დღეს უნდა შემოგთავაზოთ სენგვიჩის რეცეპტი. მიუხედავათ იმისა, რომ ძალიან ბევრს ვამზადებ და ვირჩევ სახლში მომზადებულ კერძს, ჩემებს მაინც უყვართ სენგვიჩი. ცხელიც, ცივიც, თევზით თუ ქათმით. მზადდება იგი ძალიან მალე.
სენგვიჩი შეგვიძლია წავიღოთ პიკნიკზე, მივირთვათ საუზმის სახით ან უბრალოდ მაშინ, როდესაც მოგვშივდება. სხვათაშორის, მას ძალიან უხდება წვენი, ჩაი, ყავა, ლუდი, არჩევანი თქვენზეა!მასალა: პური (ბატონი) 1 ც. ქათმის ფილე 100 გ ნიორი 1 კბილი მაიონეზი ან არაჟანი სალათას ფოთლები 2-4 ც პომიდორი 1 ც. ყველი 30 გ მომზადების წესი:
გავჭრათ ბატონი. ნიორი წავუსვათ პურს. წავუსვათ მაიონეზი. შემდეგი ფენით ვდებთ სალათას ფოთლებს. თხლად დაჭრილი პომიდორი დავაწყოთ სალათაზე. პომიდვრის ზემოდან დავალაგოთ მომზადებული ქათმის ფილე. მე დამრჩა მოხარშული ქათმისგან, ასევე მოუხდება კატლეტი, ძეხვი ან თევზი. ქათამზე ვაყრით საყვარელ ყველს და 2 წუთით ვდებთ მიკროტალღურში. შეილება არ გავაცხელოთ რა თქმა უნდა, სალათა შეინარჩუნებს თავის სტრუქტურას. სუფრაზე მისატანას გირჩევთ ან ცხელს ან თბილს წვენთან ერთად.
|