თხელი, თეთრი ან ფერადი ქაღალდი გაკეცეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და შემდეგ გამოჭერით სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიფქები.
ფიფქები შეგიძლიათ ძაფზე ააცვათ და კედელზე დაკიდოთ, ან ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ. თუ გსურთ, ფანჯრის მინებზეც გააკარით. წებომ რომ მინა არ გააჭუჭყიანოს და მისი გაწმენდა ადვილი იყოს, საკმარისია თოვლის ფიფქებს ტკბილი წყალი წაუსვათ და მინაზე ისა დაამაგროთ.