შაბათი, 2025-01-18, 4:56 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » თურქული სამზარეულო
7:36 PM
თურქული სამზარეულო

იუფკა (Yufka) თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან დამზადებული ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!). იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი. სწორედ ეს უკანასკნელი დაგვჭირდება ხაჭოანი იუფკას მოსამზადებლად.

250 გ ხაჭო

3-4 ს.კ ქიშმიში

ვანილი

1 ს.კ შაქარი ან პუდრა (ან გემოვნებით)

8 ნაჭერი სამკუთხა იუფკა


სასურველია ქიშმიშს წინასწარ დავასხათ მდუღარე წყალი: ჭუჭყიც გასძვრება და დალბება კიდეც.

ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ, დავამატოთ ვანილი, შაქარი და შემშრალი ქიშმიში.

ასე გამოიყურება ჩვენი იუფკა, სიფრიფანა დაუბრაწავი ლავაშებია:

იუფკას ნაჭერზე, ფართო მხრიდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ წვეროსკენ, თან შევუკეცოთ გვერდებიც.

შევწვათ ცხელ ზეთში, ტაფაზე. შესაძლებელია ღუმელშიც, თუმცა ლავაში სხვა სტრუქტურას იღებს. ზეთში შემწვარი უფრო გემრიელი და ლამაზია :)

აქვე დავძენ, რომ ლავაშებს გულში ნებისმიერი ტკბილი ან მარილიანი გული შეგვიძლია ჩავუდოთ. ქათმის ხორცით, სოკოთი და სტაფილოთი უგემრიელესი იყო. იმედია გააკეთებთ.

და მოგეწონებათ კიდეც. :)

თურქული ფლავი

:) მართლაც ძალიან გემრიელი და მსუბუქი კერძია. რეცეპტის ორიგინალში ცხვრის ხორცია გამოყენებული, თუმცა ცხვართან ვერ ვმეგობრობ და არასოდეს ვამზადებ, ამიტომ ქათამი და საქონლის ხორცი ვსინჯე. გთავაზობთ ქათმის ხორციან ვერსიას.

500 გ ქათმის ხორცი ( მე ფილე გამოვიყენე)
1 ხახვი
1 მუჭა ნუში
12 ცალი გარგრის ჩირი
200-250 გ კარგი ხარისხის ბრინჯი, არა მწებავი
დარიჩინის ჯოხი
პიტნის 10 ფოთოლი
ლუკმებად დაჭრილი ხორცი მობრაწეთ ზეთიან ტაფაზე დარიჩინთან ერთად. (მე ჯოხი არ აღმომაჩნდა და დაფქული დარიჩინი გამოვიყენე დაახლოებით 1/3 ჩ.კ).

1.ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
2. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და ურიეთ დაახლოებით 1 წუთი, დაამატეთ ნუში, დაჭრილი ჩირი, 500-600მლ წყალი,მარილი და დაახურეთ თავზე. ხარშეთ წყლის დაშრბამდე.
3. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი პიტნა.

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 1176 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: