შაბათი, 2025-01-18, 5:08 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 30 » როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2014 წელს ?
12:02 PM
როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2014 წელს ?

გვიახლოვდება ახალი წელი და ყველას დაგვეუფლა საახალწლო განწყობა. ირთვება ქუჩები, ისმის საახალწლო სიმღერები, ვგეგმავთ სად და როგორ შევხვდებით და ავღნიშნავთ ახალი წლის დადგომას და ასევე გველის სასიამოვნო რიტუალი- ნაძვის ხის მორთვა. მათ ვინც აქცევს მრავალ დეტალს ყურადღებას და სურთ ამ წელსაც შესაბამისად სიახლით შეხვდნენ საინტერესო იქნება, როგორ მორთონ ეს ლამაზი ხე, რომელიც ძალიან ალამაზებს ამ დღესასწაულს და არის სიმბოლო სიახლის და იმედის კარგი წელის დადგომის. 2014 წელს ცხენის წელი გვიახლოვდება და შესაბამისად ყველა ცდილობს ლამაზად დახვდეს მას.

პირველად ნაძვის ხე 400 წლის წინ მორთეს და მას ამშვენებდა მხოლოდ სუფთა ვაშლი. ხოლო მინის პატარა ფერადი ბურთები, რომლებიც გავდა ვაშლს და სათამაშოები გაუკეთეს ნაძვის ხეს 1848 წელს გერმანიაში. ეხლაც შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ხე ასეთი სტილით, ოღონ ნუ გამოიყენებთ ნამდვილ მანდარინსა და ვაშლს. დაკიდეთ ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოები. ეცადეთ, რომ მორთულობა შეესაბამებოდეს თქვენი სახლის ინტერიერს. გამოიყენეთ ის ფერები, რაც სახლში გაქვთ. ნუ აურევთ ბევრ სათამაშოს და წვიმებს ერთმანეთში რათა არ დაკარგოს ხემ ელეგანტურობა. განალაგეთ ლამაზად გაუკეთეთ ნათურები და გამორთეთ სახლში სინათლე და შემდეგ ჩართეთ.

გამოიყენეთ ლურჯი ფერები, რადგან წელს ლურჯი ცხენის წელი მოდის. თუ გსურთ საახალწლო განწყობა ნაადრევად შეიქმნათ, მაშინ შეგიძლიათ ნაძვის ხე ერთი კვირით ადრე იყიდოთ. ასევე შეიძლება 31-ში გახვიდეთ და მაშინ შეიძინოთ თუ ამ დღეს მისი სიმცირე არ იქნება. წელს ასევე შეგიძლიათ დაამაგროთ ფიფქები, პატარა ცხენის ფიგურები, დაუსვათ სანტაკლაუსი ან თოვლის ბაბუა.
თუ სახლში პატარები გყავთ მიაღებინეთ მათ ამ არაჩვეულებრივ პროცესში მონაწილეობა, ეს მათთვის დიდი სიხაროლი და დაუვიწყარი შეგრძნება იქნება. ამღერეთ მის გარშემო და ამხიარულეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი სათამაშოები, რომლებიც სახლში გაქვთ და დაამატოთ ახლებიც.

გაილამაზეთ ახალი წელი ამ მშვენიერი ხით. გაილამაზეთ და აიმაღლეთ განწყობა და გაახარეთ პატარები. ნაძვის ხე ყველაზე კარგად ქმნის საახალწლო განწყობას. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1671 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: