შაბათი, 2025-01-18, 4:51 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » როგორ შევარჩიოთ გამწოვი
8:53 PM
როგორ შევარჩიოთ გამწოვი

1. ტიპები

იმისათვის, რომ აღჭურვოთ თქვენი სამზარეულო თანამედროვე გამწოვით, უნდა ჩამოყალიბდეთ მის ტიპში. ეს არჩევანი დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორი მეთოდით აპირებთ ამა თუ იმ მოდელის დამონტაჟებას: კედელზე, ჭერზე, კარადის ქვეშ, ან საერთოდ დამონტაჟდეს ჩასაშენებელი გამწოვი.

კედელზე მონტაჟისთვის იდეალური ვარიანტია ყველაზე გავრცელებული ბუხრის ტიპის გამწოვები. მათი ნაირსახეობა არის კუთხოვანი და მომრგვალებული ფორმის მოდელები.

კედლის მოდელებიდან განსხვავებით, კუნძულოვანი მოდელები მაგრდება ჭერზე და ყველაზე ხშირად გამოიყენება დიდი მოცულობის სამზარეულოში. ბრტყელი ტიპის გამწოვები შეიძლება მარტივად დაამონტაჟოთ ნებისმიერ სამზარეულოს კარადის ქვეშ, გაზქურის თავზე, ან უშუალოდ კედელზე. ასევე პოპულარულია კომპაქტური ჩასაშენებელი მოდელები, რომელთა ჰაერგამწოვი სისტემა იმალება კარადაში. ხილული რჩება მხოლოდ გამწოვის ქვედა ნაწილი, გამოსაწევი, ან სტაციონალური ქვედა პანელი, რომელიც ზრდის ჰაერის გაწოვის ზედაპირს და აიოლებს მის მართვას. 
ასევე გამწოვის არჩევისას მიაქციეთ ყურადღება მის დიზაინს: სასურველია, რომ ის შეერწყას ინტერიერის სხვა ნივთებს, იქნებ ეს თანამედროვე სტილი, თუ ჩვეულებრივი ხის კარადა მოძველებულ სტილში. გამწოვების მოდელები მზდდება სხვადასხვა მასალისაგან, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის შეღებილი მეტალი, შედარებით მაღალ ფასიანი მოდელები მზადდება უჟანგავი ფოლადისაგან, მაღალი სიმტკიცის მინის, ან ალუმინისაგან. 

2. მონტაჟი

გამწოვის ოპტიმალური მუშაობისათვის მნიშვნელოვანია მისი სიგანის სწორად შერჩევა და სწორი მონტაჟი. გამწოვის სიგანე არ უნდა იყოს ქურის სიგანეზე ნაკლები და მისი მონტაჟისას უნდა დაიცვათ მინიმალური დაშორება ქურის ზედაპირიდან. 

ხარისხიანი, ფუნქციონალური გამწოვის არჩევისას უნდა დარწმუნდეთ, რომ ის იდეალურად უხდება თქვენი სამზარეულოს გაზქურას. ისევე როგორც გაზქურა ასევე გამწოვები განსხვავდება სიგანით. ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი არის 50, 60 და 90 სმ. გასათვალისწინებელია, რომ ქურის ზედაპირის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს გამწოვის სიგანეს. გამწოვი რომ არ დაზიანდეს, საჭიროა მინიმალური დისტანციის დაცვა ქურის ზედაპირსა და გამწოვს შორის. ელექტრო ქურის შემთხვევაში მინიმალური დაშორებაა 55 სმ, ხოლო გაზქურის შემთხვევაში-65 სმ. ოპტიმალური დაშორებაა 65-85 სმ. თუ ჭერის სიმაღლე არ გაძლევთ სტანდარტული გამწოვის დამონტაჟების საშუალებას, მაშინ აირჩიეთ ბრტყელი ტიპის გამწოვი. ან კიდევ არსებობს გამწოვები, რომლებიც მონტაჟდება პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე (მაგ: GAGGENAU-ს ზოგიერთი მოდელი).

3. სიმძლავრე

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გამწოვის არჩევისას არის გამწოვის სიმძლავრე, ან წარმადობა. იმაზე, თუ რამდენად ძლიერია გამწოვის ძრავი, დამოკიდებულია მისი მუშაობის ხარისხი. გამწოვი უნდა შეარჩიოთ სამზარეულოს მოცულობის მიხედვით. პატარა სამზარეულოსთვის საკმარისია გამწოვი მცირე წარმადობით. დიდი სამზარეულოსთვის საჭიროა მძლავრი გამწოვი.

სტანდარტის მიხედვით გამწოვმა ერთ საათში 10-ჯერ უნდა გაიწოვოს ჰაერის მთელი მოცულობა. გამწოვის შერჩევის ყველაზე მარტივი ფორმულაა-სამზარეულოს ფართობი უნდა გავამრავლოთ ჭერის სიმაღლეზე და კიდევ გავამრავლოთ 10-ზე. გამწოვის წარმადობა არ უნდა იყოს მიღებულ რიცხვზე ნაკლები. მაგალითად თქვენი სამზარეულოს ფართობია 10 მ2, ჭერის სიმაღლე 3 მ. ასეთი სამზარეულოსთვის უნდა შევარჩიოთ გამწოვი, რომლის წარმადობა არ არის 300 მ3/სთ-ზე ნაკლები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰაერგამყვანი მილის სიგრძის გაზრდა ამცირებს გამწოვის წარმადობას. 

4. მუშაობის რეჟიმები

როგორც წესი, გამწოვების უმრავლესობას შეუძლია იმუშაოს ორ რეჟიმში. ეს რეჟიმებია- ჰაერის გაწოვა და რეცირკულაცია. აზრობრივად, ეს ორი რეჟიმი ემსახურება ჰაერის გაწმენდას სამზარეულოში, მაგრამ განსხვავდება ერთმანეთისაგან მუშაობის პრინციპებით.

ჰაერის გაწოვის რეჟიმში მუშაობისას ხდება დაბინძურებული ჰაერის გარეთ გაწოვა სავენტილაციო მილის საშუალებით. ფილტრები, რომლებიც მონტაჟდება ასეთ გამწოვებში, გათვალისწინებულია შიდა მექანიზმის დაცვაზე ჭუჭყისა და ცხიმისაგან, მაგრამ არა ჰაერის გაწმენდაზე. 
გამწოვი რეცირკულაციისას ასუფთავებს ჰაერს სპეციალური ფილტრების დახმარებით და აბრუნებს მას სამზარეულოში, მაგრამ მის ფარგლებს არ ცდება. ასეთი გამწოვებისთვის ცხიმდამჭერი ფილტრების გარდა საჭიროა დამატებითი ფილტრები (ძირითადად აქტივირებული ნახშირის) ჰაერის გასასუფთავებლად. 

5. მართვა

ყველაზე თანამედროვე და რთული მოდელიც კი იოლი სამართავი უნდა იყოს, იმისათვის რომ უზრუნველყოს თქვენთვის მაქსიმალური კომფორტი. არსებობს მართვის შემდეგი ტიპები: ელექტრონული (ღილაკები, სენსორები) და მექანიკური (ძირითადად სლაიდერული რეგულატორი).

მოდელებს ელექტრონული მართვით გააჩნია შუქდიოდების ინდიკატორები, ან ციფრული დისპლეი. ასეთი გამწოვების მართვა ხორციელდება ღილაკების საშუალებით. პრემიუმ კლასის მოდელებს შეიძლება გააჩნდეს სენსორული ეკრანი. მართვა ხორციელდება სენსორების საშუალებით. ყველაზე მარტივ მოდელებში გამოყენებულია სლაიდერული, მცოცავი რეგულატორი. ზოგიერთ მოდელს გააჩნია დისტანციური მართვის პულტი.


6. ფუნქციონალურობა


თანამედროვე გამწოვი უნდა იყოს პრაქტიკული და მარტივი ექსპლუატაციისას, ასევე გააჩნდეს რიგი დამატებითი ფუნქციები, რომლებიც მიმართულია არა მარტო ჰაერის გაწმენდაზე, არამედ სამზარეულოში კომფორტული გარემოს შექმნაზეც. რადგანაც კერძების მომზადება იკავებს გარკვეულ დროს, ფუნქციონალური გამწოვი დაგეხმარებათ ამ დროის ეკონომიაში.

გამწოვი ფიქსირდება გაზქურის თავზე, ამიტომაც მისი გამოყენება ძალზე მოსახერხებელია სამუშაო ზედაპირის განათებისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მოდელი ინტენსიური ან მკრთალი განათებით. ბევრ თანამედროვე გამწოვს აქვს განათების სიკაშკაშის რეგულირების შესაძლებლობა. ნათურები მარტივად გაანათებენ როგორც სამუშაო ზედაპირს ასევე მთელ სამზარეულოს. ნათურის სიმძლავრე შეიძლება მერყეობდეს 10 - 50 ვტ-მდე. არსებობს რამოდენიმე ტიპი: ჩვეულებრივი, ფლუროსცენტული ან ლუმინსცენტური, ნეონური, ჰალოგენური, შუქდიოდური. ტრადიციული ვარიანტი არის ჩვეულებრივი ნათურა, ის სინათლესთან ერთად გამოყოფს სითბოს. ფლუროსცენტული ან ლუმინსცენტური, დღის სინათლის ნათურები ბევრად ეკონომიურია: მას აქვს დღის შუქის მსგავსი განათება. ნეონის ნათურებს გააჩნიათ ნარინჯისფერი-მოწითალო ელფერი. ჰალოგენური ნათურები განსხვავდებიან კომპაქტური ზომით და დიდი შუქის გაცემით, ხოლო შუქდიოდური, პრაქტიკულად, არ გამოიმუშავებენ სითბოს, ძალიან მტკიცეა და გამოირჩევა საკმაოდ ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.

თუ თქვენ აფასებთ ტექნიკის კომპაქტურობას, იდეალური არჩევანი თქვენთვის გახდება გამწოვი გამოსაწევი პანელით ტელესკოპურ რელსებზე. არამუშა მდგომარეობაში ის დაიკავებს მინიმუმ ადგილს, ხოლო მუშა მდგომარეობაში კი დაფარავს გაზქურის ზედაპირს. ბევრი მსგავსი მოდელი ავტომატურად ირთვება პანელის გამოწევისას.

სასარგებლო ფუნქციაა ,,ვენტილატორის დარჩენილი სვლა", რომელიც სამზარეულოში სადილის მომზადების შემდეგ ჰაერის გულმოდგინედ გაწმენდის გარანტიას იძლევა. მისი წყალობით, ვენტილატორი აგრძელებს მუშაობას გამწოვის გათიშვის შემდეგაც დაბალ ბრუნზე 10-20 წთ-ის განმავლობაში.

ბევრი თანამედროვე მოდელი, ავტომატურად ირთვება გაზქურის ჩართვისთანავე - ეს უზრუნველყოფს გამწოვის ბევრად სასარგებლო და ეფექტურ მუშაობას. ასევე შეიძლება ჩაირთოს შუქი მასთან მიახლოვებისას.

7. ფილტრაცია

ფილტრი და ფილტრაციის სისტემა მნიშვნელოვანია გამწოვის ნორმალური მუშაობისათვის. ძირითადად გამწოვის კომპლექტაციაში შედის ცხიმდამჭერი ფილტრები, იშვიათად დამატებითი ნახშირის ფილტრები რეცირკულაციის რეჟიმში მუშაობისათვის.

ცხიმდამჭერი ფილტრების უმეტესობა შეიძლება გაირეცხოს ცხელ წყალში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მისი დაზიანების რისკის გარეშე. ასეთი ტიპის ფილტრებს, კიდევ, უწოდებენ უხეში დასუფთავების ფილტრებს, ისინი აკავებენ ცხიმის ნაწილაკებს. ცხიმდამჭერი ბადისებური ფილტრი ძირითადად მზადდება ალუმინისაგან, ფოლადის ან სინთეტიკური მასალისაგან. სინთეტიკურები ძირითადად ერთჯერადებია. ასეთი ფილტრები იცავს გამწოვის ძრავს და მექანიზმებს დაზიანებისაგან და ახანგრძლივებს მათი ექსპლუატაციის ვადას.

ასევე არსებობს აქტივირებული ნახშირის ფილტრები. მათი დანიშნულებაა არასასიამოვნო სუნის ნეიტრელიზაცია. ასეთი ფილტრის მქონე გამწოვი დაგჭირდებათ, იმ შემთხვევაში თუ თქვენს ოთახში არის ვენტილაციის პრობლემები. ძირითადად, თანამედროვე გამწოვები შეიძლება მუშაობდეს როგორც გაწოვის რეჟიმში, ასევე რეცირკულაციის რეჟიმში (საჭირო იქნება მხოლოდ დამატებით ნახშირის ფილტრის შეძენა მოდელის მიხედვით). 

8. ხმაურის დონე

იმისათვის, რომ თქვენი სამუშაო სამზარეულოში იყოს კომფორტული და სასიამოვნო, გამწოვი არ უნდა გიფანტავდეთ ყურადღებას თავისი ხმაურით. 

თქვენი გამწოვი ხმაურის დონე უნდა იყოს არა უმეტეს - 50 დეციბელისა (ხმაურის დონე იმატებს სიმძლავრის გაზრდის შესაბამისად). თუ ხმაურის დონე არის 35 დბ-ზე ნაკლები, მაშინ ასეთი ხმაური ჩურჩულის ტოლფასია. გამწოვის დაბალი ხმაურის დონე მიიღწევა აკუსტიკური პაკეტების და ვენტილატორის განსაკუთრებული კონსტრუქციის დახმარებით. მათი საშუალებით ხდება ხმაურის დონის მინიმუმამდე დაყვანა და კომფორტული გარემოს შექმნა სამზარეულოში საქმიანობისას.

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1171 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: