ოთხშაბათი, 2025-01-29, 9:50 PM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 30

გაზქურა სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია, მის ხარისხსა და კომფორტულობას დიასახლისებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

კარგი ქურა შესანიშნავად უნდა ამზადებდეს კერძებს, იყოს უსაფრთხო, პრაქტიკული და ამავდროულად ამშვენებდეს სამზარეულოს ინტერიერს. ამიტომ მის შერჩევას ფუნდამენტალური მიდგომა ჭირდება.

ქურები ძირითადად არის სამი ტიპის: გაზის, ელექტრო და კომბინირებული. აგრეთვე ჩასაშენებელი ქურები.

პირველი საკითხი, რაც შერჩევის დროს უნდა გადაწყვიტოთ, არის ის, თუ რომელი ქურა შეიძინოთ - გაზის თუ ელექტრო. რა თქმა უნდა უნდა ორივე მათგანს როგორც ღირსება, ასევე ნაკლოვანება გააჩნია.



გაზქურები


თუ ბინაში არის გაზი, უმჯობესია გაზქურის შეძენა. რადგან ის მუშაობს ბუნებრივ აირზე, რომელიც გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე ელექტროობა. გარდა ამისა, გაზქურის ჩართვის შემდეგ კომფორები მაშინვე ცხელდება, რის გამოც მასზე პროდუქტის მომზადება გაცილებით სწრაფად და მოხერხებულად ხდება. კომფორები ასევე მალე ცივდება კიდეც, რაც საშუალებას იძ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1214 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბავშვებო მომილოცეთ ახალი გაზქურა ვიყიდე! :) :)

ნანახია: 656 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

დაგვეხმარეთ რა რომელი ლოგო ჯობია ჩვენი საიტისთვის? თქვენი მოსაზრება გამოთხვით სიახლის კომენტარებში. თაკო იაქტიურე. :)

 AND 

რომელი?

ნანახია: 629 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (1)

ფრჩხილზე შავ-თეთრი გრაფიკა ახალ სეზონზე ერთ-ერთ ტრენდად არის მიჩნეული. თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში გაიკეთოთ სხვადასხვა დიზაინის შავ-თეთრი მანიკიური, თანაც ძალიან მარტივად.

"მთვარის მანიკიური" შავ-თეთრ გამაში


ეს დიზაინი ზედიზედ მესამე წელია, პოპულარობას არ კარგავს. ე.წ. მთვარის მანიკიური სათანადოდ შეაფასეს ცნობილმა ქალბატონებმაც. მომღერალ რიანას ძალიან უყვარს ექსპერიმენტების კეთება გარეგნობასთან დაკავშირებით, მაგალითად, "მთვარის მანიკიურით" დამშვენებული ოთხკუთხედი ფორმის ფრჩხილები.

მას არ ჩამორჩება პერის ჰილტონიც. მას მოკლე ფრჩხილზე აქვს გაკეთებული იგივე, "მთვარის" დიზაინის მანიკიური.

ასეთი მანიკიურის სახლის პირობებში გაკეთება რთული არ არის. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ფერის ლაქი – შავი და თეთრი; ასევე, დასაფიქსირებელი საფარი და ფრანგული მანიკიურის ტრაფარეტები.

როგორ გავიკეთოთ მანიკიური:

1. წაისვით ფრჩხილებზე საბაზო მანიკიური ან გამჭვირვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოდა | ნანახია: 831 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც - კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, რძის მჟავას, აცეტონს, პლასტმასას, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა. კარტოფილს დღეს მეორე პურს უწოდებენ, თუმცა ოდესღაც ის "ეშმაკის ვაშლად” იყო მონათლული. სამხრეთ ამერიკიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში პეტრე I-ის მიერ შემოტანილი ეს კულტურა რუსეთში, ცოტა არ იყოს, ძნელად მიიღეს, თუმცა დღეს მის გარეშე არათუ რუსებს, ქართველებსაც ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება.


შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. ინდიელები მას ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ, თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. დღეს ყველამ იცის, რომ კარტოფილში შემავალ ცილას (2%-მდე) ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 703 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბევრს აკვარიუმი ოთახის უბრალო სამკაული ჰგონია. მათ არასოდეს უფიქრიათ, რომ პატრონი დღენიადაგ ზრუნავს აკვარიუმის ბინადრებზე და მათი ჯანმრთელობა ოჯახის წევრებისაზე არანაკლებ აღელვებს. აკვარიუმის თევზის ჯანმრთელობას კი მართლაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს. თევზის ავადმყოფობა საკმაოდ არასასურველი მოვლენაა. ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც შინ აკვარიუმი აქვს, ამ პრობლემას ერთხელ მაინც შეეჯახება. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით - თუ ავადმყოფობის მიზეზს მიაგენით, მისი აღმოფხვრა არ გაგიჭირდებათ.

ავადმყოფი თევზი სხვადასხვანაირად გამოიყურება – ზოგიერთი ფსკერზე წევს, ზოგიერთი ბურთივით იბერება, ზოგიერთს ტანი სისხლჩაქცევებით, სოკოთი, ნადებით აქვს დაფარული... ყველა სიმპტომის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. როგორც არ უნდა იყოს, თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, თევზის სიკვდილი გარდაუვალია. მაინც რა შეიძლება იქცეს აკვარიუმის თევზების ავადმყოფობის მიზეზად? მიზეზი მრავალია, ჩვენ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებზე შევჩერდებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მეტად ახალბედებს დააინტერე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 692 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

1. მაცივრის მოცულობა და გაბარიტები:

მაცივრის არჩევისას დაფიქრდით მის განლაგებაზე, თუ როგორ კომფორტულად მივუდგეთ მას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მაცივრის ტევადობა. ერთი ადამიანისთვის ან წყვილისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ერთკამერიანი კომპაქტური მოდელი. მრავალსულიანი ოჯახისთვის ოპტიმალური არჩევანია ორკამერიანი მაცივარი. დიდი სამზარეულოს მფლობელებისთვის კი მიზანშეწონილია "Side-by Side" მოდელი, დახვეწილი დიზაინით, გვერდით განთავსებული საყინულე კამერით.

პატარა ერთკარიანი მაცივრის სიმაღლე მერყეობს 50-დან 160 სანტიმეტრამდე, იმისდა მიხედვით აქვს, თუ არა საყინულე კამერა. რაც შეეხება სიგანეს და სიღრმეს, დაახლოებით 60 სანტიმეტრია.

საშუალო ზომის სამზარეულოში ხშირად გვხვდება საშუალო ორკამერიანი "ევროპული" ტიპის მაცივრები: 60 სმ სტანდარტული სიგანით, ისინი აღწევენ 1,7-2 მეტრს სიმაღლეში, ზოგჯერ მეტსაც. მათი კომპაქტურობის მიუხედავად ისინი სთავაზობენ მოცულობას 300-350 ლიტრამდე. თუ სამზარეულოს ფართი იძლევა საშუალებას, შეიძლება დაიდგ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1001 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

მგონი ბევრმა არ იცის საცივის გაკეთება, ამიტომაც ამ რეცეპტსი ისწავლით მის გაკეთებას იმიტომ, რომ საახალწლოდ უგემრიელესი საცივი გქონდეთ. :) :)

მასალა:

1.5 ჩ.ჭ. ნიგოზი

2 კბილი ნიორი

1 დიდი თავი ხახვი 1ლ.

ანადუღარი წყალი

1 დაფნის ფოთოლი

1 ს.კ. ხარჩოს სუნელი (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი)

წიწაკა, პილპილი, მარილი და მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით 

მომზადება:

ნიგოზი, ნიორი და ხარჩოს სუნელი დაფქვით ან დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ბლენდერში ათქვიფეთ. ხახვი წმინდად დაკეპეთ, მოშუშეთ ნიგვზის ზეთში და ასევე ბლენდერში ათქვიფეთ. შეურიეთ წიწაკა, პილპილი, მარილი, მიხაკ-დარიჩინი, ერთი ლიტრი ანადუღარი თბილი წყალი და შედგით დაბალ ცეცხლზე. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ურიეთ ხის კოვზით. როცა წამოდუღდება, 3-5 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გადმოდგით. ცხლადვე დაასხით მოხარშულ თევზს/მოშუშულ სოკოს/მოხარშულ ხორცს, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით. 

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 965 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

იყო ერთი გლეხი და ჰყავდა პატარა ვაჟი. ერთხელ, როცა გლეხი ყანაში მიდიოდა, პატარა ბიჭიც გაედევნა. ბევრი უშალა მამამ, ნუ მოდიხარო, მაგრამ ბიჭმა არ დაიშალა და წაჰყვა. გზაზე ბავშვს მოსწყურდა და წყაროსაკენ შეუხვია. წყალი რომ დალია, მაღლა აიხედა და წითელი ვაშლებით დახუნძლული ვაშლის ხე დაინახა. ვეღარ მოითმინა, კბილები აუკაწკაწდა და ხეზე აფორთხდა. დაკრიფა ვაშლები და დაიწყო ჭამა.

სად იყო და სად არა, ვაშლის ხის ძირას გაჩნდა მოკუზული, კუდიანი დედაბერი.

- შვილო, ერთი ტოტი ჩამოზნიქე ფეხით, ორიოდე ვაშლს მოვწყვეტო, - წესძახა დედაბერმა.

ბავშვმა დაზნიქა ვაშლის ტოტი; დედაბერმა მოზიდა თავისკენ, წაავლო ბავშვს ფეხში ხელი, ჩამოიყვანა ძირს, ჩასვა გუდაში, თავი მოუკრა და კუნკულ-კუნკულით შინისაკენ გაარბენინა.

გზაში დედაბერმა მოიხსნა გუდა, გზისპირას დადო და თვითონ გზას გადაუხვია. მის დაბრუნებამდის ბიჭი ამოძვრა გუდიდან, შიგ ქვა და რიყე ჩაყარა, მოუკრა თავი და თვითონ ისევ ვაშლის ხეზე ავიდა.

დაბრუნდა დედაბერი, ისევ წამოიკიდა გუდა, შინ მიიტანა და რძალს დაუძახა:

- რძალო, რძა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 935 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

გვიახლოვდება ახალი წელი და ყველას დაგვეუფლა საახალწლო განწყობა. ირთვება ქუჩები, ისმის საახალწლო სიმღერები, ვგეგმავთ სად და როგორ შევხვდებით და ავღნიშნავთ ახალი წლის დადგომას და ასევე გველის სასიამოვნო რიტუალი- ნაძვის ხის მორთვა. მათ ვინც აქცევს მრავალ დეტალს ყურადღებას და სურთ ამ წელსაც შესაბამისად სიახლით შეხვდნენ საინტერესო იქნება, როგორ მორთონ ეს ლამაზი ხე, რომელიც ძალიან ალამაზებს ამ დღესასწაულს და არის სიმბოლო სიახლის და იმედის კარგი წელის დადგომის. 2014 წელს ცხენის წელი გვიახლოვდება და შესაბამისად ყველა ცდილობს ლამაზად დახვდეს მას.

პირველად ნაძვის ხე 400 წლის წინ მორთეს და მას ამშვენებდა მხოლოდ სუფთა ვაშლი. ხოლო მინის პატარა ფერადი ბურთები, რომლებიც გავდა ვაშლს და სათამაშოები გაუკეთეს ნაძვის ხეს 1848 წელს გერმანიაში. ეხლაც შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ხე ასეთი სტილით, ოღონ ნუ გამოიყენებთ ნამდვილ მანდარინსა და ვაშლს. დაკიდეთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოები. ეცადეთ, რომ მორთულობა შეესაბამებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1671 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქცევთ ყურადღებას აღმოსავლურ კალენდარს. ნებისმიერ შემთხვევაში მის მიერ შემოთავაზებული თემატიკა ყოველ წელს გაძლევთ საახალწლო სამზადისში სიახლის შეტანის საშუალებას. გარდა ამისა, ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები, ამიტომ მათ სიამოვნებით აკავშირებენ საოჯახო დღესასწაულთან. 2014 ცხენის წელი მოდის. ამჯერად ცხენს ორი ძირითადი ფერი აქვს - ლურჯი და მწვანე, ამრიგად ფერების მხრივ ვარირების ფართო არჩევანი გაქვთ (ღია ცისფრიდან დაწყებული ბოთლისფერი მწვანით დამთავრებული).


როგორც ამბობენ, ცხენის წელს აქტიურად, ხალისით, ენთუზიაზმითა და ხმაურით უნდა შევხვდეთ, წლის განმავლობაში კი ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ. ცხენის წელი ბავშვებისთვისაც განსაკუთრებულია - ამ წელს შემოქმედი ბავშვები წარმოუდგენლად აქტიურობენ, ამიტომ ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელი, რათა მათ ბრწყინვალე გონებაში შობილი იდეები პრაქტიკულად განხორციელდეს.


თუმცა პატარების ფანტაზია ნებისმიერ დროს შეუზღუდავია, ამიტომ საახალწლო სუფრის გაწყობისას მათი რჩევებიც გ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 673 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

საქართველოს სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება, ამრიგად კიდევ გაქვთ დრო შვილები სასკოლოდ მოამზადოთ, განსაკუთრებული მომზადება კი პირველკლასელებს სჭირდებათ, რომლებიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო, 12 წლიანი ციკლის სტარტზე დგანან. ამჯერად ყურადღებას ზურგჩანთის არჩევაზე გავამახვილებთ, ვეცდებით, მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რათა თქვენი პატარასთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი ერთგვარი ტვირთი არ აღმოჩნდეს.

პირველი რჩევა ერთმნიშვნელოვანია - სკოლის ჩანთას აუცილებლად ზურგჩანთის ფორმა უნდა ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხერხემლის გამრუდება, ტკივილები და სხვა დისკომფორტი. ზურგჩანთის სამხრეები მის სიმძიმეს აბალანსებს, გარდა ამისა, ბავშვს ორივე ხელი თავისუფალი აქვს - თუ სკოლის დერეფანში ან ქუჩაში წაიქცევა, გაცილებით კარგად შეძლებს თავის დაცვას და სხვა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვობის ყველაზე უდარდელი პერიოდი სწორედ სკოლის პირველ დღეს მთავრდება, ბავშვი უეცრად \"დიდი\" ხდება და გარკვეული პასუხისმგე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 822 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ახლა უკვე 63 სიახლე დევს ჩვენს საიტზე! :)))
ნანახია: 671 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

2014 წლის დადგომამდე ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა. ამიტომ ქალებს გარდა იმისა, თუ როგორი მენიუ შეურჩიონ საახალწლო სუფრას, უმთავრესთაგან უმთავრეს საკითხად მაინც შესაფერისი ჩაცმულობის შერჩევა რჩებათ.

ასტროლოგიას გააჩნია კონკრეტული მიმართულება, რომელსაც ევროპელი ასტროლოგები Fashion Astrology-ს ეძახიან. ეს არის დარგი, რომელიც მოდური ტენდენციებისა და ასტროლოგიის კავშირს იკვლევს. აქდან გამომდინარე, საახალწლოდ სპეციალურად იქნა შერჩეული განსაკუთრებული "აუტფიტები" ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალების გულის გასახარად...

ვერძი
ვერძის ზოდიაქოს მარსი მფარველობს. ამიტომ ასტროლოგები ვერძ ქალს ახალი წლის ღამეს ე.წ. "ამორძალის სტილში" შემოსვას ურჩევენ. სასურველია, ჩაცმულობაში ბევრი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ტონები ფიგურირებდეს. ხელები, თმა და ყელი მაქსიმალურად დაიტვირთეთ ლამაზი, თუმცა არაჭრელი სამკაულით.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოდა | ნანახია: 952 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ დამდეგი 2014 წელი, რეალური "დიასახლისის" სტატუსს მიმდინარე შავი გველის წელიწადს, მხოლოდ იანვრის ბოლოს ჩამოართმევს, საახალწლო გარდერობის უმთავრეს ტენდენციად კვლავ რჩება გასული სეზონის აქტუალური ტრენდი – მძივებითა და ბრჭყვიალა ბისერებით გაწყობილი სამოსი. ამიტომ ახალი წლის ღამეს, ნებისმიერი მოდური ქალის "აუტფიტში" სასურველია, რომ ამგვარი "კაშკაშა" დეტალები ფიგურირებდეს.

ცხენი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ინტელექტის, პიროვნული სიძლიერის, სასიცოცხლო პოტენციალისა და ნებისყოფის სიმბოლოა, ამიტომ ასტროლოგების აზრით, ახალი წლის დღეებში სასურველია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნატურალური მასალისგან დამზადებული სამოსი და აქსესუარები. ამასთან ერთად, კი უპირატესობა მივანიჭოთ ბუნებრივ ტონალობას. რეკომენდირებულია, აბრეშუმის, ატლასის, ან შიფონის ტანსაცმელი. ფერებიდან ჭაობისფერი, მოყვითალო-ხორბლისფერი, ღია რძისფერი, ყავისფერი ან მოცისფრო-მონაცრისფრ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მოდა | ნანახია: 853 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ძაღლები, კატები და მათი `საჩუქრები~ ჩვენი ოთხფეხა და ფრთოსანი მეგობრები სითბოსა და სიხარულთან ერთად ზოგჯერ დაავადების გამომწვევებსაც გვჩუქნიან. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? ამაზე ექიმი ინფექციონისტი მანანა კეთილაძე გვესაუბრება.





- ქალბატონო მანანა, ცოფზე საკმაოდ ბევრი დაწერილა. მოდი, ამჯერად ნაკლებად ცნობილ დაავადებებზე ვისაუბროთ. გარდა ცოფისა, რა შეიძლება გადაედოს ადამიანს ძაღლისა და კატისგან?
- ძაღლი ლეპტოსპიროზის - ინფექციური სიყვითლის წყაროა. ლეპტოსპიროზის გადაცემის ძირითადი გზა ფეკალურ-ორალურია, ხოლო გადაცემის საშუალება - ინფიცირებული ცხოველის გამონაყოფით: ფეკალიებით, შარდით, ნერწყვით - დაბინძურებული წყალი. დასნებოვნებულ ადამიანს უვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია. არ არის გამორიცხული ღვიძლის, თირკმელების, ნერვული სისტემის, კუნთების დაზიანება. კატისგან შესაძლოა ტოქსოპლაზმოზი გადმოგვედოს. ტოქსოპლაზმოზი სასოფლო-სამეურნეო თუ ველურ ცხოველებსა და ფრინველებს შორის საკმაოდ გავრცელებული ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 855 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბოლო ხანს საქართველოში გაიზარდა ინტერესი ჩიტების, თევზების, ზღვის გოჭების, ზაზუნებისა და ჯუჯა კურდღლების მიმართ. მათ თავისებური მოვლა სჭირდებათ. ამის შესახებ "ზოოპლაზას" ექიმი ვეტერინარი ზურაბ ხოტულაშვილი გვესაუბრება.


- ბატონო ზურაბ, რას ურჩევდით მათ, ვისაც თუთიყუშის შეძენა სურს?
- ჯერ უნდა გადაწყვიტონ, რა ჯიშისა სურთ. ზოგიერთი ბეღურასავით პატარაა და მცირე ფართობიც ჰყოფნის, ზოგიერთის სიგრძე კი მეტრ-ნახევარსაც აღწევს. ასეთ თუთიყუშებს ერთოთახიანი ბინისოდენა ვოლიერი სჭირდებათ. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, საჭიროა სპეციფიკური რაციონის უზრუნველყოფა, სისუფთავის დაცვა, ვიტამინები. ყველა ზოომაღაზიაში ჰყავთ ვეტექიმი და ამ საკითხების თაობაზე კონსულტაცია აუცილებლად მათთან უნდა გავიაროთ. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა სურს ოჯახს: მგალობელი იადონი, თუთიყუში, რომ ლაპარაკი ასწავლონ და ამით გაერთონ თუ წყვილი გასამრავლებლად. თუმცა დაწყება ჯობს პატარა, ე.წ. ტალღოვანი თუთიყუშით.


- ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1171 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

- რა ასაკიდან შეიძლება ძაღლის გარეთ გაყვანა?
- მეორე აცრიდან 1 კვირის შემდეგ, რაც დაახლოებით 2 თვის ასაკს შეესაბამება, თუ აცრებს შორის შუალედები ზუსტად არის დაცული. საზოგადოდ, რა ასაკისაც უნდა იყოს ლეკვი, პირველი აცრის შემდეგ, სასურველია, გარეთ არ გაიყვანოთ, რადგან ამ დროს ძალიან სუსტადაა.


- როგორ შევაჩვიოთ ჰიგიენას, რათა სახლში არ მოისაქმოს?
- სასურველია, შემოვსაზღვროთ ერთი ადგილი. ზაფხულში ეს შეიძლება იყოს აივანი, ზამთარში კი ლეკვი, რა ჯიშისაც უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიყვანოთ აივანზე. ჭამიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ძაღლი იწყებს წრიალს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაქმება სურს. უნდა მიიყვანოთ და დასვათ იმ ადგილას. ასე რამდენიმეჯერ, რათა იქ მოსაქმების ჩვევა გამოუმუშავდეს.


- თქვენ ბრძანეთ, რომ ჯანმრთელი ძაღლი წელიწადში 2-ჯერ სამედიცინო კონტროლს უნდა გადიოდეს. რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?
- ვიზუალური დათვალიერება, გულ-სისხლძარღვთა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1053 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

- ცხოველთა კვების საკითხიც მნიშვნელოვანია. რამდენჯერ უნდა ვაჭამოთ ძაღლს? რაზეა დამოკიდებული საკვების რაოდენობა - წონაზე?
- ლეკვს ხშირად უნდა ვაჭამოთ მცირე ულუფებით. ზრდის პროცესში კვების რაციონი ცხოველის წონის გათვალისწინებით დგება, ზრდასრულ ასაკში კი ძაღლი 2-ჯერ იკვებება და ავტომატურად გადადის ამ რეჟიმზე. თუ ძაღლი მაკედაა, მისი რაციონი თვითნებურად არ უნდა შევარჩიოთ, იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მას დამატებითი სპეციფიკური კვება სჭირდება, ის კი ექიმთან კონსულტაციით უნდა დაიგეგმოს, რათა ძაღლი ჯანმრთელი იყოს, კარგად იმშობიაროს და ჯანსაღი და ხალისიანი ლეკვები დაბადოს. კვების რაციონში შეიძლება დავამატოთ შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეულის უცხიმო და უმარილო წვნიანი.


- ცხოველისთვის სუფრიდან საკვების მიცემა შეიძლება?
- არ არის სასურველი. ჩვენი საკვები მეტად კალორიული და ცხიმიანია, ცხოველს ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავს უზიანებს. არ არის სასურველი კვერცხის, შემწვარ-მოხრაკულის მიცემა. არ შეიძლებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 794 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

ბევრს სურს, სახლში ჰყავდეს სხვადასხვა ჯიშის კატა თუ ძაღლი, თუმცა ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან და სათამაშოსავით არ უნდა მოვეპყროთ. მათ მზრუნველობა, მოვლა, პატრონობა და იმ სიყვარულის უკან დაბრუნება სჭირდებათ, რომელსაც თავად გვჩუქნიან. ცხოველთა მოვლის ნიუანსებზე გვესაუბრება "ზოოპლაზას" ექიმი ვეტერინარი, ვეტერინარიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ნათია ნატროშვილი.


- ქალბატონო ნათია, საქართველოში რომელი ჯიშის ძაღლი უფრო ჰყავთ ოჯახში?


- ადრე დიდ ძაღლებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ახლა, უფრო მეტად - ქალბატონები, ამჯობინებენ ჩიხუახუას, იორკშირულ ტერიერს, ბოოს. ძაღლს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამიტომ მომავალ პატრონებს ვურჩევდი, ცხოველის შეძენამდე კონსულტაცია ექიმ ვეტერინართან გაევლოთ. ყველა ჯიშს აქვს ესა თუ ის თავისებურება, რომლის შესახებაც პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს და მზად იყოს წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად. ჩემი დაკვირვებით, მრავალსართულიანი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 867 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)

თუ ფილტვები ცუდად იშლება
წლების განმავლობაში მტვრიან საწარმოში ვმუშაობდი. მიუხედავად საწარმოს მესვეურთა დაპირებისა, რომ შრომის უსაფრთხოების წესებს დაიცავდნენ, ვენტილაციის პრობლემა მაინც იყო. სამ წელიწადში ფილტვები მძიმედ დამიავადდა. გამიუარესდა სუნთქვა. მცირედი დატვირთვა და ქოშინი ამივარდებოდა ხოლმე, გავწამდი კაცი. მეგობარმა მის მიერ ნაცადი ფიტორეცეპტით მკურნალობა მირჩია. დავუჯერე და მივხვდი, რა სიმდიდრე იმალება სამკურნალო მცენარეთა სამყაროში. ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:

ნ აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული დინდგელი (პროპოლისი). ნარევი კვლავ შემოდგით ცეცხლზე, 70 გრადუსზე, და გააჩერეთ 8-10 წუთი. ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა ურიოთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და ორფა დოლბანდში გაფილტრეთ. გააცივეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათნახევრით ადრე.

მკურნალობა 2 თვე გრძელდება ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 940 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-30 | კომენტარი (0)