ოთხშაბათი, 2025-01-29, 9:46 PM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » როგორ მოვამზადოთ აჭარული ხაჭაპური
9:24 PM
როგორ მოვამზადოთ აჭარული ხაჭაპური

მასალა:

1. ფქვილი 400 გრ. 
2. იმერული ყველი 200 გრ. 
3. სულგუნი 300 გრ. 
4. ზეთი 30 გრ. 
5. საფუარი 1/2 ჩ.კ. 
6. მარგარინი ან კარაქი 40 გრ. 
7. კარაქი (ყველში გასადნობად) 40 გრ. 
8. რძე 100 მლლ. 
9. კვერცხი 2 ცალი 
10. შაქარი 1/2 ჩ.კ. 
11. მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.თბილ რძეში დაადნეთ კარაქი ან მარგარინი, დაამატეთ შაქარი, ჩააყარეთ საფუარი და ცოტაოდენი ფქვილი. მასა გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში.

2.შემდეგ მოზილეთ ცომი. გადაზელვის დროს დაუმატეთ ზეთი. მოზელილი ცომი გააჩერეთ კიდევ 15 - 20 წუთის განმავლობაში.

3.გააბრტყელეთ ცომი და მიეცით მას ოვალური ფორმა. გაბრტყელებული ცომის ზედაპირს მოაყარეთ გახეხილი ყველი შერეული ათქვეფილ კვერცხთან. გრძელი გვერდებიდან გადაახვიეთ ცომი რულეტად რათა მიიღოთ ერთ სანტიმეტრიანი ბორტები ორივე მხრიდან. ამ ბორტების შიგნით უნდა მოაყოლოთ ყველი. შემდეგ შეკარით ბოლოები და მიეცით ხაჭაპურს ნავის ფორმა.

4.აჭარული ხაჩაპური მოათავსეთ ღუმელში 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე. დაახლოებით 15 წუთის მერე გამოიღეთ ხაჭაპური, დაახალეთ კვერცხი და დააბრუნეთ ხაჭაპური ღუმელში.

5.როგორც კი კვერცხის ცილა შეიკვრება, გამოიღეთ აჭარული ხაჭაპური ღუმელიდან და დაადეთ ზედ კარაქის ნაჭერი.

კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 760 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: