შაბათი, 2025-01-18, 5:04 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 27 » საახალწლო არდადეგები ბავშვებთან ერთად
9:42 PM
საახალწლო არდადეგები ბავშვებთან ერთად


რამდენიმე დღეში საქართველოს სკოლებში საახალწლო არდადეგები დაიწყება. ზოგ მშობელს ალბათ უკვე დაგეგმილი აქვს, როგორ გაატარებენ ამ დღეებს შვილებთან ერთად: ზამთრის კურორტზე, სოფელში, უცხოეთში და სხვა, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვების გაყვანას ვერსად ვახერხებთ. ამ პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია ზაფხულში, როდესაც ბავშვს ეზოში ჩასვლაც აკმაყოფილებს, ზამთრის თავისუფალი დღეების გადაგორება კი მომზადებას მოითხოვს.
მართალია, დასავლეთ საქართველოში დიდი თოვლი მოვიდა, თბილისში გათოვების შანსი ყოველთვის მინიმალურია, ამიტომ ბავშვების საგუნდაოდ, საციგაოდ და უბრალოდ თოვლში სასეირნოდ წაყვანის დაგეგმვა არ კმარა. ჯობს, უფრო პრაქტიკული სამოქმედო გეგმა გქონდეთ, რომლის დარღვევაც გათოვების შემთხვევაში დანაშაული ნამდვილად არ იქნება.

vertobit.ucoz.com-ის საინტერესო სტატიების განყოფილებაში ნახავთ წერილს იმის შესახებ, თუ როგორ მორთოთ ორიგინალურად საახალწლო ნაძვის ხე. ამის გაკეთება ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ. მათი დახმარებით მოაგროვეთ საჭირო მასალაც და, საერთოდ - წინასაახალწლო სამზადისში პატარები აქტიურად ჩართეთ. მაგალითად, მათთან ერთად დაგეგმეთ საახალწლო მენიუ, თუ ბავშვი ძალიან პატარაა, ბაზარში ნუ გარისკავთ, მაგრამ ახლო მდებარე მაღაზიებშიც ერთად გაიარეთ. შეიძლება შვილმა ძალიან ორიგინალური კერძის იდეაც მოგაწოდოთ ან ყველაზე გემრიელი ჩურჩხელას შერჩევაში დაგეხმაროთ. ერთად გადაწყვიტეთ სუფრის გაწყობის დიზაინიც, დაიხმარეთ სადღესასწაულო ჭურჭლის გადარჩევაში. ეს ფუსფუსი არა მხოლოდ სწავლისგან თავისუფალ დროს შეავსებინებს, არამედ ოჯახის სრულფასოვან წევრადაც აგრძნობინებს თავს, რაც თვითშეფასებასაც აუმაღლებს.
კითხვა - კლასგარეშე საკითხავისთვის ეს შესანიშნავი პერიოდია. ბავშვის ყურადღებას არც ეზოში მოთამაშე თანატოლების ჟრიამული გაფანტავს და არც სხვა აქტიურ გასართობზე ფიქრი (ველოსიპედით სეირნობა, ფეხბურთი და სხვა). შეუქმენით მყუდრო გარემო, შეურჩიეთ მოხერხებული სავარძელი და, რაც მთავარია, კარგი საკითხავი. ზამთარი ზოგჯერ ისეთი მოსაწყენია, შეიძლება ყველაზე სქელი წიგნიც კი წააკითხოს.
ზამთარში ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა. ექიმები გვირჩევენ, ხშირად გავიდეთ გარეთ, ვისეირნოთ, რაც ბავშვებისთვისაც სასურველია. ცხადია, ასეთ დროს ფრთხილადაც უნდა იყოთ, რადგან ზამთარში ვირუსებისაც უნდა გვეშინოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ცივ ამინდში სეირნობა ორგანიზმს აკაჟებს, რასაც ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ.
რამდენიმე დღეში საქართველოს ქალაქებში ნაძვის ხეებს აღმართავენ, რასაც ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებების სერიაც მოჰყვება. გაიმართება საბავშვო კონცერტები, იმუშავებს ცირკი, ზოოპარკი, მთაწმინდის პარკი და ა.შ.
არ დაგავიწყდეთ, რომ საახალწლო არდადეგებისას ღიაა მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ამრიგად რამდენიმე კულტურული მსვლელობის მოწყობას წინ არაფერი უდგას.
თუ ბავშვი თოვლით გართობას მოისურვებს, მაგრამ თბილისი საჰარასავით მშრალი იქნება, გამოსავალი მაინც არსებობს: ადით წყნეთში, კოჯორში და და სხვა ახლომდებარე სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადის და გზაც უსაფრთხოა. აქ მთელი დღის გატარებაც შეგიძლიათ და, გარდა იმისა, რომ ბავშვები თოვლში გაერთობიან, სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავენ და მცირე ექსკურსიაც გამოგივათ.
თუ გარეთ ძალიან ცივა და გასვლას ვერ რისკავთ, მაშინ საშინაო გართობით უნდა დაკმაყოფილდეთ. შეგიძლიათ სკამებისა და გადასაფარებლებისგან კარავი/ვიგვამი მოაწყოთ, შიგნით ბალიშები დააფინოთ, პატარა სანათი დაამონტაჟოთ და პატარასთან ერთად კარგად გაერთოთ. ეს ბავშვს ტელევიზორსა და კომპიუტერს მოწყვეტს, მყუდრო გარემო კი საკითხავად განაწყობს. შესთავაზეთ თემატური ლიტერატურა (ინდიელებზე, მოგზაურობაზე), დრო და დრო კი ნუგბარით მოამარაგეთ.
არსებობს სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანიც. სათამაშოების მაღაზიაში მათი დიდი ასორტიმენტია და ძვირიც არ ღირს (მაგალითად, \"მონოპოლიას\" 12-15 ლარად იყიდით). აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ პაზლები, გასაფერადებლები, კუბიკები, ლეგოს კონსტრუქტორები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, სულ მცირე, 2-3 დღეს მაინც შეავსებს და დასვენების დღეებს მრავალფეროვნებას შემატებს.
ზამთრის არდადეგები საუკეთესოა, თუ ბავშვს შემოქმედებითი ნიჭი აქვს: უყიდეთ საღებავები, ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები, თიხა, პლასტილინი, ასევე მოუგროვეთ არასაჭირო, გადასაყრელად გამზადებული ნივთები: ნაჭრის ნაკუწები, ღილები, რკინის პატარა დეტალები, პლასტმასის ნატეხები - დაე, საკუთარი ფანტაზიით ნებისმიერი რამ შექმნას, მაგალითად ნაძვის ხის სათამაშოები ან მცირე სუვენირები სტუმრებისთვის.
შინ პატარა კონცერტი ან სპექტაკლი დადგით. ამის გასაკეთებლად საუკეთესო დროა, როდესაც ახალი წელი უკვე ჩავლილია და გაუთავებელი სტუმრიანობით გადაღლილი და დამძიმებული ხართ. ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობა ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზეც, ბავშვზეც და თქვენს ურთიერობაზეც. წარმოდგენაზე მათი მეგობრები, ასევე მეზობლებისა და მეგობრების შვილები მოიწვიეთ - შვილებს საკუთარი დღესასწაული შეუქმენით, თვითშემოქმედების დემონსტრირების საშუალება მიეცით, ყოველი ნომრის შემდეგ კი მხურვალე აპლოდისმენტი არ დაგავიწყდეთ.

კატეგორია: ბავშვები | ნანახია: 720 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: