კატა – სისუფთავის მოყვარული ცხოველია და ამიტომ სულ ითხოვს მოვლას. კანის გასასუფთავებლად როგორც წესი ის იყენებს ნერწყვით დასველებულ ენას და თათებს. "თვითმომსახურების" პროცედურით ცხოველი მუდმივად არის დაკავებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი სრული ჰიგიენისათვის და პატრონის მხრიდანაც აუცილებელია მოვლა. დავარცხნა
ბეწვის მოვლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა – დავარცხნაა. დავარცხნის მეთოდის და საშუალების შერჩევა პირველ რიგში კატის ჯიშზეა დამოკიდებული. გრძელბეწვიანების და საშუალოეწვიანების დავარცხნა სასურველია ბლაგვი კბილების მქონე მეტალის სავარცხლით, თავიდან კუდის მიმართულებით, "საყელოს" დავარცხნა კი საწინააღმდეგო მიმართულებით. თავიდან იყენებენ მეჩხერ კბილებიან სავარცხელს, შემდეგ კი შედარებით სქელს. ზოგჯერ ბეწვი უფრო იოლად ივარცხნება, თუ მას ოდნავ დავასველებთ. მოკლებეწვიანი კატის ყოველდღიურად დავარცხნა არ არის აუცილებელი. სრულიად საკმარისია ამ პროცედურისთვის კვირაში ორჯერ გამოვყოთ ნახევარ–ნახევარი საათი. დავარცხნის შემდეგ ტანზე უნდა დავაყაროთ მშრალი პუდრისებრი შამპუნი, რაც შემდეგ უნდა ჩამოვაშოროთ ძუის ჯაგრისით. შამპუნის შემცვლელად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტალკი ან სიმინდის კრახმალი. მოკლებეწვიანი კატებისთვის კარგ "მშრალ შამპუნს" წარმოადგენს ქატო. დაახლოებით 300 გრამი ქატო უნდა გავაცხელოთ ღუმელში, დავსვათ კატა ქაღალდზე და შევაზილოთ "შამპუნი" ბეწვში. პუდრის ჩამოვარცხნისას კატა ისე უნდა დავიჭიროთ, რომ მას ფხვნილი არ მოხვდეს თვალში ან ცხვირში. ბეწვი კატას უახლდება თითქმის მთელი წლის მანძილზე. ბევრ ჯიშს, განსაკუთრებით მოკლებეწვიანებს, ბეწვი სწრაფად და ძნელად შესამჩნევად სცვივათ. გრძელბეწვიანებში ბეწვის ცვენა უფრო დიდხანს გრძელდება. ამ დროს დავარცნა აუცილებელია, რადგან დავარცხნისას ხდება კანის საფარის მასაჟი, რაც ხელს უწყობს ბეწვის ზრდას. პირველი ბეწვის ცვენა, როდესაც კნუტს უფერული ღინღლი მოზრდილი ცხოველის საფარით ეცვლება, 5–7 თვის ასაკში ხდება, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.
დაბანა
დაბანაც ბეწვის მოვლის ერთ–ერთ საშუალებას წარმოადგენს, თუმცა ბევრი კატა ამას არ საჭიროებს – მათთვის თავიანთი ლოკვაც საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ ისინი ისე ილოკავენ, რომ დაბანის თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება. დაბანა წარმოადგენს პარაზიტი მწერებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ავადმყოფი ცხოველის დაბანა არ შეიძება, ამან შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.
არსებობს დაბანის პროცედურის რამდენიმე ხერხი. აბაზანა ავავსოთ თბილი წყლით (დაახლოებით 40C) 7–10 სანტიმეტრზე და შიგ ჩავდოთ სქელი პირსახოცი, ფისო ასე უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. იმისათვის, რომ თვალები არ გაუღიზიანდეს შემთხვევით მოხვედრილი შამპუნის ან საპონის ქაფით, აუცილებელია დაბანის პროცედურის წინ თვალის წვეთები ჩავაწვეთოთ. აუცილებელია გვახსოვდეს და დავიცვათ დაბანის პროცედურის შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტები:
–თავიდან უნდა ავიცილოთ ხშირი დაბანა, რადგან ცხიმების დაკარგვით ბეწვის ბუნებრივი დაცვა მცირდება.
–არ შეიძლება სავსე კუჭის მქონე კატის დაბანა. ბოლო კვებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
–გრძელბეწვიანი კატა აუცილებლად უნდა დავვარცხნოთ დაბანის წინ.
–არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავასხათ წყალი თავზე.
თუ თათებზე მიწებებული აქვს საღებავი ან სხვა წებოვანი ნივთიერება, უნდა წავუსვათ წეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და კარგად გავასუფთავოთ, შემდეგ კი დავბანოთ შამპუნით.
თვალები
თვალის კუთხეებში ცრემლის დაგროვებისას, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, თვალები უნდა გავუწმინდოთ ანადუღარ წყალში, ჩაის ნაყენში ან 2 პროცენტიან ბორის მჟავის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით. გვირილის ნაყენის გამოყენება არ შეიძლება, რადგან გვირილის ხშირი გამოყენება იწვევს თვალის ირგვლივ ბეწვის ცვენას. არ შეიძლება თვალზე მაგრად დაჭერა და ცრემლის ისე მოწმენდა. ძლიერი ცრემლდენის დროს კატა უნდა წავიყვანოთ ვეტერინართან.
კბილები
კბილების მოვლაში ყველა მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კენჭების დაგროვება და ღრძილების ანთება, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ საკვების ტიპს და მის სახესხვაობას. ცხოველებს, რომლებიც მაგარი საკვებით იკვებებიან, ეს პრობლემა არ აწუხებთ. განსაკუთრებით, მაგარი ხორცი იწვევს ენერგიულ ღეჭვით მოძრაობას, რაც ახანგრძლივებს უკეთესს ხდის გემოს. კბილების გამოცვლის დროს კარგად უნდა დავათვალიეროთ კნუტის პირის ღრუ და აუცილებლობის შემთხვევაში ფრთხილი მოძრაობებით უნდა დავეხმაროთ სარძევე კბილების მოცვლაში.
ყურები
კატის ყურებს მხოლოდ პატრონის მხრიდან ჭირდება კონტროლი. აუცილებელია როგორც გარეგანი დათვალიერება, ასევე ნიჟარის შიდა ღრუსნ დათვალიერება, რა საშუალებასაც გვაძლევს ყურის აგებულება. ყურის ნიჟანის შიდა მხარე ჯანმრთელ მდგომარეობაში ვარდისფერი და სუფთაა. გვხვდება გოგირდის მხოლოდ უმნიშვნელო დაგროვება. ძლიერი დაბინძურების გასაწმენდათ უნდა ავიღოთ ხის თხელი ჩხირი ან დაგრეხილი ბუნებრივი ნაჭერი მომრგვალებული ბოლოთი, გადავახვიოთ მასზე ბამბა და ჩავაწოთ ვაზელინში ან არაგამაღიზიანებელ ცხიმში. უნდა გავწმინდოთ ფრთხილად და შემოვიფარგლოთ მხოლოდ ყურის გარე ნაწილით. არ შეიძლება წყლის ან რაიმე სხვა სითხის გამოყენება. თუ გვაქვს ანტისეპტიკური პუდრი, სასარგებლოა მისი ჩაყრა ნიჟარის გარე ნაწილში ტკიპების წინააღმდეგ პროფილაქტიკისთვის.
ბრჭყალები
ბრჭყალების გაქლიბვა და მოჭრა კატებს არ სჭირდებათ. ჯანმრთელ კატას ისინი წესრიგში აქვს. კატა რეგულარულად ილესავს ბრჭყალებს. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია სახლში ამისთვის გვქონდეს პატარა ფიცარი, პირსახოცი ან ფარდაგი, რომელიც ხის დაფაზე იქნება გადაჭიმული. კატების უმრავლესობა მალე ხვდება ასეთი საგნის დანიშნულებას და იწყებს მის სწორად გამოყენებას.
ლოგინი
კატას ძილის დიდი მოთხივნილება აქვს. მას დღის განმავლობაში 14–18 საათი უნდა ეძინოს. გამოუძინებლობამ შეიძლება მისი ჯანმრთელობის დარღვევა გამოიწვიოს, პირველ რიგში კი ნევროზი. სახლის კატები თავიანთი ძილის რეჟიმს პატრონის რეჟიმს უთავსებენ.
კატის საწოლის მოსაწყობათ ხშირად იყენებენ კალათს ან ყუთს. ცხოველი ხშირად ყურადღებას არ აქცევს ადამიანის მიერ შერჩეულ ლოგინს და თვითონ ირჩევს სახლში დასასვენებელ ადგილს. მაგრამ ლოგინი კატისთვის ამ შემთხვევაშიც კი უნდა გვქონდეს მომზადებული.
ტუალეტი
კატები, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, სისუფთავის მოყვარულ შინაურ ცხოველებს მიეკუთვნებიან და რა თქმა უნდა მათ ტუალეტიც ჭირდებათ. სასურველია ის დავდოთ ორპირში, კატისთვის ადვილად მისაწვდომ ადგილას და იქ, სადაც ადამიანები არ შეუშლიან ხელს "მორცხვ" ცხოველს.
როდესაც ტუალეტის ადგილს შეარჩევთ, ეცადეთ რომ ის აღარ შეცვალოთ, ყოველ შემთხვევაში ერთი წელი მაინც, რომ კატას არ შეეშალოს და ძველი მეხსიერებით სხვაგან არ მოისაქმოს. კატას მკვეთრი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, თუ სად არის მისი ტუალეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენვე იქნებით დამნაშავე...
|