შაბათი, 2025-01-18, 4:59 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » სამი ტყუილის ზღაპარი
10:25 AM
სამი ტყუილის ზღაპარი
იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა იმას კარგი ქალი. გამოაცხადა: ვინც სამ ტყუილს ეტყვის, იმას უნდა მისთხოვდეს. რამდენი თავმომწონე ბიჭი მიდიოდა, თითო ტყუილს ეტყოდნენ, - მეორე ტყუილს ვეღარ ახერხებდნენ და ჭრიდა თავს. რამდენიმე ათას კაცს მოსჭრა თავი. ერთმა მეძროხემ გაიგო ეს ამბავი, წამოვიდა სახლში, უთხრა დედას: - უნდა წავიდე, დედი, უთხრა სამი ტყუილი - ხელმწიფის ქალი ვიშოვოო.

დედამ დაუშალა: - შენზე კაი ბიჭებს სჭრიან თავსო.

წავიდა მაინც. მოახსენა ერთი ტყუილი:

- მე ძროხიდან მოვედი. დედას შეედგა საჭმელი და მარილი აკლდა. გავიქეცი მარილეთში, აღზევანს, მოვიტანე მარილი და ვჭამეთო.

- მოდი ხვალეო, უთხრა ხელმწიფის ქალმა.

მეორედ მოახსენა ტყუილი: - ზღვის პირას ბინა მქონდა. დავთესე გოგრა და წყლის გაღმა გავიდა. გავედი იმის სვავზე, გამოვიტანე, მოვხარშე და გეახელი ახლაო.

ახლა უთხრა გაბრაზებულმა, რო: - მოდი ხვალე, მოგაჭრი თავსაო.

ახლა რა მოიფიქრა ამ ბიჭმა? მოგლიჯა დიდი, სამსაპალნიანი ქვევრი და მთელი ღამე მუშაობს ეს ბიჭი, დილაადრიანად მიაგორა ქვევრი ხელმწიფის კარებთან. იმ წინა დღეს ორი ტყუილი რომ მოახსენა ამ ბიჭმა, ხელმწიფემ შეშინებულმა გააფრთხილა ვეზირები, რო, ის რო იტყვის ტყუილს, თქვენ თქვით მართალი არისო. მოისყიდა ხალხი რაღა!

მოაგორა დილაადრიან ბიჭმა ქვევრი, გათენებული არც კი იყო, მიაძახა ხელმწიფეს: - მამაო, ასეთი სამი ქვევრი სამი ოქრო მამაჩემს თქვენთვის ესესხებია და ეხლა სარგებლით უნდა ჩამაბაროთო.

რა მოახსენა ეს ტყუილი და ვეზირები ყვირიან: - მართალია, მართალია!

ხელმწიფე ყვირის: - თქვე მამაძაღლებო, როდის არი მართალი, ტყუილიაო!

აბა, რაღას იზამდა, გახადა მეძროხეს ძველი ტანისამოსი, დასვა ხელმწიფედ და ახლაც იქ არიან ბედნიერად.
კატეგორია: ბიბლიოთეკა | ნანახია: 764 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: