ვნებიანი და მსხვილი ტუჩები ერთ-ერთია, რაც მამაკაცის ყურადღებას იპყრობს და ქალს მიმზიდველს ხდის მისთვის. მაგრამ ყველა როდი დაგვაჯილდოვა ბუნებამ ასეთი ტუჩის ფორმით. გარდა იმისა, რომ დღეს შეგიძლიათ მიმართოთ პლასტიკას და გაიდიდოთ ტუჩები, თავადაც მარტივად შეგიძლიათ ვიზუალურად მოცულობითი გახადოთ თქვენი ტუჩები. ამისათვის კი:
1. შეარჩიეთ ღია ფერის პომადები და ტუჩის მბზინავი საცხები. ისინი ვიზუალურად ადიდებენ ტუჩებს.
2. ხორცისფერი კონტური ტუჩებს მოცულობას მიანიჭებს.
3. ქვედა ტუჩის ცენტრში წაისვით მზინავი საცხი (ე.წ. ბლესკი)
4. კონტური ტუჩის ბუნებრივი ხაზის ოდნავ ზემოთ წაისვით, მაგრამ არ გადააჭარბოთ - კონტური ორგანულად უნდა ჩაჯდეს სახესთან.
5. იმისათვის, რომ კონტური ბუნებრივად ჩაჯდეს სახესთან, წინასწარ პუდრი ან ტონალურის თხელი ფენა გადაისვით ტუჩებზე.
|