ფაქტია, რომ დღის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება ენერგია, რომელსაც საკვებიდან იღებს. იმისთვის კი, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგიულები და პროდუქტიულები ვიყოთ საჭიროა სწორად შევარჩიოთ საკვები. ზოგიერთი პროდუქტი ენერგიის სიჭარბეს განაპირობებს, ზოგიც დაღლილობისა და ძილიანობის სურვილს აღძრავს, სწორედ ამიტომ ჩვენ გირჩევთ რამდენიმე პროდუქტს, რათა არჩევანი გაგიადვილდეთ.
1- ფუნთუშები- ასეთ საკვებში შაქარი მუდმივ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ სიმაძღრისა და ძილიანობის პროცესი განაპირობოს, ამიტომ ეცადეთ დიდი რაოდენობით ფუნთუშების მიღებას თავიი აარიდოთ, ის თქვენი შრომის ნაყოფიერებას მინიმუმამდე დაიყვანს.
2- ტკბილეულის მსგავსად თეთრი პური სისხლში შაქრის რაოდენობის მატებას იწვევს, ამ პროცესის პროპორციულად კი ორგანიზმში ენერგიის კვდომა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი პური გაძღომის საუკეთესო და ყველაზე ყუათიანი საშუალებაა, ალბათ თქვენც ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, რომ ძილის სურვილს აღძრავს, ამიტომ ჩაანაცვლეთ
... კითხვის გაგრძელება »
გაფრცქვნილი კარტოფილი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ჩაყარეთ მარილიან წყალში 1 ან 2 საათით, შემდეგ გადარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ მდუღარე ზეთში. დაელოდეთ როდის შეიბრაწება და ჩიფსი მზადაა.
თუ გვინდა რომ კარტოფილის ჩიფსს მივცეთ რაიმეს ფორმა მაგალითად ვარდის ან სხვა, დაჭრილი კარტოფილი უნდა დავამაგროთ კულინარიული ჩხირებით. ჩხირების გამოძრობა შესაძლებელია ჩიფსის შეგრილების შემდეგ.
რჩევა: ჩიფსი ყოველ დღე არ ჭამოთ თუ რადგან ის ორგნიზმისთვის ძალიან ცუდია.
იგი შედგება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისგან და საღებავებისაგან,ამიტომაც მისი მიღება არის კვირაში ერთხელ რეკომენდირებული.
გოზინაყი ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. კულინარია დღეს ახალგაზრდა დიასახლისებს გოზინაყის მომზადების რეცეპტს გაანდობს. გილოცავთ მოახლოებულ შობა-ახალ წელს!
მასალა:
1 კგ. ნიგოზი
700 გრ. თაფლი
60 გრ. შაქარი
1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით უმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად.
2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა.
მგონი ბევრმა არ იცის საცივის გაკეთება, ამიტომაც ამ რეცეპტსი ისწავლით მის გაკეთებას იმიტომ, რომ საახალწლოდ უგემრიელესი საცივი გქონდეთ. :) :)
მასალა:
1.5 ჩ.ჭ. ნიგოზი
2 კბილი ნიორი
1 დიდი თავი ხახვი 1ლ.
ანადუღარი წყალი
1 დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ხარჩოს სუნელი (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი)
წიწაკა, პილპილი, მარილი და მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით
მომზადება:
ნიგოზი, ნიორი და ხარჩოს სუნელი დაფქვით ან დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და ბლენდერში ათქვიფეთ. ხახვი წმინდად დაკეპეთ, მოშუშეთ ნიგვზის ზეთში და ასევე ბლენდერში ათქვიფეთ. შეურიეთ წიწაკა, პილპილი, მარილი, მიხაკ-დარიჩინი, ერთი ლიტრი ანადუღარი თბილი წყალი და შედგით დაბალ ცეცხლზე. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ურიეთ ხის კოვზით. როცა წამოდუღდება, 3-5 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გადმოდგით. ცხლადვე დაასხით მოხარშულ თევზს/მოშუშულ სოკოს/მოხარშულ ხორცს, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.
მოვხარშოთ ან მოვამზადოთ ყაბაყი. გავგრილოთ და დავჭრათ წვრილ ზოლებად.
ორაგულის ფილეს მოვაშროთ ფხები და კანი. ერთმანეთს შევურიოთ შავი წიწაკა, მდოგვის მარცვლები, ორეგანო და მიღებულ ნაზავში ამოვსვაროთ ორაგულის ფილე. გავაცხელოთ ზეთი ტაფაზე და ორაგული ვამზადოთ 1–2 წთ–ი თითოეულ გვერდზე. ორაგულის ნაჭრები გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში, დაბალ ტემპერატურაზე.
ღვინო ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ სანამ არ შემცირდება ან შესქელდება. ყაბაყის დაჭრილი ზოლები მოვატავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ან ბულიონი და ჩავყაროთ ბაზილიკის ფოთლები, გავაცხელოთ. მომზადებულ ორაგულს და ყაბაყს მოვასხათ წითელი ღვინის სოუსი.
ახალი წელი მოდის, ზოგი დიასახლისი უკვე აგროვებს მენიუს. მე ვიფიქრე, რომ ასეთი გაფორმების სალათა ნებისმიერ სტუმარს მიიწვევს. ამავე დროს ის ძალიან გემრიელია.
დღეს უნდა შემოგთავაზოთ სენგვიჩის რეცეპტი. მიუხედავათ იმისა, რომ ძალიან ბევრს ვამზადებ და ვირჩევ სახლში მომზადებულ კერძს, ჩემებს მაინც უყვართ სენგვიჩი. ცხელიც, ცივიც, თევზით თუ ქათმით. მზადდება იგი ძალიან მალე.
სენგვიჩი შეგვიძლია წავიღოთ პიკნიკზე, მივირთვათ საუზმის სახით ან უბრალოდ მაშინ, როდესაც მოგვშივდება. სხვათაშორის, მას ძალიან უხდება წვენი, ჩაი, ყავა, ლუდი, არჩევანი თქვენზეა!
იუფკა (Yufka) თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან დამზადებული ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!). იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი. სწორედ ეს უკანასკნელი დაგვჭირდება ხაჭოანი იუფკას მოსამზადებლად.
250 გ ხაჭო
3-4 ს.კ ქიშმიში
ვანილი
1 ს.კ შაქარი ან პუდრა (ან გემოვნებით)
8 ნაჭერი სამკუთხა იუფკა
სასურველია ქიშმიშს წინასწარ დავასხათ მდუღარე წყალი: ჭუჭყიც გასძვრება და დალბება კიდეც.
ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ, დავამატოთ ვანილი, შაქარი და შემშრალი ქიშმიში.
ასე გამოიყურება ჩვენი იუფკა, სიფრიფანა დაუბრაწავი ლავაშებია:
იუფკას ნაჭერზე, ფართო მხრიდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ წვეროსკენ, თან შევუკეცოთ გვერდებიც.
შევწვათ ცხელ ზეთში, ტაფაზე. შესაძლებელია ღუმელშიც, თუმცა ლავაში სხვა სტრუქტურა
... კითხვის გაგრძელება »