შაბათი, 2025-01-18, 5:00 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 30 » როგორ ავირჩიოთ მაცივარი
3:27 PM
როგორ ავირჩიოთ მაცივარი

1. მაცივრის მოცულობა და გაბარიტები:

მაცივრის არჩევისას დაფიქრდით მის განლაგებაზე, თუ როგორ კომფორტულად მივუდგეთ მას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მაცივრის ტევადობა. ერთი ადამიანისთვის ან წყვილისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ერთკამერიანი კომპაქტური მოდელი. მრავალსულიანი ოჯახისთვის ოპტიმალური არჩევანია ორკამერიანი მაცივარი. დიდი სამზარეულოს მფლობელებისთვის კი მიზანშეწონილია "Side-by Side" მოდელი, დახვეწილი დიზაინით, გვერდით განთავსებული საყინულე კამერით.

პატარა ერთკარიანი მაცივრის სიმაღლე მერყეობს 50-დან 160 სანტიმეტრამდე, იმისდა მიხედვით აქვს, თუ არა საყინულე კამერა. რაც შეეხება სიგანეს და სიღრმეს, დაახლოებით 60 სანტიმეტრია.

საშუალო ზომის სამზარეულოში ხშირად გვხვდება საშუალო ორკამერიანი "ევროპული" ტიპის მაცივრები: 60 სმ სტანდარტული სიგანით, ისინი აღწევენ 1,7-2 მეტრს სიმაღლეში, ზოგჯერ მეტსაც. მათი კომპაქტურობის მიუხედავად ისინი სთავაზობენ მოცულობას 300-350 ლიტრამდე. თუ სამზარეულოს ფართი იძლევა საშუალებას, შეიძლება დაიდგას "აზიური" მოდელი სიგანე 90 სმ-მდე სიმაღლე 180სმ (ხშირ შემთხვევაში ზედა საყინულით) მზგავსი მოცულობის მაცივრებში, ზედა თაროებიდან პროდუქტის ჩამოღება ბევრად ადვილია. მოდელლი "Side-by-Side" წარმოგიდგენთ მაცივარს დიდი მოცულობით 500-800 ლიტრამდე. მათი ზომა შთამბეჭდავია, სიგანე დაახლოებით 90-100 სანტიმეტრია, სიღრმე 85 სმ. სიმაღლე-1,8-1,9 მ. ასეთი მოდელები გარდა იმისა რომ დიდი ოდენობით პროდუქტს იტევს, ასევე გთავაზობენ დამატებით ფუნქციებს.

გაიანგარიშეთ მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს მაცივარი, მისი გაბარიტები ოთახის შესასვლელზე შედარებით პატარა უნდა იყოს.



2. მაცივრის კამერების რაოდენობა:

ერთკამერიანი მაცივარი, ერთი კარით და პატარა საყინულით შედარებით იაფია, მაგრამ დროდადრო ყინულს ესაჭიროება გალღობა. ორკამერიანი მოდელები ორი კარით საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ მაცივრის და საყინულის განყოფილება ნებისმიერი მოცულობის, ოჯახის მოთხოვნიდან გამომდინარე. არის აგრეთვე 3 კამერიანი მაცივრები. ,,Side-by-Side" ტიპის მაცივრებში გვხვდება აგრეთვე 4 და 5 კამერიანი მაცივრები.


ერთკამერიანი მაცივრები გათვლილია როგორც ბინებისათვის ასევე აგარაკებისათვის. ასეთი მოდელები შედარებით იაფია. ერთკამერიანი ჩასაშენებელი მაცივარი თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მინი ბარი.

ორკამერიან მაცივარში, ორი კარით, უფრო ადვილია ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება: ერთი კარის გაღების შემთხვევში მეორე კარის ატმოსფერო არ თბება. ორკამერიანი მაცივრის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ განყოფილებების განლაგებას. მაცივრები ზედა საყინულე კამერით პოტენციურად უფრო ეკონომიურია. ქვედა საყინულის შემთხვევაში უფრო ნაკლებად გვიხდება დახრა, რადგან უფრო იშვიათად ვსარგებლობთ საყინულე კამერით.

ახლახან ბაზარზე შემოვიდა გაყიდვაში სამკამერიანი მაცივრები, მათი მთავარი უპირატესობაა დამატებითი ტემპერატურის ზონა, რაც გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ოპტიმალური ტემპერატურული ზონა პროდუქტის სახეობის მიხედვით. ამ კლასის მოდელების ორი სახეობაა წარმოდგენილი: ერთ შემთხვევაში მესამე კამერა განკუთვნილია ღრმა გაყინვისთვის რომელიც მოთავსებულია საყინულე განყოფილებაში. მეორე შემთხვევაში ის ასრულებს ,,ნულოვანი კამერის" როლს, ავსებს მაცივარ კამერას, გამოიყენება მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად.

4-5 კამერიანი მოდელები ,,Side-by-Side" შეიძლება მოიცავდეს ინტერგრირებულ ბარს, სველ და მშრალ ზონებს- პირველი ბოსტნეულს, ხილისა და მწვანილისათვის, მეორე-ხორცეულის და თევზეულისთვის. ასეთ მაცივრებში ყველა სახის პროდუქციისთვის ოპტიმალური შენახვის პირობებია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ყოველივე აისახება ფასზე.



3. კომრესორი და ,,ფრეონი"

ძირითადად ერთ და ორ კამერიანი მოდელები აღჭურვილია ერთი კომპრესორით, რომლის ხარისხზეც დამოკიდებულია მაცივრის ხმაურის დონე, ეკონომიურობა. გარდა ამისა მაცივრის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის გასაცივებელ სისტემას, ამ შემთხვევაში ყველაზე სასურველი არჩევანია ფრეონი R134a და R600a.

კომრესორის ხარისხი უშუალოდ მოქმედებს არამარტო მაცივრის გამძლეობაზე, არამედ მუშაობის დროს ხმაურის დონეზეც. მაგ: BOSCH, SIEMENS, GORENJE ბრენდების მაცივრებში ხმაურის დონე მერყეობს 36-დან 43 დეციბელამდე, ფაქტობივად, მაცივარი უხმაუროდ მუშაობს. ასევე არის ორკომპრესორიანი მოდელები (მაგ: GORENJE, ELECTROLUX): ერთი კომპრესორი განკუთვნილია ერთი კონკრეტული კამერისთვის. ეს მოსახერხებელია, რადგან შესაძლებელია სურვილის მიხედვით გამოირთოს ერთ-ერთი განყოფილება, მაგალითად: დასუფთავებისას ან დიდი ხნით სადმე გამგზავრებისას.

თანამედროვე მოდელებში იყენებენ ძირითადად ორი ტიპის ,,ფრეონს": R134a და R600a, არცერთი არ აზიანებს ოზონის შრეს. R600a ითვლება უფრო ეკონომიურად ელ. ენერგიის მოხმარების მიხედვით, უფრო მეტიც, გარემოში მოხვედრისას ის მყისიერად ქრება, ზიანის მიყენების გარეშე. ასეთ ფრეონს იყენებენ ძირითადად ისეთი ბრენდები, როგორიცაა BOSCH, SIEMENS, GORENJE.



4. მაცივრ კამერა

მაცივრის ძირითადი მოცულობა, როგორც წესი, მოდის მაცივარ კამერაზე თავისი თაროებით და განყოფილებებით სხვადასხვა პროდუქტისთვის. დიდი რაოდენობით პროდუქტის შენახვისას გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტი უნდა იყოს განთავსებული თავისუფლად- ჰაერის ცირკულაციისა და თანაბრად გაგრილების უზრონველყოფისთვის. მაცივარ კამერაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტემპერატურული ზონები და სათავსოები, მაგ: ,,ნულოვანი ზონა", სადაც ტემპერატურა ყოველთვის ახლოსაა 0 0C-თან. აქ შენახული ახალი პროდუქტი (ხორცი, თევზი, ბოსტნეული და სხვა) ინარჩუნებს თავის ბუნებრივ არომატს და ვიტამინებს.

მნიშვნელოვანია თაროების სამაგრების რაოდენობა, რაც საშუალებას გვაძლევს დავალაგოთ თაროები სხვადასხვა სიმაღლეზე, პროდუქტის ზომის მიხედვით. მაცივრის თაროები მზადდება პლასტმასის, მინის ან მეტალისგან. პლასტიკური თაროები მსუბუქია, ისინი ადვილად ინარჩუნებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი არ გამოირჩევა სიმყარით. უფრო პოპულარულია ნაწრთობი მინის თაროები, ისინი ადვილად იწმინდება, გაცილებით მდგრადია სიმძიმის მიმართ, მაგრამ საჭიროებენ ფრთხილ მოვლას. მეტალის პლასტიკით დაფარული თაროები (თარო გისოსი) ხელს არ უშლის ჰაერის ცირკულაციას მაცივარში. ისინი გვხვდება შედარებით დაბალ ფასიან მოდელებში.

პოპულარული და მოთხოვნადია ისეთი მაცივრები, რომელთაც გააჩნიათ ე.წ. ,,ნულოვანი კამერა" (სხვადასხვა ბრენდებში გვხვდება სხვადასხვა სახელწოდებებით: "coolbox", ,,chillerSafe") სადაც ტემპერატურა მერყეობს -2 0C-დან +3 0С-მდე, მაცივარ კამერაში მითითებული ტემპერატურის მიხედვით და ,,ნულოვანი ზონა", სადაც ტემპერატურა ყოველთვის ახლოსაა 0 0C-თან, მითითებული ტემპერატურის მიუხედავად. ასეთ ზონებში პროდუქტი ინახება სამჯერ უფრო დიდი ხნით და ინარჩუნებს თავის ბუნებრივ არომატს და ვიტამინებს.

თანამედროვე მოდელები გთავაზობენ დამატებით ფუნქციას "სწრაფი (სუპერ) გაგრილება". მაცივარ კამერაში ტემპერატურა ეცემა 2 0C-მდე. ეს კარგია მაშინ როცა მაცივარი დიდი რაოდენობის პროდუქტით არის დატვირთული. მაგალითად ზაფხულში, გარკვეული დროის შემდგეგ ფუნქცია ირთვება ხელით ან ავტომატურად. ტემპერატურის ასეთი სწრაფი ვარდნა თანაბარი გაგრილების დროს, როგორც წესი მიიღწევა მრავალნაკადიანი გაცივების სისტემის ხარჯზე, რომელიც შეიძლება ატარებდეს Multi Air Flow ან Multi-Flow სახელს, გამომდინარე მწარმოებლიდან. ცივი ჰაერის ნაკადი თანაბრად გადანაწილდება მაცივარ კამერის ყველა თაროზე. გაგრილების მრავალნაკადიანი სისტემა აქტუალურია არა მხოლოდ სწრაფი გაცივების დროს, მისი დახმარებით, ჩვეულებრივ რეჟიმში, შესაძლებელია შენარჩუნდეს ტენიანობის და ტემპერატურის ოპტიმალური დონე მაცივარში, რაც დადებითად აისახება შესანახი პროდუქტის ხარისხზე.



5. საყინულე განყოფილება

საყინულის ორი ძირითადი კრიტერიუმი არის მოცულობა და მინიმალური ტემპერატურა. პროდუქტების შენახვის ხანგძლივობა დამოკიდებულია საყინულე კამერის მინიმალურ ტემპერატურაზე, რაც განისაზღვრება ვარსკვლავების რაოდენობით (ერთიდან ოთხამდე. ერთი ვარსკვლავი (*) უდრის -6 0C). ძირითადად თანამედროვე მაცივრები ოთხ (****) ვარსკვლავიანებია (გამონაკლისს წარმოადგენს უმთავრესად ერთკამერიანი მაცივრები), ანუ მინიმალური ტემპერატურაა -24 0C (სწრაფი გაყინვისას შეიძლება ტემპერატურა იყოს -32 0C). ასეთ საყინულე კამერაში პროდუქტი ინახება 3-დან 12 თვემდე, პროდუქტის სახეობის მიხედვით.

მაცივრის არჩევისას არ დაგავიწყდეთ რომ რაც უფრო დიდია საყინულე მით უფრო პატარაა მაცივარ განყოფილება, გააჩნია რომელი კამერის სიდიდე უფრო პრიორიტეტულია ჩვენთვის.

ბევრ თანამედროვე მაცივარს გააჩნია რეჟიმი "სწრაფი (სუპერ) გაყინვა". რაც უფრო სწრაფად იყინება ახალი პროდუქტი მით უფრო დიდი ხნით ინახება და ინარჩუნებს ბუნებრივ არომატს. ამ რეჟიმში კომპრესორი მუშაობს მაღალი დატვირთვით, ამიტომ დიდი ხნით მაცივრის "სუპერ გაყინვის" რეჟიმზე დატოვება არ არის რეკომენდირებული. უმეტესწილად "სუპერ გაყინვის" ფუნქციის გამორთვა ავტომატურად ხდება განსაზღვრული დროის შემდეგ, ხოლო ზოგჯერ ხელით უნდა მოხდეს მისი გამორთვა.

მინიმალური ტემპერატურის გარდა მწარმოებელი უთითებს გაყინვის მასას - პროდუქტის იმ რაოდენობას, რომელსაც გაყინავს 24 საათის განმავლობაში.

საყინულის შიდა მოწყობილობა დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე, ძირითადად ზედა საყინულეში მოთავსებულია 1-3 თარო ხოლო ქვედაში მოძრავი უჯრები.



6. გალღვობის სისტემა და მართვა.

გალღვობის სისტემა დამოკიდებულია მაცივრის ტიპზე: მშრალი გაყინვით-No Frost და ნახევრადმშრალი (არი ასევე ძველი ტიპის სტატიკური მაცივრები, ძირითადად ერთკარიანი). უმეტესობა მოდელებზე მაცივარ-კამერა ლღვება ავტომატურ რეჟიმში (ზოგიერთი მოდელის გარდა). იგი კონდენსირებულ ტენს აცლის ავტოლღვობის ორი მეთოდით-წვეთოვანი (მტირალა კედელი) ან No Frost სისტემით. საყინულის კამერისათვის, ამ ორი მეთოდის გარდა ფართოდ გამოიყენება ხელით ლღვობა.



მართვა შეიძლება იყოს მექანიკური, ელექტრომეკანიკური ან ელექტრონული. მაცივრებს ელექტრონული მართვით შესაძლოა გააჩნდეს ციფრული, თხევადკრისტალური დისპლეი (ზოგჯერ სენსორული).


ლღვობის წვეთოვანი სისტემის დროს (ნახევრადმშრალ მაცივრებში) მაცივრის უკანა კედელზე წარმოიქმნება წყლის წვეთები (კომრესორის გაჩერების დროს), რომლებიც იყინება, შემდეგ ისევ ლღვება და სადინარებით ჩაედინება სპეცილურ სათავსში, საიდანაც ხდება მათი აორთქლება. ნახევრადმშრალ მაცივრების საყინულე კამერა იკეთებს ყინულს, როცა ყინულის საფარი მიაღწევს 0,5-1 სმ-ს, უნდა გამოვრთოთ და გავალღოთ (რეკომენდირებულია საშუალოდ 3-4 თვეში ერთხელ). ასეთი მაცივრები შედარებით იაფი ღირს ვიდრე No Frost სისტემის მაცივრები. თეორიულად No Frost სისტემის მაცივრები გალღვობას არ საჭიროებენ, მაგრამ პროფილაკტიკისათვის რეკომენდებულია მათი გამორთვა წელიწადში ერთხელ მაინც. ნამის კონდენსირება მათში ხდება სპეციალურ ამაორთქლებელზე, რომელიც დროდადრო ლღვება გამაცხელებლის მეშვეობით. წყალი ჩაედინება სათავსში, სადაც ხდება მისი შემგომი აორთქლება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ No Frost სისტემა ამცირებს კამერის სასარგებლო მოცულობას.

მაცივრებს გააჩნიათ მართვის სამი ვარიანტი: ტრადიციული მექანიკური, ელექტრომექანიკური ან ელექტრონული.

მაცივრებს მექანიკური მართვით შეიძლება გააჩნდეს ერთი ან ორი (ცალ-ცალკე მაცივარ და საყინულე კამერისათვის) მექანიკური რეგულატორი (თერმოსტატი).

ელექტრომექანიკური მართვისას საქმე გვაქვს როგორც მექანიკურ მართვასთან (ძირითადად მაცივარ კამერაში), ასევე ელექტრონულ მართვასთან (ძირითადად საყინულე კამერაში), როცა მართვა ხდება ღილაკებით და ტემპერატურას ვსაზღვრავთ ინდიკატორების ან დისპლეის საშუალებით.

ელექტრონული მართვის მაცივრები როგორც წესი აღჭურვილნი არიან სპეციალური ციფრული ეკრანით, ზოგიერთ მოდელს, მაგ: პრემიუმ კლასის gorenje-ს ბევრ მოდელს, გააჩნია თხევადკრისტალური დისპლეი სენსორული მართვით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მივუთითოთ როგორც ტემპერატურა, ასევე სხვადასხვა ფუნქცია და რეჟიმი. ინტერაქტიული დისპლეის მეშვეობით შესაძლოა მივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია.





7. ელ. ენერგიის მოხმარება და კლიმატური სარტყელი

მაცივრის არჩევისას არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მისი ენერგო მოხმარების კლასი, რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარს. A, B და C კლასები ითვლება ეკონომიურად. არის გაუმჯობესებული ვარიანტიც, ,,A+" და ,,A++" კლასის მაცივრები.

გარდა ამისა მწარმოებელი ყოველ მოდელზე მიუთითებს კლიმატურ კლასს, რომელიც აღწერს იმ პირობებს და გარემოს, რომელშიც იმუშავებს მაცივარი შეფერხების გარეშე.


თანამედროვე ,,A+" კლასის მაცივრები მოიხმარს 23 %-ით უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას, ხოლო ,,A++" კლასის 45 %-ით ნაკლებს ვიდრე ,,A" კლასის.


კლიმატური კლასის მიხედვით მაცივრის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ იმ გარემოს ტემპერატურა სადაც უნდა დამონტაჟდეს მაცივარი, თუმცა საქართველოში გხვდება ყველა კლიმატური კლასის მაცივარი. ზომიერი კლიმატისთვის ყველაზე აქტუალურია ნორმალური კლიმატური კლასი-,,N", რომლის მუშაობა გათვალისწინებულია 16-დან 32 0C-მდე. სუბნორმალური კლიმატური კლასი-,,SN" 10-დან 320C-მდე ჰაერის ტემპერატურაზე მუშაობისათვის. ,,ST" სუბტროპიკი-38 0C/18 0C; ,,T" ტროპიკი-43 0C/18 0C. გაყიდვაში ბოლო დროს გამოვიდა "მულტიკლასის" მოდელები N-ST ან SN-ST გათვალისწინებულია უფრო ცხელი კლიმატისთვის (38 0C-მდე). მაცივრის არჩევისას შეეცადეთ ექსპულატაციის პირობები შეესაბამებოდეს ზემოთ მოყვანილ პირობებს.





8. მაცივრების დამატებითი უპირატესობა.

იმ მონაცემებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს მაცივრის ფასზე, მიეკუთვნება როგორც საერთო პარამეტრები (დიზაინი, ტევადობა, კომლექტაცია), ასევე სპეციალური ფუნქციები, რეჟიმები და ტექნოლოგიები. მაგ: ანტიბაქტერიული საფარი, დეოდორატორები, ეკონომიური რეჟიმი და სხვა.



მაცივრის არჩევის დროს უკვე შეგვიძლია არ შევიზღუდოთ კლასიკური თეთრი ფერით.



არსებობს სხვადასხვა ფერების ფართო არჩევანი, მაცივრები ხისა და მეტალის იმიტაციით, დიდი პოპულარობით სარგებლობს მაცივრები უჟანგავი ფოლადის ფერით, რომლებიც პრაკტიკულად ნებისმიერი სახის ინტერიერს უხდება. უჟანგავი ფოლადის ზედაპირის ძირითად ნაკლს წარმოადგენს ის, რომ მასზე მუდმივად რჩება ლაქები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა მაცივარი ზედაპირის სპეციალური დამუშავებით, ლაქების საწინააღმდეგო სისტემით.



კომპლექტაცია

მწარმოებლიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის კომლექტაციაში შედის სხვადასხვა საგნები. ხშირად გვხვდება ტალღოვანი თაროები და ბოთლის სათავსო, ყინულის დასამზადებელი. იშვიათად კომლექტაციაში შედის ყველის და კარაქის კონტეინერები და ლანგარი გასაყინი პროდუქტებისათვის, ასევე ე.წ. ,,სიცივის აკუმულატორები", რომლებშიც არის სპეციალური სითხე- დიდი ხხნის განმავლობაში არ ლღვება, გამოიყენება ძირითადად პიკნიკებისთვის, ასევე დიდი ხნით ინარჩუნებს საყინულეში ტემპერატურას ელ. ენერგიის გათიშვის შემთხვევაში.



ანტიბაქტერიული საფარი

სხვადასხვა მწარმოებელთან გვხვდება სხვადასხვა დასახელებით. საფარის შინაარსი მგომარეობს შემდეგში, კედლების საფარი და კარების შიდა ნაწილი იფარება ვერცხლის იონებით, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების და არასასიამოვნო სუნის გავცელებას, რაც დადებითად მოქმედებს პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებაზე.



დისპენსერი

დისპენსერის საშუალებით ვიღებთ ცივ წყალს მაცივრის კარის გაღების გარეშე (რაც უფრო იშვიათად ვაღებთ მაცივრის კარს, მით უფრო ვზოგავთ ელ. ენერგიას). ზოგიერთ მოდელში (ძირითადად ,,Side-by-Side") შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც წყლის, ასევე ყინულის მიწოდება გრანულებში, ან კუბიკებში. დისპენსერში უნდა ჩავასხათ მხოლოდ წყალი (ზოგიერთი მოდელი საჭიროებს წყლის ცენტრალურ სისტემასთან მიერთებას).



სიგნალები და ინდიკატორები

ძალიან სასარგებლო იქნება მაცივრის ღია კარების ფუნქციის გათვიცნობიერება. რამოდენიმე წუთის შემდეგ მაცივარი გვაცნობებს ამის შსახებ ხმოვანი სიგნალის საშუალებით (ხანდახან სინათლის სიგნალის საშუალებით), ასევე შესაძლებელია სიგნალის მიწოდება მოხდეს ტემპერატურის აწევისას ან ელექტრო ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში.



ეკონომიური რეჟიმი

რეჟიმის გააქტიურებისას მაცივარში ავტომატურად მიეთითება ოპტიმალური ტემპერატურა (საშუალოდ +5 0C-მაცივარ კამერაში და -18 0C-საყინულეში, მწარმოებლების მიხედვით ეს ტემპერატურა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს). ელექტროენერგიის ხარჯი მინიმუმამდე ეცემა. რეჟიმის გააქტიურება რეკომენდებულია, როცა არ ვამატებთ მაცივარში ახალ პროდუქტს.



შვებულების რეჟიმი

ზოგიერთ მოდელს შეიძლება გააჩნდეს ე. წ. ,,შვებულების რეჟიმი" (,,holiday", ,,Vacation"-სხვადასხვა დასახელებით მწარმოებლის მიხედვით), რომლის გააქტიურებისას ფაქტიურად ითიშება მაცივარ-კამერა და მუშაობს საყინულე. მაცივარ კამერაში შენარჩუნებულია ტემპერატურა 10 0C-დან 16 0C-მდე (მწარმოებლის მიხედვით). ეს ტემპერატურა საკმარისია, რომ არ წარმოიქმნას მაცივარში არასასიამოვნო სუნი. ამ რეჟიმის გააქტიურება მოსახერხებელია მაშინ, როცა დიდი ხნით გავდივართ სახლიდან.

თანამედროვე მაცივრების ზოგიერთ მოდელში, სხვადასხვა რეჟიმისა და აქსესუარის გარდა, შეიძლება იყოს ჩამონტაჟებული თხევადკრისტალური ტელევიზორი, მისი ეკრანის ზომა ძირითადად არ აღემატება 14 დიუმს.

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1001 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: