ვნებიანი და მსხვილი ტუჩები ერთ-ერთია, რაც მამაკაცის ყურადღებას იპყრობს და ქალს მიმზიდველს ხდის მისთვის. მაგრამ ყველა როდი დაგვაჯილდოვა ბუნებამ ასეთი ტუჩის ფორმით. გარდა იმისა, რომ დღეს შეგიძლიათ მიმართოთ პლასტიკას და გაიდიდოთ ტუჩები, თავადაც მარტივად შეგიძლიათ ვიზუალურად მოცულობითი გახადოთ თქვენი ტუჩები. ამისათვის კი:
1. შეარჩიეთ ღია ფერის პომადები და ტუჩის მბზინავი საცხები. ისინი ვიზუალურად ადიდებენ ტუჩებს.
2. ხორცისფერი კონტური ტუჩებს მოცულობას მიანიჭებს.
3. ქვედა ტუჩის ცენტრში წაისვით მზინავი საცხი (ე.წ. ბლესკი)
4. კონტური ტუჩის ბუნებრივი ხაზის ოდნავ ზემოთ წაისვით, მაგრამ არ გადააჭარბოთ - კონტური ორგანულად უნდა ჩაჯდეს სახესთან.
5. იმისათვის, რომ კონტური ბუნებრივად ჩაჯდეს სახესთან, წინასწარ პუდრი ან ტონალურის თხელი ფენა გადაისვით ტუჩებზე.
საკვების მიმართ სტერეოტიპული მიდგომა გვჩვევია - ის ან სასარგებლოა, ან მავნებელი, ან ხარისხიანი, ან უხარისხო, ან ახალია, ან ძველი. სანამ საკვებისადმი ჩვენს პრეტენზიებს განვაცხადებდეთ, აუცილებელია გავარკვიოთ, რა არის მასში სასარგებლო და რა - მავნე, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ორგანიზმისთვის. როდესაც მაღაზიაში ან ბაზარში საკვების შესაძენად მივდივართ, მის შესახებ ჩვეული წარმოდგენებით ვხელმძღვანელობთ, თუმცა ეს წარმოდგენები ყოველთვის მართებული როდია.
ეს განსაკუთრებით ეხება ნაწარმს, რომელიც დიეტურად, მსუბუქად, სამკურნალოდაც კი მიიჩნევა. მის შემადგენლობას გულისყურით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ, რას შეიცავს, რა რაოდენობითაა მათში სასარგებლო თუ მავნე ნივთიერებები, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს ორგანიზმზე. განვიხილოთ ზოგიერთი ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტი:
მარგარინი - "მსუბუქი კარაქი” მარგარინს "მცენარეული ცხიმის” პოზიცია უკავია, რომელიც "საშიში
... კითხვის გაგრძელება »
ვიდრე ბოცვერს შეიძენდეთ, კარგად დაფიქრდით, სად მოუწყობთ მას ბინას, ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას მის მოვლაზე, მოახერხებთ თუ არა, სათანადო დრო დაუთმოთ ”აღსაზრდელს”. პატარა ერთი თვისა მაინც უნდა იყოს. მისი შეძენისთანავე უნდა იყიდოთ გალიაც. ეგებ აპირებთ, ძვირფას ცხოველს ბინაში თავისუფლად სეირნობის უფლება მისცეთ, მაგრამ გალია მაინც დაგჭირდებათ. ისე კი, სჯობს, ეს პრობლემა უფრო ადრე მოაგვაროთ. უმჯობესია, გალია თავიდანვე დიდი ზომისა იყოს, რათა რამდენიმე თვეში არ მოგიხდეთ მისი გამოცვლა.
მოზრდილი ბოცვრის გალიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 სანტიმეტრი სიგრძის პლასტმასის სადგამი. ლითონისცხაურიანი ფსკერი დაუშვებელია - ბოცვრის თათების რბილი ბალიშები ასეთ ”იატაკს” ვერ აიტანენ. გალიისთვის ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, რომ ის არც გამათბობელთან იყოს ახლოს და არც ორპირი ქარი მოხვდეს. მის ფსკერზე შეგიძლიათ დაყაროთ ნახერხი ან ჩალა. გალიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური სათავსი თივისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში იატაკზე დაყრილი თივა მალე
... კითხვის გაგრძელება »
გოზინაყი ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. კულინარია დღეს ახალგაზრდა დიასახლისებს გოზინაყის მომზადების რეცეპტს გაანდობს. გილოცავთ მოახლოებულ შობა-ახალ წელს!
მასალა:
1 კგ. ნიგოზი
700 გრ. თაფლი
60 გრ. შაქარი
1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით უმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად.
2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა.
იყო და არ იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ცოლი და ქმარი. ქმარს გუთანი ება და ხნავდა. ცოლმა სადილი წაუღო. ხურჯინი გადაიკიდა მხარზე. შიგ მჭადები ეწყო და ქილით მაწონი ედგა. ცოლი ორსულად იყო. შუა გზაზე რომ მივიდა, მუცლიდან დაუძახა ვაჟმა.
- აი, დედილო, აქა ვარო, - მოესმა დედას დაბლა, მიწიდან. დაიხედა და ცერის ტოლა ვაჟი კი დაინახა. ხელები გაეშვირა და იდგა.
- მომეცი, დედი მე წამოვიღებო! - არ ეშვებოდა ცეროდენა დედას. ხურჯინი დააწვა ზევიდან, კინაღამ დაახრჩო. წავიდნენ დედა და შვილი მამასთან. გუთანი რომ დაინახა, ცეროდენამ დაუჟინა მამას.
- მამილო, შენ ჩამოდი, მე უნდა დავუჯდეო.
- შენ რა ხარ, შე პაწაწკინავ, - უთხრა მამამ, - შენ რა უღელზე დასაჯდომი ხარ, ხომ ჩამოვარდი და გაგჭყლიტეს ხარებმაო.
- არა, უნდა დავუჯდე და უნდა დავუჯდეო, - დაიჟინა ცეროდენამ. ჩამოვიდა მამა. ცეროდენა დაუჯდა, მაგრამ გადმოვარდა და კამეჩის პატივში ჩავარდა.
ხალხში გავრცელებულია გამოთქმა, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამ სადღესასწაულო დღეებისათვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ვემზადებით და მის დადგომას ყოველთვის მომავალ სასიკეთო ცვლილებებს ვუკავშირებთ.
მაინც როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა საჭირო ნაბიჯები გადავდგათ? ფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგები რამდენიმე განსაკუთრებულ რჩევას გვთავაზობენ.
უპირველეს რიგში საჭიროა, რომ საკუთარი ბინა გავაკრიალოთ. ამ დარგის სპეციალისტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ საქმიანობას აუცილებლად 31 დეკემბრის დილას შევუდგეთ. ბინა ძველი ცოცხით უნდა დავგავოთ. შუადღისას ცოცხი სახლიდან რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდოთ, მისი შემცვლელი კი შესასვლელ კართან, კუთხეში მოვათავსოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ოჯახში ფული შემოვიდეს.
საახალწლო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებელი ატრიბუტი თხილი და თაფლია, რომლებსაც ოჯახისათვის ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. ასევე მისასალმებელია, თუ სუფრაზე დააწყობთ ფორთოხალს. ფორთოხალი ჩ
... კითხვის გაგრძელება »
ახალი წელი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული იმედით ველოდებით, უამრავი ნატვრის ასრულებას ვავალებთ და ლამაზ დახვედრას ვუწყობთ, უკვე მოვიდა. ალბათ გაინტერესებთ, როგორი არის და იყო ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვცადეთ, შეგვეგროვებინა მასალა ამის თაობაზე, რომელიც ვფიქრობთ, არც თქვენთვის აღმოჩნდება ინტერესმოკლებული.
ძველ ეგვიპტეში ახალი წელი სექტემბრის ბოლოს აღინიშნებოდა. მდ. ნილოსის ადიდება ეგვიპტელებისთვის დღესასწაული იყო, რადგან უდაბნოში იცოდნენ წყლის ფასი და მოსავალიც მასზე იყო დამოკიდებული. ახალი წლის ზეიმი ნილოსის პირად იწყებოდა. მასში ნავით შეაცურებდნენ ღმერთი ამონისა და მისი ცოლ-შვილის ქანდაკებებს. ძველი ეგვიპტე ერთი თვის მანძილზე დღესასწაულობდა ახალ წელს. ნადიმი და ზარ-ზეიმი ტაძარში კერპების დაბრუნებით სრულდებოდა.
ძველ რომში ახალ წელს ”კალენზ” ერქვა და თავდაპირველად 1 მარტს აღინიშნებოდა; მაგრამ იულიუს კეისრის ბრძანებით (ძვ. წ. 46 წელს) დროის ათვლა ახალი კალენდრით დაიწყეს და ახალმა წ
... კითხვის გაგრძელება »