ზაფხული მზის სათვალეების გარეშე წარმოუდგენელია. მათი არჩევისას გასათვალისწინებელია არა მარტო მოდური ტენდენციები, არამედ თქვენი სახის ფორმები. ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ რომელი სახის ფორმის მქონე ადამიანს - როგორი ფორმის სათვალე მოუხდება. მრგვალი სახე უხდება - კვადატული მზისგან დამცავი სათვალეები, ღია ფერის ჩარჩოთი არ უხდება - ძალიან დიდი მზისგანდამცავი სათვალეები, რომლებიც ფარავენ ყვრიმალებს, ასევე მრგვალი ჩარჩოები.
გრძელი (მართკუთხა) სახე უხდება - ჩარჩოს ვერტიკალურად დაგრძელებული დიდი მზისგანდამცავი სათვალეები პანორამული შუშებით არ უხდება - პატარა მზისგანდამცავი სათვალეები და სათვალეები ჩარჩოს გარეშე.
"ამოტრიალებული სამკუთხედი" უხდება - სათვალეების თითქმის ყველა ტიპი, განსაკუთრებით სათვალეები ჩარჩოს გარეშე არ უხდება - ძალიან მუქი სათვალეები ჩანს უხეშად, ბევრი დეტალით დატვირთული მზისგანდამცავი სათვალეები კიდევ უფრო ადიდებს სახის ყველაზე განიერ ნაწილს.
კვადრატული სახე უხდება - მომგრვალო ფორმის სათვალეები, "კატის თვალი", თხელი ჩარჩოთი ან მის გარეშე არ უხდება - კვადრატული, გეომეტრიული ჩარჩოები, რომლებიც უფრო წარმოაჩენს ყვრიმალებს.
ოვალური სახე ასეთი სახის ფორმის მფლობელებს უხდებათ ყველა მზისგანდამცავი სათვალე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩარჩო იდეალურად უნდა ემთხვეოდეს მის "ფორმატს": არ უნდა იყოს საზღვრებს გადაჭარბებული და სათვალის ზევით ხაზი უნდა შეესაბამებოდეს წარბების ხაზს.
|