თანამედროვე ახაგაზრდობის დიდი ნაწილი უპირატესეობას ხშირად ანიჭებს თეთრ ფეხსაცმელებს, რომელიც კარგად გამოიყურება და უხდება თითქმის ყველა სახის ტანსაცმელს. არასაკმარისი მოვლის შემთხვევაში თეთრი ფეხსაცმელი მალე კარგავს ფერს და თეთრის ნაცვლად ნაცრისფერი ხდება. თუ თქვენც იმ ადამიანების რიცხვში ხართ, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, მაშინ გაეცანით რამდენიმე საინტერესო რჩევას.
კედის ძირითადი ნაწილი დამზადებულია კანვასის ტექსტილით, ბამბით ან სხვა ქსოვილით. მისი გარეცხვა შეიძლება სარეცხ მანქანაში, მაგრამ აუცილებელია გარეცხვამდე ძირები გაუსუფთავოთ დარჩენილი პატარა კენჭებისგან. ამისათვის მიზანშეწონილია ძველი ან არასაჭირო, ზედმეტი კბილის ჯაგრისის გამოყენება. საპნიან წყალში ამოავლეთ და საგულდაგულოთ გაას
... კითხვის გაგრძელება »
ზაფხული მზის სათვალეების გარეშე წარმოუდგენელია. მათი არჩევისას გასათვალისწინებელია არა მარტო მოდური ტენდენციები, არამედ თქვენი სახის ფორმები. ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ რომელი სახის ფორმის მქონე ადამიანს - როგორი ფორმის სათვალე მოუხდება.
მრგვალი სახე უხდება - კვადატული მზისგან დამცავი სათვალეები, ღია ფერის ჩარჩოთი არ უხდება - ძალიან დიდი მზისგანდამცავი სათვალეები, რომლებიც ფარავენ ყვრიმალებს, ასევე მრგვალი ჩარჩოები.
გრძელი (მართკუთხა) სახე უხდება - ჩარჩოს ვერტიკალურად დაგრძელებული დიდი მზისგანდამცავი სათვალეები პანორამული შუშებით არ უხდება - პატარა მზისგანდამცავი სათვალეები და სათვალეები ჩარჩოს გარეშე.
"ამოტრიალებული სამკუთხედი" უხდება - სათვალეების თითქმის ყველა ტიპი, განსაკუთრებით სათვალეები ჩარჩოს გარეშე არ უხდება - ძალიან მუქი სათვალეები ჩანს უხეშად, ბევრი დეტალით დატვირთული მზისგანდამცავი სათვალეები კიდევ უფრო ადიდებს
... კითხვის გაგრძელება »
თანამედროვე სამყაროში ელიტური საათების ყალბი ასლების ბაზარი საკმაოდ განვითარებულია. მსოფლიო ბრენდების გაყალბებით მიღებული თანხა შეადგენს მილიარდობით დოლარს. თუ საათის ყიდვა გადაწყვიტეთ ფირმის მაღაზიაში, მაშინ ტყუილად ნუ ინერვიულებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემოგთავაზეს ელიტური საათი მისაღებ ფასად, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე და შეძლოთ ყალბის ორიგინალისგან გარჩევა.
ყურადღება მიაქციეთ ნიშნების მდებარეობასა და მოყვანილობას. შესაძლოა საღებავი ზოგიერთ ადგილზე დატანილი იყოს არათანაბრად, რადგან ასლებისათვის იყენებენ თქხელ შტამპებს, ზედაპირს კი მოხრილი ფორმა აქვს. წარწერები საათზე შეიძლება დატანილი იყოს ცოტათი ქვევით ან ზევით, ვიდრე საჭიროა. ასევე ყურადღება დაუთმეთ საათის სახელურს ან ბრასლეტს, მათზე დატანილი წარწერების თანაფარდობას. დროთა განმავლობაში ასეთი საღებავი იშლება. ხშირ შემთხვევაში საათის სახელურებს ამზადებენ ტყავის შემცვლელისგან, ისინი შესრულებულია უსუფთაოდ, მოხრის დროს ჩნდება კარგად გამოკვეთილი ნაკეცე
... კითხვის გაგრძელება »
თუ გსურთ, ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოთ და ჯანმრთელობა განიმტკიცოთ, მწვანილი უნდა შიყვაროთ. სხვა თუ არაფერი, წარმოიდგინეთ, რა გემო ექნებოდა ჩვენს საყვარელ კერძებს ამ სურნელოვანი მცენარეების გარეშე! მაგრამ არომატი მწვანილის ერთადერთი ღირსება როდია - ის ორგანიზმისათვის ფრიად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ.
ქინძი ქინძის სპეციფიკური გემო და სურნელი ყველას როდი უყვარს. სწორედ ამ თვისების გამო იყო, ძველმა ბერძნებმა ხუმრობით "კორიანდრი” რომ უწოდეს. "კორის” ბერძნულად ბაღლინჯოს ნიშნავს, "ანონ” კი ანისი ანუ ანისურაა. საქმე ის გახლავთ, რომ ძველ ელინებს ქინძის სურნელი ბაღლინჯოს სუნს აგონებდათ. თუმცაღა ამპარტავანი ელინების აბზეკილ ცხვირს ქინძისთვის ბევრი არაფერი დაუკლია - კაცობრიობა მას დიდად აფასებს. ქვეყანას ვერ იპოვით, სამზარეულოში მისთვის საპატიო ადგილი რომ არ ჰქონდეთ მიჩენილი. აღმოსავლეთში ეს მცენარე ცნობილი საკაზმის, კარის, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ნორჩი ქინძი განსაკუთრებით მდიდარია B1, B2, C და P ვ
... კითხვის გაგრძელება »
თვალები ყელზე არანაკლებ ამხელენ ასაკს. გარდა ამისა, წლების მატებასთან ერთად უარესდება მხედველობა და თვალებში დაღლილობის კვალი ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს მუშაობთ კომპიუტერთან ან გიყვართ ტელევიზორის ყურება.
ასე რომ, თვალებისადმი ყურადღება მეტად მნიშვნელოვნია. უპირველესად, აუცილებელია თვალების კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშები.
კოსმეტიკური ფიზკულტურა არ არის რთული, მაგრამ საჭიროა ვარჯიშების რეგულარულად და სწორად შესრულება.
ვარჯიშის დაწყებამდე მიიღეთ მოხერხებული პოზა: დაჯექით სკამზე და მიეყრდენით საზურგეს. ტანსაცმელი არ უნდა გიჭერდეთ ყელსა და გულმკერდზე. სახის კრემის წასმა არ არის საჭირო, მაგრამ თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი არაჟანი შეიზილოთ, ხოლო თუ ცხიმიანი - გაიწმინდოთ მჟავე ხილის წვენით.
ვარჯიში აძლიერებს თვალების კუნთებს, ამცირებს კანის შეშუპებას თვალების ქვეშ და ხელს უშლის თვალების გარშემო ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას.
ამ ცხოველს ჩემთვის ვერაფერი შეედრება, რაღაც უნიკალური მოვლენაა კატები . <3
როცა "გვაბრაზებენ”: არავითარ შემთხვევაში არ "ვცემოთ” (მივარტყათ). არ ვუყვიროთ, თორემ საპასუხოდ უარესს მიიღებთ!
სასურველია ყოველთვის გვქონდეს ფანჯრის საწმენდი საშუალების ქილა, სავსე წყლით და როცა "იცუღლუტებს” შეასხურეთ! შემდეგ ნამდვილად აღარ მოუნდება იმის გაკეთება!
მოკლედ დავიწყეთ
კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია.
დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ.
კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ.
კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ.
კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის.
მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად Minchо-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძი
... კითხვის გაგრძელება »
კატა – სისუფთავის მოყვარული ცხოველია და ამიტომ სულ ითხოვს მოვლას. კანის გასასუფთავებლად როგორც წესი ის იყენებს ნერწყვით დასველებულ ენას და თათებს. "თვითმომსახურების" პროცედურით ცხოველი მუდმივად არის დაკავებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი სრული ჰიგიენისათვის და პატრონის მხრიდანაც აუცილებელია მოვლა.
დავარცხნა
ბეწვის მოვლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა – დავარცხნაა. დავარცხნის მეთოდის და საშუალების შერჩევა პირველ რიგში კატის ჯიშზეა დამოკიდებული. გრძელბეწვიანების და საშუალოეწვიანების დავარცხნა სასურველია ბლაგვი კბილების მქონე მეტალის სავარცხლით, თავიდან კუდის მიმართულებით, "საყელოს" დავარცხნა კი საწინააღმდეგო მიმართულებით. თავიდან იყენებენ მეჩხერ კბილებიან სავარცხელს, შემდეგ კი შედარებით სქელს. ზოგჯერ ბეწვი უფრო იოლად ივარცხნება, თუ მას ოდნავ დავასველებთ. მოკლებეწვიანი კატის ყოველდღიურად დავარცხნა არ არის აუცილებელი. სრულიად საკმარისია ამ პროცედურისთვის კვირაში ორჯერ გამოვყოთ ნახევარ–ნახევარი საათი. დავარცხნის შემდ
... კითხვის გაგრძელება »
ეფექტურად,მოდურად და მიმზიდველად ჩაცმა შეუძლია ნებისმიერი სხეულის ფორმის და მცირე მატერიალური შესაძლებლობების გოგონას. მაღაზიებში საშოპინგოდ წასვლამდე საჭიროა წინასწარ მოემზადოთ და განსაკუთრებულიყურადღება მიაქციოთ ტანსაცმლის შერჩევას.
1.მიჰყევით მოდურ ტენდენციებს პერიოდულად გადახედეთ ქალურ ჟურნალებს, ეწვიეთ შესაბამისი თემატიკის საიტებს ინტერნეტში, რათა იცოდეთ ბოლო პერიოდში არსებული მოდის სფეროში მომხდარი სიახლეების შესახებ. შეარჩიეთ საკუთარი თავისათვის, რომელი ფერები, ნაჭრის ფაქტურები, როგორი ფორმისა და სიგრძის ქვედაბოლოები და შარვლებია ახლა სეზონის მოდის პიკში.
2.კონსულტაციისათვის ეწვიეთ სტილისტს თუ თქვენ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ ყოველ მაღაზიაში წასვლის დროს გამოიყენოთ მათი მომსახურება, მაშინ ერთხელ მაინც მიეცით თავს იმის საშუალება, რომ ერთჯერადად გაიაროთ კონსულტაცია. თქვენ მიიღებ შეუცვლელ რჩევებს ტანსაცმლის შერჩევის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც დიდი ხნის გა
... კითხვის გაგრძელება »
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ძალიან ლამაზი და მომხიბვლელია. გარდა ამისა, ქუსლი ვიზუალურად მატებს სიმაღლეს, ალამაზებს და ასწორებს სილუეტს. მაგრამ იმისათვის, რომ თავდაჯერებულად იაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, საჭიროა იცოდეთ რამდენიმე წესი, რომლებიც დაგეხმარებათ დიდი ძალიასხმევის გარეშე დახვეწოთ თქვენი სიარული მანერა.
1.ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს მთელი წონა აწვება ქუსლებს, ამიტომაც შემოიფარგლეთ მარტივი მოძრაობებით: ქუსლი - ტერფი - თითის წვერები. ერთდროულად დააწექით ტერფსა და ქუსლს. იმისათვის, რომ სწრაფად აითვისოთ ეს პრინციპი, რამდენჯერმე წაივარჯიშეთ სახლში.
2.გაზარდეთ ნაბიჯის სიგანე. ამისათვის საჭიროა ზურგის უკან გაწევა - ეს საკმაოდ დახვეწილად და ლამაზად გამოიყურება.
3.იარეთ ნელა. ქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილი არ ღირს არცერთ სიტუაციაში, მაგრამ ასეთი სიტუაციების შესახებ წინასწარ ცოდნის შემთხვევაში მოამზადეთ ხოლმე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
4.კიდეებზე ჩამოსვლის დროს ტერფები დადგით გვერდიგვერდ.
"ვახშამი მიეცი მტერს!” - ეს გამოთქმა ალბათ ყველას გაგვიგონია. ამგვარად ცდილობენ უფროსები, ბავშვებს ნოყიერი ვახშმის მავნეობა შეაგონონ. მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული წარმოდგენის მიუხედავად, თანამედროვე დიეტოლოგები გვიან ვახშამს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღარ მიიჩნევენ და გვამცნობენ, რომ თუ დავიცავთ ექვსიოდე წესს, შეგვიძლია, მშვიდად ვივახშმოთ, რა დროც არ უნდა იყოს. ცხოვრება შეიცვალა.
ყველაფერთან ერთად გაირკვა, რომ 19.00 საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა მისაღები იყო ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის, რომლებიც დღეში საშუალოდ 5-6 საათს შრომობდნენ, მერე მშვიდად ამზადებდნენ ვახშამს, მიირთმევდნენ და დასაძინებლადაც საკმაოდ ადრე წვებოდნენ. თანამედროვე ადამიანი გვიანობამდე შრომობს, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს ან მშრალ საკვებზე გადაივლის, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვახშამი.
უსაფრთხო ვახშმის წესები ჭარბი კილოგრამები ყოველი ვახშმის შემდეგ ტვირთად რომ
... კითხვის გაგრძელება »
კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას, ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ის განსაკუთრებით ადვილი ასათვისებელია. მისი შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია - კვერცხი ხომ ბუნების მიერ ფრინველთათვის სიცოცხლის მისაცემად არის შექმნილი! კვერცხის ცილა მიღებიდან სამ საათში მთლიანად აითვისება და ორგანიზმს ძვირფასი საკვები ნივთიერებებით ავსებს. მისი ენერგეტიკული ღირებულება სულ 45 კკალორიას შეადგენს. ამასთან, კვერცხის ცილა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით.
განსაკუთრებით ბევრია მასში ქოლინი, ურომლისოდაც ჩვენს უჯრედებს ნორმალური ფუნქციობა და სრულფასოვანი არსებობა არ შეუძლია. აღსანიშნავია აგრეთვე D, H და K ვიტამინების შემცველობა, მინერალებიდან კი - ნატრიუმისა, გოგირდისა, ქლორისა, კალიუმისა, ფოსფორისა, კალციუმისა და მაგნიუმისა, ასევე თუთიისა, რკინისა, სპილენძისა, იოდისა, მოლიბდენისა, ქრომისა, კობალტისა და მანგანუმისა. კვერცხის ცილაში ბევრი ნიაცინია, რომელსაც B3 ან PP ვიტამინსაც უწოდებენ. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ტ
... კითხვის გაგრძელება »
ჩიტები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ამიტომ დიდ ყურადღებას ითხოვენ. ამ ინსტრუქციაში თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ თუთიყუშს უფრო ადვილად.
1.პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ფრინველის საკვები და წყალი არის სუფთა. გაწმინდეთ საკვების და წყლის კონტეინერები ყოველ დღე და შეავსეთ მარაგი ახალი პროდუქტებით.
2.გაასუფთავეთ გალია ყოველ 2-3 დღეში. გაასუფთავეთ სათამაშოებიც (რათქმაუნდა თუ გაქვთ). გაწმინდეთ გალია ექსკრემენტებისგან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ ფრინველებისთვის არამავნებელი სარეცხი და დეზინფექციის საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ზოო მაღაზიებში, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ თქვენი მეგობრის ჯანმრთელობა.
3.მას შემდეგ რაც გალიას გაასუფთავებთ, სათამაშოები სხვადასხვა ადგილას განალაგეთ (გალიაში). თუთიყუშები გამოირჩევიან ინტელექტით და ძალიან მალე ბეზრდებათ როცა არაფერი იცვლება.
4.ავარჯიშეთ თქვენი თუთიყუში. ეცადეთ, რომ მისი გონება იყოს აქტიური. თუთიყუშებისთვის უცნაურია, როდესაც საკვები და წყალი კონტეინე
... კითხვის გაგრძელება »
რთული წარმოსადგენია, მაგრამ დაახლოებით 100-150 წლის წინ ტალღოვანი თუთიყუში იშვიათობა გახლდათ და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდრებისათვის. ამჟამად, კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკული ფრინველია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტთ თუთიყუშის შეძენას, მიჰყევით ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
1.ფრინველის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას. ფრინველი არ უნდა იჯდეს გაბუსული. თუ სძინავს, ცალ ფეხზე უნდა იდგეს. ბუმბული არ უნდა ჰქონდეს გაბურძგნული ან დაფლეთილი. თვალები უნდა ქონდეს სუფთა და არა ცრემლნარევი. თუ თუთიყუში არ რეაგირებს არაფერზე, შესაძლოა ის ავადაა. გამყიდველმა შეიძლება გითხრათ, რომ ის ნამგზავრებია და დაღლილია, მაგრამ არ დაუჯეროთ მას. რეკომინდირებულია შეიძინოთ ახალგაზდა თუთიყუში, რაც უფრო ახალგაზდაა - მით უკეთესი. იმისათვის, რომ თუთიყუშს ასწავლოთ ლაპარაკი, სასურველია მისი ასაკი 45-60 დღე იყოს.
2.მამალი თუ დედალი? როგორც წესი, ზომაში მამალი თუთიყუშები გაცილებით დ
... კითხვის გაგრძელება »
დღეს ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის თაკოს დაბ-დღეა. მან მოგვთხოვა დაბ-დღე მინდა თქვენთან ერთად გავატაროო და აი ეს სურვილიც ორიგინალურად ავუსრულეთ! გთხოვთ მიულოცოთ დაბ-დღე მას!
პლაზმური ტელევიზორის არჩევა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ტელევიზორის, იწყება დიაგონალიდან. ტექნოლოგიური მახასიათებლების გამო ,,პლაზმურს'' 94 სმ-ზე ნაკლები დიაგონალით არ აწარმოებენ. მათ ათავსებენ ფართე ოთახებში, სასტუმრო და საძინებელში, სახლის კინოთეატრებში. ოპტიმალური მანძილი მაყურებელსა და ეკრანს შორის 3-4 მეტრი უნდა იყოს, თუ ნაკლები იქნება გამოსახულება გაიფანტება და დაიწყებს ციმციმს.
პლაზმური ტელევიზორები დიაგონალით 37-40 დიუმი (94-102 სმ) შესაფერისი იქნება პატარა ფართისთვის, სადაც მანძილი მაყურებელსა და ტელევიზორს შორის არ აღემატება 3 მეტრს. ასეთი კატეგორიის მოდელები ცოტაა, რაც დაკავშირებულია მცირე ფორმატის მქონე პლაზმური პანელების გამოშვების ხარჯებთან.
ყველაზე დიდი მოთხოვნა და შესაბამისად რეალიზაცია არის კატეგორიაზე 42-46" (107-117 სმ). მანძილი მაყურებელსა და ამ მოდელის ტელევიზორს შორის 3-4მეტრია.
კატეგორია 50"დიუმიდან ზემოთ (127სმ) გამოსახულების ხარისხით არ ჩამოუვარდებ
... კითხვის გაგრძელება »
მოვხარშოთ ან მოვამზადოთ ყაბაყი. გავგრილოთ და დავჭრათ წვრილ ზოლებად.
ორაგულის ფილეს მოვაშროთ ფხები და კანი. ერთმანეთს შევურიოთ შავი წიწაკა, მდოგვის მარცვლები, ორეგანო და მიღებულ ნაზავში ამოვსვაროთ ორაგულის ფილე. გავაცხელოთ ზეთი ტაფაზე და ორაგული ვამზადოთ 1–2 წთ–ი თითოეულ გვერდზე. ორაგულის ნაჭრები გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში, დაბალ ტემპერატურაზე.
ღვინო ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ სანამ არ შემცირდება ან შესქელდება. ყაბაყის დაჭრილი ზოლები მოვატავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ან ბულიონი და ჩავყაროთ ბაზილიკის ფოთლები, გავაცხელოთ. მომზადებულ ორაგულს და ყაბაყს მოვასხათ წითელი ღვინის სოუსი.
მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა. გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი მომანელებინე და, თავი არ მომიკვდება, ჩემს დღეში შენს ბარტყებს პირს არ ვახლებო! - კარგიო! - უთხრა მწყერჩიტამ, - მე ავფრინდები და შენ უკან ფეხდაფეხ მომყეო.
აფრინდა და გაედევნა უკან მელია. ხან მინდორზე არბენინა, ხან ჩირგვებზე ახტუნა, ხან წყალში ატოპინა. იმდენი ახეტიალა, სანამ ფერდებს დაიხეთქავდა. - ნათლიმამ, მოინელე თუ არაო? - ჰკითხა მწყერჩიტამ. მონელებით მოვინელე, - უპასუხა მელიამ, - მაგრამ ახლა სიცილი მომინდა ძალიანო; ერთი გულიანად მაცინე და შენს შვილიშვილებსაც არას დავუშავებო. - კარგი, ეგეც ადვილი სამსახურია, გამომყე უკან და სიცილით გაგაძღობო, - უთხრა მწყერჩიტამ. მიიყვანა მელია კალოზე და ძნაში დამალა. თვითონ მიფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. გლეხმა სახრე მოუქნ
... კითხვის გაგრძელება »
ახალ წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომაც ახლავე შეუდექით საქმეს.
რომანტიკული სტილი
შეარჩიეთ ყვავილებით მოჩითული მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილები, წვრილთასმიანი ღია ფეხსაცმელი. თმის კულულები, სასურველია, მხრებამდე ეშვებოდეს. ნუ შეარჩევთ ზედმეტად მკვეთრი ფერების თვალის ჩრდილებს ან პომადას.
სახის ტონი - ბუნებრივი, ოდნავ შეფაკლული, ღაწვებსა და დეკოლტეზე შეგიძლიათ ოდნავ ბრჭყვიალები მიიფრქვიოთ.
"რუმიანა" - ატმის ან ვარდისფერი.
ჩრდილები - ატმისფერი, ნაზი ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი (ის ერთნაირად უხდება მწვანე, ცისფერ და თაფლისფერ თვალებს), შეიძლება ოდნავ ბრჭყვიალა ჩრდილებიც გამოიყენოთ.
წამწამები - ფუმფულა, შეიძლება ხელოვნურიც.
ტუჩები - კენკრისფერი პრიალა ტონები, ნახევრად გამჭვირვალე, ნაზად მოელვარე. კლასიკური სტილი
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 5 მაისს ულოცავენ ერთმანეთს.
იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: "მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
ბოლო წლებში თანამედროვე კინემატოგრაფი პრაქტიკულად მთლიანად სამგანზომილებიან ფორმატში გადავიდა. საბავშვო ფილმები და ანიმაციებიც კი 3D გამოდის, რომელთა ნახვაც სპეციალური სათვალის გარეშე წარმოუდგენელია. სხვა საკითხია, რამდენად რეკომენდებულია ბავშვისთვის სამგანზომილებიანი გამოსახულების ყურება.
სპეციალისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ სამგანზომილებიანი გამოსახულება ყველა ასაკის ადამიანისთვის საზიანოა, მით უფრო პატარებისთვის, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ კინოხელოვნება ყველას უყვარს, შესაბამისად, 3D ფილმებს ყოველთვის ეყოლება მაყურებელი.
იმავე სპეციალისტების რჩევით, უმჯობესი იქნება, თუ 5 წლამდე ასაკის ბავშვს 3D ფილმზე არ წავიყვანთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მხედველობის ორგანოს პათოლოგიის განვითარება. 5 წლის ასაკის ზემოთ კი ამის გაკეთებას რაც შეიძლება იშვიათად გვირჩევენ, მაგალითად, წელიწადში ორ-სამჯერ. კინოთეატრებში მხოლოდ სტანდარტული ზომის სათვალე აქვთ (იშვიათი გამონაკლისების გარდა ასეა პრ
... კითხვის გაგრძელება »
ერთია, როდესაც შინ პატარა ბავშვი გვყავს, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ ყურადღებას, გამუდმებულ მზრუნველობასა და ფიქრს მოითხოვს, მაგრამ მეორეა, როდესაც ეს ბავშვი იზრდება, მოზარდად ყალიბდება და სულ უფრო მეტ საზრუნავს გვიმატებს. ყველა დროის მოზარდს საკუთარი პრობლემები და სირთულეები აქვს. ასეა თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაშიც - ტელეეკრანიდან, ინტერნეტიდან, ქუჩიდან, სკოლიდან შესრუტული ინფორმაცია მის გონებაში სხვა და სხვა გვარად ილექება და ზოგჯერ ნეგატიურ შედეგამდეც მივყავართ. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი შვილების ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით ვიყოთ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება შევძლოთ.
იმის მიხვედრა, რომ ბავშვი მოზარდად იქცა, ადვილია: შედარებით გულჩათხრობილია, ხშირად ღიზიანდება, აგრესიულია, უმიზეზოდ ტირის, საკუთარ ოთახში იკეტება და ასე შემდეგ. ასეთ დროს მისდამი დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოთ, არ შეაწუხოთ კითხვებით, მით უმეტეს, აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხოთ. უნ
... კითხვის გაგრძელება »
ახლობლებისათვის საახალწლო საჩუქრების არჩევა და ყიდვა დღესდღეობით საკმაოდ მარტივია, ხოლო ამ დღესასწაულის საყვარელი ადამიანებისთვის ორიგინალურად მილოცვა უფრო იშვიათი ხდება. სწორედ ასეთმა მილოცვამ, შეიძლება აამაღლოს თქვენი ახლობლების საახალწლო განწყობა.
დაგვჭირდება:
* საახალწლო განწყობა * დაუვიწყარი დღესასწაული მოწყობის სურვილი
1.მოამზადეთ "მისალოცი სიტყვა", რომელსაც წარმოსთქვამთ საახალწლო სუფრასთან თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაში ახალი წლის ღამეს. თქვენი გამოსვლა გააფორმეთ სუფრის წევრების საელთან, ხასიათთან, სტატუსთან დაკავშირებული ლექსებით, სიმღერებით, ფრაზებით. გაოსვლას თან დაურთეთ მცირე სიმბოლური სუვენირებით, რომლებიც უკავშირება ახალ წელს ან მოცემული წლისათვის განკუთვნილ მითიურ ცხოველს.
იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა იმას კარგი ქალი. გამოაცხადა: ვინც სამ ტყუილს ეტყვის, იმას უნდა მისთხოვდეს. რამდენი თავმომწონე ბიჭი მიდიოდა, თითო ტყუილს ეტყოდნენ, - მეორე ტყუილს ვეღარ ახერხებდნენ და ჭრიდა თავს. რამდენიმე ათას კაცს მოსჭრა თავი. ერთმა მეძროხემ გაიგო ეს ამბავი, წამოვიდა სახლში, უთხრა დედას: - უნდა წავიდე, დედი, უთხრა სამი ტყუილი - ხელმწიფის ქალი ვიშოვოო.
დედამ დაუშალა: - შენზე კაი ბიჭებს სჭრიან თავსო.
წავიდა მაინც. მოახსენა ერთი ტყუილი:
- მე ძროხიდან მოვედი. დედას შეედგა საჭმელი და მარილი აკლდა. გავიქეცი მარილეთში, აღზევანს, მოვიტანე მარილი და ვჭამეთო.
- მოდი ხვალეო, უთხრა ხელმწიფის ქალმა.
მეორედ მოახსენა ტყუილი: - ზღვის პირას ბინა მქონდა. დავთესე გოგრა და წყლის გაღმა გავიდა. გავედი იმის სვავზე, გამოვიტანე, მოვხარშე და გეახელი ახლაო.
ახლა უთხრა გაბრაზებულმა, რო: - მოდი ხვალე, მოგაჭრი თავსაო.
ახლა რა მოიფიქრა ამ ბიჭმა? მოგლიჯა დიდი, სამსაპალნიანი ქვევრი და მთელი ღამე მუშაობს ეს ბიჭი, დილაადრიანად მიაგორა ქვევრი ხელმწიფის კარებთან
... კითხვის გაგრძელება »
ახალი წელი მოდის, ზოგი დიასახლისი უკვე აგროვებს მენიუს. მე ვიფიქრე, რომ ასეთი გაფორმების სალათა ნებისმიერ სტუმარს მიიწვევს. ამავე დროს ის ძალიან გემრიელია.
ეს რჩევა იმედია ელისაბედს დაეხმარება იმისთვის, რომ შეარჩიოს კარგი ნოუთბუქი და არა მარტო ელოს არამედ სხვებსაც. :)
დღეს პერსონალური კომპიუტერის არჩევასთან შედარებით ნოუთბუქის არჩევა გაცილებით რთულია. მოდელების უდიდესმა ასორტიმენტმა, შემადგენლობითი და მოცულობითი შესაძლებლობების ნაირსახეობამ შეიძლება გამოცდილი მომხმარებელიც კი შეიყვანოს შეცდომაში. ამიტომაც სანამ შეუდგებით თქვენს არცთუ ისე მარტივ არჩევანს, გირჩევთ ჩემოყალიბდეთ, კონკრეტულად რისთვის და რა სახის დავალებების განსახორციელებლად გჭირდებათ ის.
საოჯახო ვარიანტი
თანამედროვე ნოუთბუქების შემადგენლობა იძლევა საშუალებას პერსონალური კომპიუტერები ნოუთბუქით ჩავანაცვლოთ. პლიუსები უდაოა: საჭიროების შემთხვევაში გაცილებით მოსახერხებელია ნოუთბუქის ოთახიდან ოთახში გატანა, იკავებს ნაკლებ ადგილს და თუკი აგარაკზე მიდიხართ, მაშინ ის იკავებს ძალიან მცირე ადგილს თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე. გსურთ გამოიყენოთ ნოუთბუქი სახლში? ამოირჩიეთ ნოუთბუქი დიდი დიაგ
... კითხვის გაგრძელება »
იმისთვის, რომ სწორად შევარჩიოთ პრინტერი, საჭიროა გავცეთ პასუხი შეკითხვას: ჭავლური პრინტერი გვჭირდება, თუ ლაზერული. ორივე მათგანი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. საოფისე საქმიანობისთვის რეკომენდებულია ლაზერული პრინტერი, რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით დოკუმენტების სწრაფად ბეჭდვა, ხოლო სახლისთვის, სადაც თქვენ დაბეჭდავთ როგორც დოკუმენტებს, ასევე ფოტოებს, გამოგადგებათ ჭავლური პრინტერი ან სპეციალური ფერადი ფოტო პრინტერი სერიით - Photosmart.
თუ თქვენ გინდათ პრინტერი სახლისთვის, უკეთესია თქვენი არჩევანი შეაჩეროთ ნაკლებად ძვირ, ფერად, ჭავლურ პრინტერზე. ასეთი პრინტერი იდეალურია მაშინ, როცა თქვენ არ ბეჭდავთ დიდი რაოდენობით დოკუმენტებს. ჭავლური პრინტერით შესაძლებელია ფოტოების, სავიზიტო ბარათების ან სიგელების ბეჭდვაც. ასევე გაამახვილეთ ყურადღება კარტრიჯზე. იცოდეთ რომ ერთი და იგივე კარტრიჯით უფრო მეტი ტექსტური დოკუმენტი დაიბეჭდება, ვიდრე ფერადი ფოტოები და სიგელ
... კითხვის გაგრძელება »