მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ძალიან ლამაზი და მომხიბვლელია. გარდა ამისა, ქუსლი ვიზუალურად მატებს სიმაღლეს, ალამაზებს და ასწორებს სილუეტს. მაგრამ იმისათვის, რომ თავდაჯერებულად იაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, საჭიროა იცოდეთ რამდენიმე წესი, რომლებიც დაგეხმარებათ დიდი ძალიასხმევის გარეშე დახვეწოთ თქვენი სიარული მანერა. 1.ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს მთელი წონა აწვება ქუსლებს, ამიტომაც შემოიფარგლეთ მარტივი მოძრაობებით: ქუსლი - ტერფი - თითის წვერები. ერთდროულად დააწექით ტერფსა და ქუსლს. იმისათვის, რომ სწრაფად აითვისოთ ეს პრინციპი, რამდენჯერმე წაივარჯიშეთ სახლში. 2.გაზარდეთ ნაბიჯის სიგანე. ამისათვის საჭიროა ზურგის უკან გაწევა - ეს საკმაოდ დახვეწილად და ლამაზად გამოიყურება. 3.იარეთ ნელა. ქუსლიანი ფეხსაცმლით სირბილი არ ღირს არცერთ სიტუაციაში, მაგრამ ასეთი სიტუაციების შესახებ წინასწარ ცოდნის შემთხვევაში მოამზადეთ ხოლმე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. 4.კიდეებზე ჩამოსვლის დროს ტერფები დადგით გვერდიგვერდ. 5.თუ თქვენ არასდროს გაგივლიათ ქუსლებზე, მაშიმ უმჯობესია დაიწყოთ 4-5 სანტიმეტრიანი ფეხსაცმლით. იმისათვის, რომ მიეჩვიოთ, ცოტახანს გაიარ-გამოიარეთ სახლში. 6.არ მოხაროთ ფეხები მუხლებში. ფეხბი გეჭიროთ სწორად და ერთმანეთთან ახლოს. ტერფი მიმართეთ აუცილებლად პირდაპირ. 7.ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულზე ივარჯიშის დრო ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიკაპი იყოს აწეული. ხელები ამოძრავეთ სინქრონულად. 8.თუ თქვენ იშვიათად ხმარობთ ქუსლიან ფეხსაცმელს, მაშინ საჭიროა კომფორტზე ზრუნვა. აირჩიეთ ფეხსაცმელი მყარი ქუსლით, უმჯობესია კვადრატულით.
|