შაბათი, 2025-01-18, 4:51 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28
 დღეს უნდა შემოგთავაზოთ სენგვიჩის რეცეპტი. მიუხედავათ იმისა, რომ ძალიან ბევრს ვამზადებ და ვირჩევ სახლში მომზადებულ კერძს, ჩემებს მაინც უყვართ სენგვიჩი. ცხელიც, ცივიც, თევზით თუ ქათმით. მზადდება იგი ძალიან მალე.

სენგვიჩი შეგვიძლია წავიღოთ პიკნიკზე, მივირთვათ საუზმის სახით ან უბრალოდ მაშინ, როდესაც მოგვშივდება. სხვათაშორის, მას ძალიან უხდება წვენი, ჩაი, ყავა, ლუდი, არჩევანი თქვენზეა!

მასალა:
პური (ბატონი) 1 ც.
ქათმის ფილე 100 გ
ნიორი 1 კბილი
მაიონეზი ან არაჟანი
სალათას ფოთლები 2-4 ც
პომიდორი 1 ც.
ყველი 30 გ

მომზადების წესი:

გავჭრათ ბატონი.

 ნიორი წავუსვათ პურს.  

 წავუსვათ მაიონეზი.  

შემდეგი ფენით ვდებთ სალათას ფოთლებს.

თხლად დაჭრილი პომიდორი დავაწყოთ სალათაზე.               &nbs ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 897 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე, ჰყავდა სამი ცხვარი. ერთხელ ცხვრები ტყეში აკრიფა, თვითონ თავი გაანება, დაჯდა და კომბლებს დაუწყო კეთება.

კაცებმა ჰკითხეს:

� კომბლე, რა სულ კომბლებს აკეთებო?

კომბლემ უპასუხა:

� მე ეს ხელობა ვიცი და ამან უნდა მაცხოვროსო.

გააკეთა კომბლები და ადგა, გაიდო ერთი დიდი კომბალი მხარზე და წავიდა ცხვრების საძაბნელად. მიადგა ერთი მგლის სოროს და დაუძახა.

� შენ შეჭამე ჩემი ცხვრებიო?

� არაო, - უპასუხა მგელმა.

� აბა პირი დააღე, კბილებში დაგრჩენია ხორციო.

მგელმა უთხრა:

� ოღონდ ნუ მომკლავ და ბედსა გწევო.

� რა ბედსა? - ჰკითხა კომბლემ.

� აგე, აქ მეცხვარეებს ბევრი ცხვარი ჰყავთ, იმ ცხვრებში ერთი ოქროს ბატკანი ურევია, იმ ოქროს ბატკანს მე მოვიტაცებ და სულ ყველანი მე ამედევნებიან, შენ მოუარე და ცხვრები გარეკეო, უთხრა მგელმა.

მგელი წავიდა და მოიტაცა ოქროს ბატკანი. მართლაც სულ ყველა მწყემსი იმას დაედევნა. მოუარა კომბლემ ცხვრებს და გარეკა.

კომბლეს გზაზე კაცები შემოხვდნენ და ჰკითხეს: ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 744 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

დღესასწაულები მხოლოდ სიხარული, მხიარულება, მეგობრებთან შეხვედრა, საჩუქრები, უქმეები კი არა... სადღესასწაულო სუფრაცაა, რომელიც, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩვენს უმრავლესობას ბევრ უსიამოვნებას გადაჰყრის ხოლმე. სიმძიმის გრძნობა, მუცლის შებერილობა, კუჭის წვა, ზედმეტი წონა, ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება, გამონაყარი - ეს ყველაფერი ქეიფის აუცილებელი ატრიბუტი ხდება და ხშირად ლხინის სიხარულიც უკვალოდ ქრება.

დღეს იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავხადოთ სადღესასწაულო სუფრა "ჯანსაღი”, ხოლო კერძები - უფრო მსუბუქი და ნაკლებკალორიული. თან ეს ისე უნდა მოხერხდეს, რომ ცვლილებები სტუმრებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს:

1. კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ უჯრედისის შემცველი ბევრი პროდუქტი: ასეთი საკვები ძალიან სწრაფად ბადებს დანაყრების შეგრნებას მცირე ულუფების შემთხვევაშიც.

ა) მაგიდაზე მთლიანმარცვლებიანი ან ქატოს პური დადეთ.
ბ) გამოიყენეთ მეტი მწვანილი, ბოსტნეული და ხილი.
გ) შეარჩიეთ ისეთი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 801 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

„მასწავლებელი პირველია, ვინც აღმოაჩენს, რომ მის მოსწავლეს დისლექსია აქვს." - ყურადღებიანი და გათვითცნობიერებული დედისათვის პირველი მასწავლებელი არ უნდა იყოს ის, ვინც მისი შვილის ამ ნაკლს აღმოაჩენს! ეს პრობლემები ხომ მის შვილს დამატებით სტრესს უქმნის პირველ კლასში... წერითი მეტყველების ცნებაში შედის წერაც და კითხვაც, წერა და კითხვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც თავისი განვთარებით, ასევე მუდმივი გამოყენებით. დისლექსია - კითხვის პროცესის სპეციფიკური ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება ასოების ამოცნობის გართულებაში.დისგრაფია - წერის პროცესის სპეციფიკური ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება ასოების დამახინჯებაში, გადაადგილებასა და გამოტოვებაში... კითხვისა და წერის საფუძველს წარმოადგენს რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესი, რომელშიც მონაწილეობს - მხედველობითი, სმენითი,მეტყველების უმაღლესი ქერქული ანალიზატორები და უშუალოდ სამეტყველო აპარატი. კითხვის პროცესი იწყება მხედველობითი აღქმიდან, ბგერის გამოცნობისა და განსხვავებისაგან. შემდეგ ხდებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 978 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

მასალა:

1. ფქვილი 400 გრ. 
2. იმერული ყველი 200 გრ. 
3. სულგუნი 300 გრ. 
4. ზეთი 30 გრ. 
5. საფუარი 1/2 ჩ.კ. 
6. მარგარინი ან კარაქი 40 გრ. 
7. კარაქი (ყველში გასადნობად) 40 გრ. 
8. რძე 100 მლლ. 
9. კვერცხი 2 ცალი 
10. შაქარი 1/2 ჩ.კ. 
11. მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.თბილ რძეში დაადნეთ კარაქი ან მარგარინი, დაამატეთ შაქარი, ჩააყარეთ საფუარი და ცოტაოდენი ფქვილი. მასა გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში.

2.შემდეგ მოზილეთ ცომი. გადაზელვის დროს დაუმატეთ ზეთი. მოზე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 759 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 735 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

მობილური ტელეფონი, კომუნიკატორი თუ სმარტფონი

მობილური ტელეფონის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, კონკრეტულად როგორი ტიპის მოწყობილობა გინდათ. არსებობს მობილურები, რომლებიც ორიენტირებული არიან: ფოტოს გადაღებაზე, ინტერნეტის მოხმარებაზე, მუსიკის მოსმენაზე, დიზაინზე და სხვა ფუნქციებზე. ან მობილურები, რომელებიც ასრულებენ კომპიუტერის ფუნქციებს, ამ ტიპის მოწყობილობებიდან გამოარჩევენ კომუნიკატორებს და სმარტფონებს.

კომუნიკატორებსა და სმარტფონებს შორის, არსებითად, დიდი განსხვავება არაა და ამ ტიპის მოწყობილობების შედარება დიდ აზრთასხვაობას იწვევს. კომუნიკატორების შემთხვევაში მულტიმედიური შესაძლებლობები (ფოტო, ვიდეო, მუსიკა და ა.შ) შედარებით შეზღუდულია. სმარტფონი, შეიძლება ითქვას, რომ არის მობილური ტელეფონი პლიუს პერსონალური კომპიუტერი, ხოლო კომუნიკატორი -პერსონალური კომპიუტერი პლიუს GSM/SPRS მოდული, მობილური კავშირის და ინტერნეტ მოხმარებისთვის.

სმარტფონის მუშაობა ეფუძნება ოპერაციულ სისტემას Wi ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1167 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები;

LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე, ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც გააჩნიათ. მაგრამ თუ გვსურს ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED - ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

რომ გავერკვეთ LED - ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD - მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით).

LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 955 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

1. სივრცე და სიძლიერე;

სახლის კინოთეატრის არჩევისას ორიენტირება მოახდინეთ სისტემის პირდაპირპრპპორციულობაზე იმ ფართთან, სადაც დინამიკები უნდა განათავსოთ. 300ვტ-მდე მოცულობის სისტემა გათვლილია მცირე ოთახებისთვის, 300-400ვტ. საშუალო ოთახებისთვის, ხოლო 500ვტ და მეტი შეავსებს ძალიან დიდ ოთახებსაც კი.

ძირითადი განსხვავება სახლის კინოთეატრსა და DVD-პლეერს შორის ჟღერადობაშია, რომელიც ქმნის დასწრების სრულ ეფექტს და იძლევა სიტუაციის რეალურად აღქმის საშუალებას. ამ ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დამონტაჟების წესების დაცვით. არ დაგავიწყდეთ, წინასწარ შეაფასოთ აუდიტორიის განლაგება, გაითვალისწინეთ, რომ დინამიკები უნდა განთავსდეს თავის დონეზე და უფრო ზემოთ. გადაწყვიტეთ, სად გსურთ დაალაგოთ დინამიკები -კედელზე თუ იატაკზე. თვით ოთახის აკუსტიკური თვისებები თამაშობენ ისეთივე მთავარ როლს, როგორც სწორად განლაგებული დინამიკები. ოპტიმალური აკუსტიკური იზოლაციის მიღწევა შესაძლებელია ინტერიერის ხალიჩებით, მძიმე ფარდები ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 925 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

1. ტიპები

იმისათვის, რომ აღჭურვოთ თქვენი სამზარეულო თანამედროვე გამწოვით, უნდა ჩამოყალიბდეთ მის ტიპში. ეს არჩევანი დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორი მეთოდით აპირებთ ამა თუ იმ მოდელის დამონტაჟებას: კედელზე, ჭერზე, კარადის ქვეშ, ან საერთოდ დამონტაჟდეს ჩასაშენებელი გამწოვი.

კედელზე მონტაჟისთვის იდეალური ვარიანტია ყველაზე გავრცელებული ბუხრის ტიპის გამწოვები. მათი ნაირსახეობა არის კუთხოვანი და მომრგვალებული ფორმის მოდელები.

კედლის მოდელებიდან განსხვავებით, კუნძულოვანი მოდელები მაგრდება ჭერზე და ყველაზე ხშირად გამოიყენება დიდი მოცულობის სამზარეულოში. ბრტყელი ტიპის გამწოვები შეიძლება მარტივად დაამონტაჟოთ ნებისმიერ სამზარეულოს კარადის ქვეშ, გაზქურის თავზე, ან უშუალოდ კედელზე. ასევე პოპულარულია კომპაქტური ჩასაშენებელი მოდელები, რომელთა ჰაერგამწოვი სისტემა იმალება კარადაში. ხილული რჩება მხოლოდ გამწოვის ქვედა ნაწილი, გამოსაწევი, ან სტაციონალური ქვედა პანელი, რომელიც ზრდის ჰაერის გაწოვის ზედაპირს და აიოლებს მის მართვას. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1170 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

2014 წელი წელი ცხენის წელია. სუფრის გასალამაზებლად, შეგიძლიათ სალათა ცხენის ფორმით წარმოადგინოთ.

დრო-30 წთ;
ულუფა-4;
სირთულე-საშუალო;

ინგრედიენტები:
1. ქათმის ფილე, მოხარშული 250 გრ;


2. კიტრი 2 ცალი;


3.მაიონეზი 200 გრ;


4.სოკო 200-300 გრ;


5.ხახვი 1 ცალი;


6.მოხარშული კვერცხი 4 ცალი;


7.მარილი და პილპილი გემოვნებით;


მომზადება:

მოხარშული ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ. სოკო და ხახვი ერთად მოვშუშოთ.
კიტრი წვრილად დავჭრათ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ და ცალ-ცალკე გავხეხოთ.

კიტრი და ქათმის ხორცი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ მაიონეზის ნაწილი. დავამატოთ მარილი და პი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 779 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

გვიახლოვდება ახალი 2014 წელი. ალბათ ჯერ ცოტას თუ დაუწყია საახალწლო მზადება. თუ გსურთ საახალწლო განწყობა გაიმძაფროთ, მაშინ გირჩევთ მიჰყვეთ ამ მითითებებს.

უპირველესად ნაძვის ხეს შევეხოთ, რომლის გარეშეც ახალი წელი არ არსებობს. სასიამოვნო პროცესია ნაძვის ხის ოჯახთან ერთად მორთვა. მაგიდის საახალწლო გადასაფარებელიც ეფექტურია, განსაკუთრებით სუფრაზე, ფერად სანთლებთან ერთად. ფანჯრების მორთვა კი ქუჩაში მოსიარულეებსაც გადასდებს სახლში შექმნილ განწყობას.
ლამაზად მორთულ სახლში უკვე მხიარულებაც შემოდის, თუმცა დროა მოვიმარაგოთ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ხილი და ციტრუსები. ჩემს ოჯახში კივი ერთ-ერთი მთავარი საახალწლო ციტრუსია, მისი სუნი ჩემში უკვე საახალწლო განწყობას იწვევს.

* ბევრ ოჯახში ტრადიციაა, რომ საჩუქრები მხოლოდ თოვლის ბაბუას მოქვს, თუმცა რა არის ცუდი იმაში რომ ახლობლებს ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქრები?! მაღაზიები უკვე მოირთო საახალწლოდ თუმცა საჩუქრების მყიდველები ნაკლებად არიან. ნუ გადადებთ ამ პროცეს ბოლოსთვის.

* კომპიუტერი, რომელსაც ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 766 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

ჯადოსნურ დღესასწაულს ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველაგან მსოფლიოში, მაგრამ განსხვავებულად. ყოველ ქვეყანაში არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული, საკუთარი ტრადიციები და ადათ–წესები. მაგალითად, თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ.

გამოიცანით, რომელ ქვეყანაში არიგებენ საახალწლო საჩუქრებს საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი თოვლის ბაბუა და ფიფქია? ეს ხდება ავსტრალიაში :) რადგან 1 იანვარი აქ ემთხვევა წლის ყველაზე ცხელ დროს.

სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი რამ – ეს არის ლამაზი და მხირული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მომავლის იმედებს, სურვილებსა და ოცნებებს. ვინ როგორ ჩაუთქვამს სურვილს, ვინ როგორ აცილებს ძველ წელს და ეგებება მომავალს სწორედ ამას შეიტყობთ ჩვენი მონათხრობიდან.

ბულგარეთი
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1563 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

ახალ წელს, რომელიც ჩვენთან გაშლილი სუფრის ირგვლივ შემომსხდარი ახლობლების წრეში აღინიშნება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხვდებიან. არგენტინაში ძველი ტრადიციის თანახმად, დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან.

ასე რომ, ბუენოს–აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით "იმოსება”. ერთ–ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლა. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა, მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.

ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სანტა კლაუსის ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის "პაპას" მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1301 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.

საახალწლო ტრადიციები

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1017 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

 

ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა. ამ საუკუნის ბავშვებს და თინეიჯერებს ვერ წარმოუდგენიათ სამყარო მობილური ტელეფონების, ინტერნეტის, ჩატების და ვიდეო თამაშების გარეშე. ახალგაზრდები კვირაში საშუალოდ 53 საათს ატარებენ მედიასა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში, ეს თაობა უფრო მეტ დროს ატარებს ეკრანებთან, ვიდრე სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, სკოლის, ოჯახის, სპორტის და ძილის ჩათვლით. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმ გავლენებზე რასაც ახალი ტექნოლოგიები ახდენენ თანამედროვე ახალგაზრდობაზე და განსაკუთრებით ბავშვებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფროსი თაობისგან უფრო ხშირად ნეგატიური განწყობა ფიქსირდება და ამ ნეგატიური განწყობის ყველაზე დიდი წილი მაინც ვიდეო თამაშებზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩანს ზედაპირულად, ბავშვებში მომატებული აგრესიის მიზეზად ძირითადად ვიდეო თამაშები და მედია სახელდება. თუმცა ოფიციალური კვლევები მაინცდამაინც არ იზიარებენ ამ შეხედულებას. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა კავშირშია ბავ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 767 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

იუფკა (Yufka) თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან დამზადებული ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!). იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი. სწორედ ეს უკანასკნელი დაგვჭირდება ხაჭოანი იუფკას მოსამზადებლად.

250 გ ხაჭო

3-4 ს.კ ქიშმიში

ვანილი

1 ს.კ შაქარი ან პუდრა (ან გემოვნებით)

8 ნაჭერი სამკუთხა იუფკა


სასურველია ქიშმიშს წინასწარ დავასხათ მდუღარე წყალი: ჭუჭყიც გასძვრება და დალბება კიდეც.

ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ, დავამატოთ ვანილი, შაქარი და შემშრალი ქიშმიში.

ასე გამოიყურება ჩვენი იუფკა, სიფრიფანა დაუბრაწავი ლავაშებია:

იუფკას ნაჭერზე, ფართო მხრიდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ წვეროსკენ, თან შევუკეცოთ გვერდებიც.

შევწვათ ცხელ ზეთში, ტაფაზე. შესაძლებელია ღუმელშიც, თუმცა ლავაში სხვა სტრუქტურა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 1175 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 554 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

გიორგობის დღესასწაულის და წმიდა გიორგის ღვაწლის შესახებ "ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი ესაუბრა.

მამა გიორგი: "წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.

დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.

რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: "ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 710 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)

ახლოვდება ახალი წელი. ყველამ ვიცით, რა უნდა დავაწყოთ ნაძვის ხის ქვეშ და როგორ მოვრთოთ სახლი, როგორ გავაწყოთ და რომელი სასმელით დავამშვენოთ სუფრა?

რა უნდა ეწყოს ნაძვის ხის ქვეშ? რა თქმა უნდა, ქათქათა ბამბა, სათამაშო თოვლის ბაბუა და ნაირფერად შეფუთული საჩუქრები, რათა ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსოს... სჯობს, საჩუქრები ხის ქვეშ ადრევე დააწყოთ, რათა საღამოს იდუმალება შეემატოს - ახალ წელს ხომ ყველაფერი ნაძვის ხის გარშემო ხდება, ნაირფერად შეფუთული კოლოფები კი სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს.
ნაძვის ხის ქვეშ შეგიძლიათ დააწყოთ ყველაფერი, რაც გსურთ. მთავარია, საჩუქარი იყოს ორიგინალური, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო და სასიამოვნო.

როგორ მოვრთოთ საახალწლოდ სახლი

საახალწლოდ საჭიროა სახლის მორთვაც. არ არის აუცილებელი კედლების გადაღებვა ან მოხატვა, ჭერზე ვარსკვლავების მიწებება. საკმარისია, შეიძინოთ გირლანდები, ნათურები, ზანზალაკები, ფერადი ბუშტები და დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 777 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)


☃ აი კიდევ ერთი ნიუსი საახალწლო თემატიკით.

სურვილები და იმედი რომელიც ჩემსა და იმედია თქვენშიც სუფევს. ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ოდესმე გასჩენია იმის სურვილი, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაეწყო. ვიღაცას უნდა რომ ყველაფერი ნულიდან განაახლოს, ვიღაცისთვის კი უმნიშვნელო და წვრილმანი ცვლილებებიც კი საკმარისია. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ძალიან მიმზიდველი იდეა, გადავხაზოთ წარუმატებელი ნაბიჯები, ავიღოთ სუფთა ფურცელი და ახალი ხარისხიანი ფერებით დავხატოთ უკეთესი ცხოვრება. ისეთი, რომელზეც თქვენ ყოველთვის ოცნებობდით. გადაწყვეტილება იმისა, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება შთაგაგონებთ და მოგანიჭებთ ძალას, დიდი ოპტიმიზმით შეუდგეთ მოქმედებას . როგორც ჩანს, ყველაფერი მარტივად სჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ შეგახსენებთ რომ ამ ყოველივეს თქვენი დიდი ძალისხმევა დასჭირდება..

რა თქმა უნდა ახალი წელი- ძალზედ მაშტაბური და ენერგიული დღესასწაულია. მაგრამ თქვენი მოქმედებისა და დახმარების გარეშე არანაირ სასწაულ მეტამორფოზას არ ელოდოთ . სურ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 731 | დაამატა: sali-q2 | თარიღი: 2013-12-28 | კომენტარი (0)