შაბათი, 2025-01-18, 4:57 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » როგორ ავირჩიოთ სახლის კინოთეატრი
8:56 PM
როგორ ავირჩიოთ სახლის კინოთეატრი

1. სივრცე და სიძლიერე;

სახლის კინოთეატრის არჩევისას ორიენტირება მოახდინეთ სისტემის პირდაპირპრპპორციულობაზე იმ ფართთან, სადაც დინამიკები უნდა განათავსოთ. 300ვტ-მდე მოცულობის სისტემა გათვლილია მცირე ოთახებისთვის, 300-400ვტ. საშუალო ოთახებისთვის, ხოლო 500ვტ და მეტი შეავსებს ძალიან დიდ ოთახებსაც კი.

ძირითადი განსხვავება სახლის კინოთეატრსა და DVD-პლეერს შორის ჟღერადობაშია, რომელიც ქმნის დასწრების სრულ ეფექტს და იძლევა სიტუაციის რეალურად აღქმის საშუალებას. ამ ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დამონტაჟების წესების დაცვით. არ დაგავიწყდეთ, წინასწარ შეაფასოთ აუდიტორიის განლაგება, გაითვალისწინეთ, რომ დინამიკები უნდა განთავსდეს თავის დონეზე და უფრო ზემოთ. გადაწყვიტეთ, სად გსურთ დაალაგოთ დინამიკები -კედელზე თუ იატაკზე. თვით ოთახის აკუსტიკური თვისებები თამაშობენ ისეთივე მთავარ როლს, როგორც სწორად განლაგებული დინამიკები. ოპტიმალური აკუსტიკური იზოლაციის მიღწევა შესაძლებელია ინტერიერის ხალიჩებით, მძიმე ფარდებით, რბილი ავეჯით და ასევე დიდი სურათებით გაფორმების საშუალებით.


2. DVD-რესივერი:

სახლის ნებისმიერი კინოთეატრის ძირითადი ფაქტორია DVD-ბლოკი, რომელიც პასუხისმგებელია დისკების აღქმასა და მრავალარხიანი ჟღერადობის გადამუშავებაზე. თანამედროვე პლეერები, ძირითადად, ყველა სტანდარტულ CD და DVD-დისკებს აღიქვამს. პროცესორით ხმის დამუშავების შესაძლებლობა განისაზღვრება ჩამონტაჟებული დეკოდერების ტიპებით და რაოდენობით.

სახლის კინოთეატრში დინამიკების რაოდენობის მიუხედავად, მოცულობითი, მაღალხარისხიანი ხმის მიღება შესაძლებელი ხდება აუდიოდეკოდერის წყალობით. რაც უფრო კარგი დეკოდერია ჩამონტაჟებული სისტემაში, მით უფრო გაზრდილია შესაძლებლობა მრავალარხიანი ხმის აღქმისა.

დღესდღეისობით, გავრცელებული მრავალარხიანი ხმის ფორმატის Dolby Digital -ის მხარდაჭერის გარდა, ასევე საყურადღებოა - DTS (Digital Theatre System) მქონე დეკოდერის არსებობა. აუდიომონაცემების სიჩქარე DTS-ში სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე-Dolby Digital-ში. შესაბამისად, ორიგინალი აუდიო ჩანაწერი ბევრად ხარისხიანია და აუდიო ეფექტები უფრო მეტყველი. ჩამონტაჟებული ხმის სისტემა Dolby Pro Logic II - შეძლებს ჩვეულებრივი სტერეო ხმის (2.0) ექვსარხიან სისტემაში გადაყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმა ორი დინამიკის ნაცვლად 5 დინამიკში და საბ ბუფერში (ბასი) გადანაწილდება.

უფრო მაღალი დონის DVD-პლეერის ვერსიებში სტანდარტულის გარდა არის მაღალი ტევადობის დისკები (Blu-Ray и HD-DVD-ფორმატით).

კედლის, თაროს და იატაკის დინამიკები;

იმის შემდეგ რაც DVD-მიმღების საერთო მოცულობას განვსაზღვრავთ, გადავიდეთ აკუსტიკის არჩევაზე, რაც უზრუნველყოფს ,,დასწრების ეფექტს''. ოთახის ფართიდან გამომდინარე ჩამოყალიბდით თუ რა ტიპის (კედლის, იატაკის თუ თაროს ) დინამიკი გჭირდებათ. თუ DVD-თეატრში არის ხმის ავტომატური რეგულირების სისტემა, ეს დაგეხმარებათ ხმის ბალანსირებულად განაწილებში. სწორად განლაგებული დინამიკები უზრუნველყოფს ბუნებრივ, მოცულობით ხმას.

პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ხმის სტანდარტი ერგება 6 არხზე ჩაწერილ ხმის სტანდარტს - (5.1 System): 2 წინა, 1 ცენტრალური, 2 უკანა და 1 საბ ბუფერი(ე.წ. "ბასსბოჩკა"). გამონაკლისია კედლის - Wall DVD-თეატრი - 2წინა დინამიკით და საბ ბუფერით. ამ სისტემის უპირატესობა არის მინიმალური ადგილი და უმავთულობა (უკაბელოა). DVD-თეატრი მაგრდება ან ფიქსირდება კედელზე ტელევიზორის გვერდზე. ამ ორი მოწყობილობის აკუსტიკური სისტემა, სინქრონულად იძლევა მაქსიმალურად მოცულობით ხმას.

სახლის კინოთეატრი "შელფის" დინამიკებით (თაროზე დასადები) ზომით პატარაა, არაჩვეულებრივად უხდება პატარა ოთახებს. დინამიკები შეიძლება დავაფიქსიროთ კედელზე, ასევე დავდოთ თაროზე. დინამიკების (საბ ბუფერის გარდა) განთავსება სასურველია მაყურებლის თავის დონეზე ან ოდნავ მაღლა.

სახლი კინოთეატრის იატაკის დინამიკები მოცულობით უფრო დიდია "შელფის" დინამიკებზე. შედეგად - მაქსიმალურად ღრმა, გაჯერებული ხმა, პლიუს დაბალი ტონალობის ჰარმონიული აღქმა. იატაკისთვის განკუთვნილი სისტემები იკავებენ უფრო მეტ ადგილს, მათი ღირებულებაც მეტია, რადგან ზომით დიდ დინამიკებში, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ხმის რელიაზება ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბალი ტონალობა ანუ ბასი პატარა ოთახებში მეტად რეზონანსული იქნება. (მინების წკრიალი ან ჩხარუნი, დაკიდული ჭერების თრთოლვა და ა.შ.).

მწარმოებლები აკომპლექტებენ სახლის კინოთეატრს გარემოსთან ადვილად თავსებადი სისტემით. მათი ამოცანაა სივრცის შეფასება, დინამიკების საბოლოო განთავსება და ხმის ხარისხის ოპტიმიზაცია. ასეთი სისტემით თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ხმა მოსმენის არეალში დაბალანსებული იქნება.

3. კორპუსი, მასალა და დინამიკების დიზაინი;


არჩევისას ყურადღება მიაქციეთ დინამიკის კორპუსს და მასალას. ძირითადად, სახლის კინოთეატრის შესაქმნელად გამოიყენება ორი ტიპის კორპუსი - Bass Reflex და დახურული. ყველაზე გავრცელებული მასალა არის პლასტმასი MDF და ხე.

Bass Reflex ტიპის უპირატესობა არის მაღალი მგრძნობელობა და დაბალის ტონალობის (ბასის) ჟღერადობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. Bass Reflex გამაძლერებლების განთავსება კედელთან ახლოს არ შეიძლება, რადგან სიღრმის ეფექტი იკარგება.

დახურული კორპუსის მქონე დინამიკების უპირატესობა ხმის გადაცემის მაღალი ხარისხია. დახურული კორპუსის მქონე დინამიკები ძირითადად თაროებისთვისაა განკუთვნილი.

აკუსტიკური სისტემების კორპუსის ჩარჩოს დასამზადებლად გამოიყენება-პლასტმასი, MDF და ხე. ფართო გამოყენება აქვს MDF -სგან დამზადებულ კორპუსებს, მათი ღირებულება ნაკლებია ვიდრე ხის მასალისგან დამზადებულის. პლასტიკურ კორპუსებს ფართო არჩევანი აქვთ, წონის სიმცირის გამო მათი მონტაჟი კედელზე სირთულეს არ წარმოადგენს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საბ ბუფერის (ბასი) კორპუსს, რადგანაც ის წარმოქნის დაბალ და ძალიან დაბალ სიხშირეებს. რეკომენდებული მასალაა- MDF, ტიპი კი - Bass Reflex.


4. სახლის კინოთეატრის პორტები:

სახლის კინოთეატრში შემავალ და გამომავალ პორტებზე არის დამოკიდებული აუდიო და ვიდეო სიგნალის გადაცემის ხარისხი და სიჩქარე. სახლის კინოთეატრების პორტები შეიძლება დიდ როლს თამაშობდეს ფასზე, ანუ კინოთეატრის ფასი გაიზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტი აუდიო-ვიდეო აპარატურის დაკავშირებას შევძლებთ მასთან.

კომპონენტური და კომპოზიტური პორტები არის სტანდარტული, რომელიც არსებობს პრაქტიკულად ყველა მოდელში. კოაქსალური ციფრული შესასვლელი გამოიყენება ციფრული აუდიოსიგნალის გადაცემისთვის (როგორც მრავალარხიანი ისე სტერეო). ოპტიკური აუდიო გასასვლელის არსებობა უზრუნველყოფს ხმის უმაღლესი ხარისხით გადაცემას,მაშინაც კი როდესაც ელექტროენერგია არასტაბილურია.

HDMI -ინტერფეისი არის პორტი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული აუდიო-ვიდეო ინფორმაციის 100%-იან გადაცემას. ასე რომ ამ ფაქტორს სახლის კინოთეატრის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მოსახერხებელი გახდება, ფაილების აღდგენის შესაძლებლობა ციფრული გამავრცელებ- ლებიდან USB და Bluetooth - ინტერფეისებიდან. ასევე შესაძლებელი იქნება, გარე მოწყობილობებიდან სახლის კინოთეატრის ეკრანზე სხვადასხვა ინფორმაციის ასახვა. მაგალითად, როგორიცაა ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა თუ მეხსიერების ბარათი (იგივე ფლეშკა).


5. დამატებითი პარამეტრები;

სახლი კინოთეატრის შედარების და შერჩევისას ძირითადი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინების შემდეგ, მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, შეგიძლიათ კონცენტრირება მოახდინოთ ისეთ სასიამოვნო დეტალებზე როგორიცაა-დამატებითი მახასიათებლები და დიზაინი.

ძირითადი ფაქტორი არის სახლის კინოთეატრის დიზაინი, რომელიც ადამიანის სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ელეგანტური-დიდი, თუ მოსახერხებელი პატარა დინამიკები, აგრეთვე დისპლეის ორიგინალური ფონური განათება - ეს არის საბოლოო შტრიხი, დიზაინის შერჩევისას.

FM-რადიო მიმღები არის სახლი კინოთეატრის განუყოფელი ნაწილი. დამახსოვრებული არხების რაოდენობა მერყეობს 10დან- 30მდე. გარდა ამისა, სახლის კინოთეატრების უმრავლესობას გააჩნია კარაოკეს ფუნქცია. კომპლექტი შეიძლება შეიცავდეს დისკებს სხვადასხვა სიმღერებით (100დან 2000-მდე კომპოზიცია) და მიკროფონს. სახლის კინოთეატრის ზოგიერთი მოდელი შეიძლება უკავშირებოდეს უკაბელო მიკროფონებსაც.

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 926 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: