შაბათი, 2025-01-18, 5:03 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » როგორ ავირჩიოთ პლაზმური ტელევიზორი
11:06 AM
როგორ ავირჩიოთ პლაზმური ტელევიზორი


1. დიაგონალის შერჩევა;

პლაზმური ტელევიზორის არჩევა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ტელევიზორის, იწყება დიაგონალიდან. ტექნოლოგიური მახასიათებლების გამო ,,პლაზმურს'' 94 სმ-ზე ნაკლები დიაგონალით არ აწარმოებენ. მათ ათავსებენ ფართე ოთახებში, სასტუმრო და საძინებელში, სახლის კინოთეატრებში. ოპტიმალური მანძილი მაყურებელსა და ეკრანს შორის 3-4 მეტრი უნდა იყოს, თუ ნაკლები იქნება გამოსახულება გაიფანტება და დაიწყებს ციმციმს.

პლაზმური ტელევიზორები დიაგონალით 37-40 დიუმი (94-102 სმ) შესაფერისი იქნება პატარა ფართისთვის, სადაც მანძილი მაყურებელსა და ტელევიზორს შორის არ აღემატება 3 მეტრს. ასეთი კატეგორიის მოდელები ცოტაა, რაც დაკავშირებულია მცირე ფორმატის მქონე პლაზმური პანელების გამოშვების ხარჯებთან.

ყველაზე დიდი მოთხოვნა და შესაბამისად რეალიზაცია არის კატეგორიაზე 42-46" (107-117 სმ). მანძილი მაყურებელსა და ამ მოდელის ტელევიზორს შორის 3-4მეტრია.

კატეგორია 50"დიუმიდან ზემოთ (127სმ) გამოსახულების ხარისხით არ ჩამოუვარდება თავის კომპაქტურ ანალოგებს. მათი განთავსებისთვის არაა სავალდებულო შთამბეჭდავი ზომის ფართი, ის საკმაოდ მოხერხებული და თავსებადია. ერთადერთი პირობაა, რომ მანძილი ტელევიზორსა და მაყურებელს შორის 4 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

2. გამოსახულების ხარისხი - გარჩევადობა და სკანირება;

ეკარანის გარჩევადობას განსაზღვრავს, მასზე გამოსული პიქსელები ანუ დატალიზაცია და გამოსახულების სიმკვეთრე. რეკომენდებულ ვარიანტად შეიძლევა ჩაითვალოს მაღალი ხარისხის გარჩევადობა HD 720p, 1080i, 1080p, სადაც მოცემული ციფრი ნიშნავს გარჩევადობას-ჰორიზონტალურად, ხოლო მითითებული ინდექსი მეტყველებს სკანირების ტიპზე.

გამოსახულების მაქსიმალურ გარჩევადობას გვთავაზობენ ტელევიზორები მაღალი მკაფიოობის ფორმატით HD TV, High Definition Television . მაღალი გარჩევადობის სიგნალის წყაროებია - სატელიტური და საკაბელო ტელევიზია, კომპიუტერი, HD DVD & Blu-ray - პლეერები. HD-გარჩევადობა გულისხმობს თანაფარდობას 16 : 9 და გარჩევადობას- 1920x1080. (1080i/p) ან 1280x720 (720p) . ინდექსი ,,i'' ნიშნავს, რომ ერთი პიქსელი ერთ წამში განათდება 30-ჯერ მარჟვნიდან მარცხნივ. ხოლო, ინდექსი P (პროგრესული სკანირება) მიგვანიშნებს, რომ განათდება 60-ჯერ. რაღა თქმა უნდა, ორჯერ უკეთესად განათებული ეკრანი უკეთეს გამოსახულებას მოგვცემს.

HD-Ready ტელევიზორიც, ასევე უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ გარჩვადობას, მაგრამ პიქსელების რაოდენობა, ამ შემთხვევაში 2-ჯერ მცირეა, ვიდრე Full HD-ტელევიზორისთვის.

გამოსახულების ხარისხის გაზრდაში ასევე ეხმარება 100Hz-ტექნოლოგია, სტანდარტული გარჩევადობისგან განსხვავებით რომელიც 50Hz მოიცავს. ამ ტექნოლოგიის მქონე ტელევიზორებში პროცესორს ორ კადრს შორის კიდევ ერთი დამატებითი კადრი შეყავს რეალისტური მოძრაობებისა და დინამიური სცენებისთვის. ინოვაციური ტექნოლოგია 600Hz ახდენს, ყოველი კადრის ოპტიმიზირებას 1080 გარჩევადობამდე, ასევე აჩქარებს გამოსახულების აღქმას სრულყოფილი სიზუსტით.

3. სიკაშკაშე და კონტრასტი;

რაც უფრო მაღალია სიკაშკაშის და კონტრასტულობის მაჩვენებელი პლაზმურ ტელევიზორებში მით მკაფიო და რეალური იქნება სურათი. პლაზმური პანელებისთვის სიკაშკაშე მერყეობს 450-500 კანდელიდან (სიკაშკაშის საზომი ერთეული) 1400-1500 კანდელამდე. (რაც უფრო მაღალია ციფრი, მით მაღალი კლასისაა კონკრეტულ მოდელი). რაც უფრო მაღალია ტელევიზორის კონტრასტულობა, მით უფრო დეტალურად და ხარისხიანად ასახავს დაბინდულ სცენებს.

პლაზმურ ტელევიზორებში, დისპლეის პიქსელებს ახასიათებთ სინათლის გამოსხივება, ამიტომაც სიკაშკაშის და კონტრასტულობის მაჩვენებელი მათ როგორც წესი ბევრად მაღალი აქვთ ვიდრე LCD-მოდელებს. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევისას გასათვალისწინებელია ეს პარამეტრები, ისინი განსხვავდებიან მოდელის დონის შესაბამისად. სიკაშკაშის და კონტრასტულობის შენარჩუნება ასევე მნიშვნელოვანია კარგად განათებულ ოთახშიც.

კონტრასტულობა-ტელევიზორის თვისებაა შეინარჩუნოს და გადასცეს ტონალობა, დინამიური კონტრასტულობისგან განსხვავებით, რომელიც დაფუძნებულია სიკაშკაშის დონის ავტომატურ რეგულირებაზე, ეს პარამეტრი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ობიექტურად შევაფასოთ ტელევიზორის ხარისხი.

4. ტიუნერი და დინამიკები;

პლაზმურ ტელევიზორში TV-ტიუნერების არსებობა შემოსული სიგნალის გარდაქმნისათვის კრიტიკულია სათანადო პერიფერიული მოწყობილობების (ვიდეო ჩამწერი, სატელიტური მიმღები-რესივერი, სახლის კინოთეატრი) არ არსებობის შემთხვევაში. იგივე შეიძლება ითქვას დინამიკებზე. ის ვინც აპირებს აღჭურვოს სახლი კინოთეატრით, ჩაშენებული აკუსტიკის ხარისხი სავარაუდოთ არ დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია რომ ფუნქცია (სურათი-სურათში) ხელმისაწვდომია მხოლოდ ორი ციფრული სელექტორის არსებობისას.

სწორედ ჩამონტაჟებული სელექტორები და დინამიკები ანსხვავებენ პლაზმურ ტელევიზორებს, ე.წ პლაზმური პანელებისგან, რომლებიც გათვალისწინებულია სახლის კინოთეატრებისთვის. სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელს შეუძლია, სელექტორის გარეშეც შეუერთოს პანელი დამატებით აუდიო-ვიდეო წყაროებს. მეორეს მხრივ, ორი სელექტორის არსებობა (მაგ. ჩაშენებული და გარე ან ორი ჩამონტაჟებული) ერთდროულად ჩაწერის და გადაცემის ყურების და ასევე "სურათი-სურათში"ფუნქციით სარგებლობისა საშუალებას გვაძლევს. დღესდღეისობით, ყველაზე აქტუალური სტანდარტული სელექტორები არის - DVB-T.

5. ინტერფეისები;

თუ თქვენ გეგმავთ რომ პლაზმური ტელევიზორი აქციოთ გასართობ ცენტრად, მოდელის ამორჩევისას ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ხელსაწყოებთან დაკავშირების შესაძლებლობას. შესაფერისი ინტერფეისები საშუალებას იძლევა დაუკავშიროთ ტელევიზორს დამატებითი წყაროები, ასევე დაუკავშიროთ ის სახლის LAN-ქსელს, რა თქმა უნდა, ინტერნეტში შესვლაც შესაძლებელია.

პლაზმური ტელევიზორის შერჩევისას, ორიენტირება მოახდინეთ იმაზე თუ რა სახის ტექნიკის მიერთებას აპირებთ მასთან, იქნება ეს პერსონალური კომპიუტერი, დამატებითი დინამიკები თუ სატელიტური მიმღები-რესივერი. საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს ინტერფეისი - HDMI, რომელიც განკუთვნილია მაღალი სიზუსტის სიგნალის გადაცემისთვის. უკეთესია თუ HDMI - პორტები იქნება რამდენიმე, წინა და გვერდითა პანელებზე, იმისთვის რომ ტელევიზორს სწრაფად და მარტივად დაუკავშიროთ თანამედროვე ვიდეოკამერა ან სხვა მოწყობილობა.

DVD-პლეერის ან კომპიუტერისგან სიგნალის მისაღებად საჭიროა თავსებადი HDMI-პორტი. თუ ტელევიზორს გააჩნია DLNA-სტანდარტი, ის შეიძლება ადვილად ინტეგრირებულ იქნას სახლის LAN - ქსელში, ინფორმაციის გაცვლისთვის (გამოსახულება, ვიდეოები, მუსიკა). თანამედროვე პლაზმური ტელევიზორები აღიქვამენ არა მარტო მყარ დისკზე ჩაწერილ ფილმებს, არამედ სპეციალური ფუნქციების დახმარებით უკავშირდებიან ინტერნეტს.

6. დამატებითი მომენტები;

პლაზმური ტელევიზორის არჩევისას, ყურადღებას აქცევენ არა იმდენად ტექნიკურ მახასიათებლებს რამდენადაც მის გარეგნულ მხარეს და პანელის დიზაინს. ესთეტიკური კუთხით მიდგომა სავსებით მისაღებია. მოდელების უმრავლესობა, მსგავსი ფასებით, მომხმარებელს ერთი და იგივე ფუნქციებს სთავაზობენ. რაც უფრო ძვირია პლაზმური ტელევიზორი, მით მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობები გააჩნია მას. დამატებით ფუნქციებს შორისაა - სპეციალური ანტისტატიკური საფარი, რომელიც იცავს ეკრანს ელექტროსტატიკური მუხტების დაგროვებისგან, ასევე მტვრისგან. Anti-reflective საფარი ამცირებს სინათლის ანარეკლს ეკრანის მინის ზედაპირიდან. მოდელის შერჩევისას, დაინტერესდით აქსესუარების არსებობით და მათი ხარისხით, უნივერსალური პულტი შეიძლება გახდეს როგორც კინოთეატრის ასევე კონდიციონერის სამართავი.


2. რაც დრო გადის მით უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ფილმების ყურებას მაღალი ხარისხით პლაზმურ ტელევიზორებში, ვიდრე კომპიუტერის ეკრანებზე. თანამედროვე პლაზმური ტელევიზორის არჩევისას გამოგადგებათ შემდეგი რჩევები:

გამოსახულების ხარისხს რომელსაც გადმოსცემს პლაზმური დისპლეი, გააჩნია მაღალი ხარისხის ნიშანთვისებები. გახსოვდეთ, რომ პლაზმური ეკრანის მაღალი ფასი არ ნიშნავს ამ მოწყობილობის მაღალ ხარიხს.

დააზუსტეთ ზომები იმ ადგილის სადაც გინდათ, რომ დადგათ პლაზმური ტელევიზორი. ეკრანის დიაგონალი არ უნდა იყოს იმაზე დიდი ვიდრე მაყურებელის დისტანცია არის ტელევიზორამდე.
ამ შემთხვევის გაუთვალისწინებლობისას თქვენ შეამჩნევეთ დეფქტებს გამოსახულებში. ძალიან ახლო მანძილიდან ტელევიზორისათვის ყურება არც ჯანმრთელობისთვის არის კარგი.

დაადგინეთ მაქსიმალური "გაფართოება", (Resolution) რომლის გადმოცემაც ტელევიზორის მატრიცას შეუძლია. რაც მეტია ეკრანის გაფართოება მით უფრო ახლოდან შეიძლება დეტალურად ჩანდეს წვრილმანები. ერთიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ზოგიერთი ტელეარხი გადმოცემას ახორციელებს დაბალი ხარისხის სიხშირით ასე რომ სანამ იყიდდეთ ტელევიზორს გაითვალისწინეთ არხების გადმოცემის სიხშირე და ხარისხი და მას შემდეგ შეარჩიეთ დიაგონალის ზომა.

შეისწავლეთ გამოსახულების (Display) შესაძლებლობები. ყურადღება მაიქციეთ კონტრასტისა და სიღიავის მაჩვენებლებს. პლაზმური ეკრანები როგორც წესი გამოირჩევიან ნათელი ჩვენებით რაც საყურებლად ძალიან კომფორტულია იმ შემთხვევაშიც კი როცა მზის სხივები პირდაპირ ეცემა მონიტორს. აუცილებლად დაადგინეთ ჰერცების სიხშირეს (Hz), თუ რამდენად ჩქარა ნახლდება მონიტორზე ჩვენება, რაც მეტია უკეთესია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ იმ შემთხვევაში თუ თამაშობთ ვიდეო თამაშებს ან მონიტორს იყენებთ არა მარტო ტელევიზორად არამედ კომპიუტერის ეკრანადაც.

თუ პლაზმური ტელევიზორის დიაგონალი 50 დიუმზე მეტია, მატრიცის გაფართოება არ უნდა იყოს მეტი ვიდრე 1280x720 (პიქსელი). ეს უმეტესწილად მხოლოდ ძველ პლაზმურ ტელევიზორს ეხებათ ხოლმე.
გახსოვდეთ, რომ ხშირად შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია გაარჩიოთ სხვაობა 1600х900 და 1920х1080 (პიქსელებს) გაფართოებებებს შორის.

დაუთმეთ ყურადღება დამატებით პარამეტრებს, რომლებიც გააჩნიათ პლაზმურ ტელევიზორებს. თანამედროვე ტელევიზორები მუშაობენ არა მარტო შიდა მყარ დისკებზე, არამედ შეიძლება კავშირი ჰქონდეთ ინტერნეტთანაც. არც ის დაგავიწყდეთ, რომ პანელის დასაყენებლად ადგილი დაგჭირდებათ. თუ ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება გადაწყვიტეთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის საიმედოდ იქნება დამაგრებული. დააკვირდით თუ რა სახის სამაგრით არის ის მიმაგრებული კედელზე.

შეამოწმეთ ყველა პორტი, იქნება ეს ანტენის, ინტერნეტის, HDMI კაბელის ის თუ ფლეშ -USB მახსოვრობის. იმ შემთვევაში თუ ეს პორტები ტელევიზორს აქვს დისპლეის უკანა მხარეს მაშინ მისი დაკიდება კედელზე შემდგომში შეგიშლით ხელს ამ პორტების გამოყენებაში. ან სხვა შესაძლო შემთხვევაში კედელს უკან უნდა ქონდეს შესაბამისი ზომის ჭრილი.

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 939 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: