მგონი ბევრმა არ იცის საცივის გაკეთება, ამიტომაც ამ რეცეპტსი ისწავლით მის გაკეთებას იმიტომ, რომ საახალწლოდ უგემრიელესი საცივი გქონდეთ. :) :) მასალა: 1.5 ჩ.ჭ. ნიგოზი 2 კბილი ნიორი 1 დიდი თავი ხახვი 1ლ. ანადუღარი წყალი 1 დაფნის ფოთოლი 1 ს.კ. ხარჩოს სუნელი (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი) წიწაკა, პილპილი, მარილი და მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით მომზადება: ნიგოზი, ნიორი და ხარჩოს სუნელი დაფქვით ან დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ბლენდერში ათქვიფეთ. ხახვი წმინდად დაკეპეთ, მოშუშეთ ნიგვზის ზეთში და ასევე ბლენდერში ათქვიფეთ. შეურიეთ წიწაკა, პილპილი, მარილი, მიხაკ-დარიჩინი, ერთი ლიტრი ანადუღარი თბილი წყალი და შედგით დაბალ ცეცხლზე. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ურიეთ ხის კოვზით. როცა წამოდუღდება, 3-5 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გადმოდგით. ცხლადვე დაასხით მოხარშულ თევზს/მოშუშულ სოკოს/მოხარშულ ხორცს, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.
|