთმანეთს მრავალი რამ ამცნონ სხვადასხვაგვარი სიგნალებით. აი, მაგალითად, მინდროში დაფრინავდნენ ყვავები და ჩხაოდნენ, უცებ ერთმა ყვავმა განსხვავებულად დაიჩხავლა, რითაც თავის გუნდს აცნობა, რომ ნადავლი შენიშნა. სულ სხვაგვარია განგაშის სიგნალი. მის გაგონებაზე გუნდი შორს მიფრინავს.

სიგნალები ქათმებსაც აქვთ. მაგალითად, განგაშის: „საფრთხე ახლოსაა", „საფრთხე შორსაა", „საფრთხე მაღლაა". იგებენ თუ არა ამ სიგნალს ქათმები, აკაკანდებიან და გარბიან. ყველაზე პაწია წიწილაც კი მაშინვე კრუხის ფრთის ქვეშ იმალება.

სიგნალები მწერებსაც აქვთ. ჭიანჭველას თავისი ულვაშებით შეუძლია „უთხრას" მეორე ჭიანჭველას: „მაჭამე", „მიწილადე საკვები", რადგან ისინი ერთმანეთს შეხებით გრძნობენ.

ფუტკრებს არაჩვეულებრივი სიგნალები აქვთ. სკაში დაბრუნებული მზვერავი ფუტკარი ფიჭაზე ჯდება და იწყებს ცეკვას: ამოძრავებს მუცელს, ზუზუნებს და რვიანის მსგავს წრეებს შემოწერს. მისი „მონათხრობით" ფუტკრები ზუსტად იგებენ, რა მანძილზე და რა მიმართულებით იპოვა მზვერავმა ნექტარით სავსე ლამაზი ყვავილები.

განსაკუთრებული ბგერითი სიგნალების გადაცემა შეუძლიათ დელფინებს. ერთ-ერთი სახეობის დელფინს, კერძოდ, თეთრ დელფინს, ინგლისელმა მეზღვაურებმა „ზღვის იადონი" დაარქვეს, რადგან მის მიერ გამოცემული ხმები ჩიტების ჭიკჭიკს წააგავს. შავ ზღვაში გავრცელებულ დელფინებს კი „ქშენია დელფინებს" უწოდებენ, მათი ქშენის ხმა შორ მანძილზე აღწევს.

სიგნალები აქვთ ცხოველებსაც: შეუძლიათ ღმიული, ყმუილი, ღრენა, წკმუტუნი, კნავილი. ცხოველებისთვის სუნიც სიგნალია. მტაცებელი ცხოველები ცხოვრობენ და ნადირობენ თავიანთ სამფლობელოში, რომლის მკაცრად დადგენილ საზღვრებსაც სუნით ცნობენ, ხოლო სზღვრებად ხეები, ბუჩქები და ქვები არის გამოყენებული.

ცხოველები აწეული ან დაწეული კუდით, ოდნავ მიჭერილი ყურებით ან ოდნავ აწეული ტუჩით ერთმანეთს თავიანთ განწყობილებას აუწყებენ.


კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 793 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: