შაბათი, 2025-01-18, 5:07 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » როგორ ავირჩიოთ მობილური ტელეფონი
9:06 PM
როგორ ავირჩიოთ მობილური ტელეფონი

მობილური ტელეფონი, კომუნიკატორი თუ სმარტფონი

მობილური ტელეფონის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, კონკრეტულად როგორი ტიპის მოწყობილობა გინდათ. არსებობს მობილურები, რომლებიც ორიენტირებული არიან: ფოტოს გადაღებაზე, ინტერნეტის მოხმარებაზე, მუსიკის მოსმენაზე, დიზაინზე და სხვა ფუნქციებზე. ან მობილურები, რომელებიც ასრულებენ კომპიუტერის ფუნქციებს, ამ ტიპის მოწყობილობებიდან გამოარჩევენ კომუნიკატორებს და სმარტფონებს.

კომუნიკატორებსა და სმარტფონებს შორის, არსებითად, დიდი განსხვავება არაა და ამ ტიპის მოწყობილობების შედარება დიდ აზრთასხვაობას იწვევს. კომუნიკატორების შემთხვევაში მულტიმედიური შესაძლებლობები (ფოტო, ვიდეო, მუსიკა და ა.შ) შედარებით შეზღუდულია. სმარტფონი, შეიძლება ითქვას, რომ არის მობილური ტელეფონი პლიუს პერსონალური კომპიუტერი, ხოლო კომუნიკატორი -პერსონალური კომპიუტერი პლიუს GSM/SPRS მოდული, მობილური კავშირის და ინტერნეტ მოხმარებისთვის.

სმარტფონის მუშაობა ეფუძნება ოპერაციულ სისტემას Windows Mobile, Symbian, Maemo, Android, iOS, BlackbBery OS რისი საშუალებითაც შესაძლებელია მასში ჩაიტვირთოს მრავალი ტიპის აპლიკაცია მაგ: Skype, Oficce, Brawser-ები და სხვა სამომხმარებლო პროგრამები, რაც ზრდის სმარტფონის ფუნქციონირებას. ამ ტიპის მოწყობილობების სწრაფმოქმედება დამოკიდებულია მძლავრ პროცესორზე და ასევე ოპერატიულ მეხსიერებაზე.

კომუნიკატორი - არის ჯიბის კომპიუტერი, დიდი ეკრანით, ხშირად სენსორულით და QWERTY- კლავიატურით. პრაქტიკულია თამაშებისთვის, ელექტრონული წიგნების საკითხავად, ფილმების საყურებლად, სხვადასხვა დოკუმენტებთან, ასევე საოფისე პროგრამებთან და ელექტრონულ ფოსტასთან სამუშაოდ.

ასე რომ, თუ თქვენ გინდათ მოწყობილობა, რომლითაც გააგზავნით SMS, MMS, მოუსმენთ მუსიკას, გადაიღებთ ფოტოს - აირჩიეთ მობილური ტელეფონი. ხოლო თუ თქვენ გინდათ მოწყობილობა, რომლითაც შეასრულებთ ყველა ამ ფუნციას, პლიუს გექნება ოპერაციული სისტემა, რომლითაც უფრო გაზრდით ფუნქციონირებას და ეს იქნება უფრო მძლავრი მოწყობილობა, მაშინ აირჩიეთ - სმარტფონი და თუ თქვენ გჭირდებათ მოწყობილობა, რომელიც შეასრულებს ჯიბის კომპიუტერის ფუნქციას - კომუნიკატორი.

ვიზუალური მხარეები

როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ტელეფონი ? - ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგს კლასიკური ფორმები და შთამბეჭდავი ზომები მოსწონს, ზოგს კი ურჩევნია ტელეფონი ჯინსის ჯიბით ატაროს და მომხიბლავი მოძრაობით გახსნას ტელეფონის ხუფი. პრაქტიკულად ყველა მწარმოებლები მობილურებს განსხვავებული ფორმა - ფაქტორებით უშვებს. ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე.

ვრცლად:

კლასიკური ანუ მონობლოკის ფორმა - მართკუთხა მობილური ტელეფონი, რომელსაც საჩვენებელ პანელზე აქვს განთავსებული ეკრანიც და კლავიატურაც. უმეტესად ეს საშუალო ზომის აპარატებია, რომლებსაც აქვთ საშუალო ზომის ეკრანი. გამონაკლისებია ის მოდელები, რომლებშიც გამოიყენება მხოლოდ QWERTY კლავიატურა, ეს ნიშნავს, რომ მთლიან საჩვენებელ პანელზე განთავსებულია მხოლოდ ეკრანი და ორი-სამი "ცხელი"კლავიში. ასეთი ტელეფონის მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ, შემთხვევით გამოძახების კლავიშზე ხელის დაჭერა, იმ შემთხვევაში როცა აპარატი ვიწრო ჯიბეში დევს.

დასაკეცი ტიპის ტელეფონები ძალიან პოპულარულია ქალებში. ჩვეულებრივ, ეს არის ლამაზი, საშუალო დონის მოდელები, რომლებიც იკეცება. ეკრანი და კორპუსი ერთმანეთზეა დადებული. იმისათვის რომ უპასუხოთ ზარს ან, უბრალოდ, გახსნათ ტელეფონი უნდა აწიოთ ზედა ხუფი. ძირითადი ეკრანი და კლავიატურა დამალულია აპარატის ორნახევარს შორის. დასაკეცი ტელეფონების ზედა მხარის ქვეშ არის განთავსებული ეკრანი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში ეხება კლავიატურას, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია ქვედა ნახევარზე. ზოგიერთ მოდელებში მობილური აპარატების საჩვენებელ ნაწილზე განთავსებულია პატარა დამატებითი ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია დავინახოთ ვინ გვირეკავს, დრო და შემოსული sms რაოდენობა. ასეთი ტიპის ეკრანი მთლიანად დაცულია გარეგანი ზემოქმედებისგან.

სლაიდერი - სლაიდერი გვხდება როგორც მამაკაცის ისე ქალის მოდელებში. ამ ტელეფონების მოდელები არის პირველი და მეორე ფორმის კომბინირებული ვარიანტი. სლაიდერის ეკრანი, ისევე როგორც კლასიკის განთავსებულია ზედა მხარის საჩვენებელ პანელზე, ხოლო კლავიატურა ქვედა მხარეს, ისევე როგორც გასახსნელ მობილურს. ასეთი აპარატები არ არის ულტრა თხელი, მაგრამ მწარმოებლებს შეუძლიათ გამოიყენონ დიდი ეკრანი და მსხვილი ან QWERTY კლავიატურის კლავიშები. სლაიდერის მრავალსახეობაა გვერდითა სლაიდერი. გარეგნულად ეს აპარატი ისე გამოიყურება როგორც სლაიდერი, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გვერდითი სლიადერი ჩვეულებრივი სლაიდერისგან გასხვავებით გვერდით იშლება და არა ზემოთ.


მობილური ტელეფონის კამერა

მობილურ ტელეფონში ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კამერა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს როგორც დაბალფასიან ასევე მაღალფასიან მოდელებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. არსებობენ მობილურები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ფოტოს გადაღებაზე, რომელთაც კამერაფონებსაც უწოდებენ, მათ აქვთ მძლავრი კამერა მაგ: 5, 8, 12 მეგაპიქსელი, განათება, ღიმილის დეტექტორი, პანორამა და გადაღების სხვადასხვა რეჟიმი. დაბალფასიან მოდელებში გამოიყენება 0,3_დან 2 მპ_მდე რეზოლუციის კამერები.

 დაბალი რეზოლუციის კამერით გადაღებულ ფოტოს ძირითადად გამოიყენებთ MMS შეტყობინების გადასაგზავნად, ასევე იმისთვის რომ, მიამაგროთ კონტაქტს, დაათვალიეროთ მობილურ ტელეფონში ან დააყენოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ამ რეზოლუციით გადაღებული ფოტო ამოსაბეჭდილი სახით არც ისე ხარისხიანია. ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი რეზოლუციის კამერები. ასევე მნიშვნელოვანია გადაღების რეჟიმების სწორი შერჩევა. რაც შეეხება ვიდეოს- ვიდეოს ხარისხიც დამოკიდებულია გადაღების რეზოლუციაზე. მაღალ ხარისხად ითვლება HD ვიდეო. შერჩევისას, აუცილებელად, უნდა მიაქციოთ ყურადება განათებას, ღამის გადაღებისთვის. 

მულტიმედია

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მუსიკის ხარისხი და ჟღერადობა მაშინ ტელეფონის არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ მულტიმედიაზე. ტელეფონზე, რომელიც ამავე დროს ხარისხიანი მედიაფლეერია. თითქმის ყველა ტელეფონს და სმარტფონს აქვს მპ3 ფუნქცია. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციეთ ტელეფონის შიდა მეხსიერებას და დამატებით მეხსიერების ბარათს, რაზეც დამოკიდებული იქნება თუ რამდენ მუსიკას შეინახავთ თქვენს მობილურში, ყურსასმენს კარგი ვარიანტია 3,5მმ_იანი აუდიო პორტი, სადაც შეგიძლიათ შეართოდ მაღალი ხარისხის ყურსასმენები და ასევე უფრო დიდი სიმძლავრის დინამიკებიც კი, ეს იგივეა პორტია, რაც პერსონალურ კომპიუტერს აქვს. აგრეთვე მნიშვნელოვანია თუ რომელი ფორმატის წაკითხვა (დაკვრა) შეუძლია მობილურს, მაგალითად MP3/WMA/WAV/AAC და ა.შ.

Sony Ericson-ის ზოგიერთ მობილურს აქვს ფუქცია გაჩვენოთ სიმღერის დასახელება, შემსრულებელი და ალბომის სახელიც კი TrackID ფუნქციით. ასევე მნიშვნელოვანია FM მიმღები. ყურადღება მიაქციეთ რამდენი რადიო-ტალღის დაჭერა შეუძლია ტელეფონს და აქვს თუ არა რადიოდან მუსიკის გადმოწერის ფუნქცია.

Bluetooth თქვენი ტელეფონის კიდევ ერთი დამატებითი ფუნქციაა. ის შესაძლებლობას ქმნის მოუსმინოთ სიმღერებს, Bluetooth გარნიტურაში.


ინტერნეტი

თუ თქვენ გიწევთ, ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა, Skype-ით ან სხვა მესენჯერებით სარგებლობთ, გიყვართ ინტერნეტ გვედების დათვალიერება, ყურადღება უნდა მიაქციოთ ინტერნეტის მიღების რა სტანდარტი გააჩნია თქვენ მობილურს და რა თქმა უნდა იმასაც, თუ რამდენათ პრაქტიკული იქნება ინტერნეტში მუშაობა თქვენი მობილური ტელეფონით. ყველა სმარტფონზე და კომუნიკატორზე შესაძლებელია Skype დაყენება. არსებობს ტექნოლოგია VoIP, რომელიც შესაძლებელს ხდის Skype ან სხვა მესენჯერით განვახორციელოთ ზარი, ინტერნეთ ზარები მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს დანახარჯებს. Skype_ს დაყენება შესაძლებელია, ჩვეულებრივ Java ტელეფონებზეც.

რაც შეეხება ბრაუზერებს, მობილური ტელეფონისთვის არსებობს WAP საიტები. ეს არის სპეციალურად მობილურისთვის დაწერილი საიტები, აქვთ მცირე ზომა და გათვლილია მობილურის ეკრანისთვის, ამასთან ერთად, თუ ბრაუზერს HTML_ის მხარდაჭერა აქვს, მობილურებს შეუძლიათ ჩვეულებრივი WEB საიტების დათვალიერებაც.


არსებობს მობილურ ტელეფონში ინტერნეტის მიღების რამდენიმე სტანდარტი. მათ შორის განსხვავება სიჩქარეშია, ერთ-ერთი მეორე თაობის სტანდარტი GPRS_ია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 115 კბ/წმ_ია. არსებობს უფრო სწრაფი სტანდარტებიც მაგ: EDGE სტანდარტით შესაძლებელია 296 კბ/წმ_მდე ინტერნეტის მიღება.

მესამე თაობის დანერგვამ ინტერნეტის მიღების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა, არსებობს მესამე თაობის რამდენიმე სტანდარტი: UMTS, HSUPA,WCDMA,HSDPA ამათგან თანამედროვე მესამე თაობის ტელეფონებში, ყველაზე გავრცელებულია HSDPA, რომლის მაქსიმალური თეორიული სიჩქარე 14,4 მბ/წმ_ია, რაც დაახლოებით 100 ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე მეორე თაობის ტექნოლოგიები.

თანამედროვე ტელეფონებში ასევე მნიშვნელოვანია Wi-Fi ტექნოლოგია, ამ ტექნოლოგიის საფუძველზე, რადიოტალღების მეშვეობით ხდება მობილურ ტელეფონში ინტერნეტის მიღება. Wi-Fi_ის სტანდარტებს შორის ყველაზე გავრცელებული b/g/n, Wi-Fi_ია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 600 მბ/წმ_ია.


მობილური ტელეფონის მეხსიერება

თუ თქვენ მობილურ ტელეფონში ინახავთ, მუსიკებს, ვიდეოებს, ფოტოებს და სხვა ტიპის ინფორმაციას, ყურადღება უნდა მიაქციოთ, შიდა მეხსიერებას და ასევე აქვს თუ არა მეხსიერების ბარათის ჩასადები ბუდე თქვენს მობილურს.

დაბალფასიან მოდელებს, რომელსაც აქვთ, მხოლოდ ძირითადი ფუნციების მხარდაჭრა, მობილური კავშირი, SMS და ინტერნეტი არ ჭირდებათ დიდი მოცულობის მეხსიერება.

სმარტფონებში და კომუნიკატორებში შიდა მეხსიერების გარდა გვხვდება RAM - ოპერატიული და ROM მეხსიერება, ROM მეხსიერებაზე სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება, იგი ხელს უწყობს სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. ოპერატიულ მეხსიერებაზე კი დამოკიდებული რამდენად სწრაფად და შეფერხების გარეშე იმუშავებს მოწყობილობა.

შიდა მეხსიერება ტელეფონში შეიძლება იყოს, რამოდენიმე მეგაბაიტიდან 32 გიგაბაიტიც კი, რაც შეეხება მეხსიერების ბარათის ბუდეს, ტელეფონს აქვს მეხსიერების ბარათის წაკითხვის მაქსიმალური ძღვარი და მეხსიერების ბარათის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენის წაიკითხვა შეუძლია ჩვენ მობილურს, რათა მუშაობაში პრობლემები არ შეექმნას.

მობილურ ტელეფონებში ძირითადად გამოიყენება microSD და microSDHC იგივე T-Flash ტიპის მეხსიერების ბარათები. ეს უკანასკნელი გამოირჩევა უფრო მაღალი სისწრაფით და ინფორმაციის უფრო მეტი ტევადობით. Sony Ericsson_ის გარკვეულ მოდელებში გამოიყენება, Memory Stick Micro (M2), რომელიც ფორმით განსხვავებულია microSD_გან.


მობილური ტელეფონის ეკრანი

დღეს მობილური ტელეფონი არა არის მხოლოდ აპარატი, რომლითაც მარტო დარეკვაა შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ მუსიკით, ინტერნეტით, ელექტრონული წიგნებით, რუკებით, თამაშებით და უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალებებით, ასევე არსებობს ათასობის სამუშაო და გასართობი პროგრამები. თუ თქვენთვის საინტერესოა ესეთი თვისებების მქონე მობილური ტელეფონები, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ზომაზე და მახასიათებლებზე, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია - ეკრანი.

 მობილურ ტელეფონებში ძირითადად გამოიყენება TFT, OLED, STN, Amoled ტიპის ეკრანები. ძირითადი ეკრანის მახასიათებლებია: რეზოლუცია, ფერების რაოდენობა, ზომა. ეკრანის ზომა არის დიაგონალის სიგრძე, იზომება დიუმებში 1 დიუმი = 2.54 სანტიმეტრს. რეზოლუცია არის ფერადი წერტილების/პიქსელების განლაგება ეკრანზე, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, ამ პატარა პიქსელებისგან იქმნება ეკრანზე გამოსახულება, რაც უფრო მეტია წერტილების რაოდენობა მით უფრო კარგია ეკრანის გარჩევადობა, რაც შეეხება ფერებს, ეკრანზე ფერების რაოდენობა შეიძლება იყოს 65K, 256K, 16M, ანუ 65 000, 256 000, 16 000 000. 

ზოგიერთ ბიუჯეტურ მოდელებში გვხვდება, მონოქრომული ანუ შავ - თეთრი ტიპის ეკრანები, ამ ტიპის ეკრანებს აქვთ დაბალი რეზოლუცია საშუალოდ 96х68 პიქსელი, ძირითადი უპირატესობა კი ის აქვთ, რომ აქვთ დაბალი ენერგომოხმარება.

თანამედროვე მობილურებში, ფართოდაა გავრცელებულია სენსორული ეკრანები, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით და კარგი ფერებით, განსხვავებილია მოხმარების პრინციპიც, სენსორულ ეკრანებზე მოქმედება ხდება ჩხირით (სტილუსით) ან თითის ზემოქმედებით, არის ეკრანები რომელიც მარტო თითის მოქმედებაზე მუშაობს, რომელთაც Multi-touch ეკრანები ქვიათ. სენსორული ეკრანები კარგია თამაშებისთვის, ელექტრონული წიგნებისთვის, საოფისე პროგრამებისთვის და ა.შ.


დამატებითი ფუნქციები

გარდა ზემოთხსენებული ფუნქციებისა მობილურ ტელეფონებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობები, თითქმის ყველა ტელეფონს აქვს კალკულატორი, მავიძარა, თამაშები. ბევრ მოდელს აქვს რადიო, ასევე FM - გადამცემი, Bluetooth და სხვა ბევრი კომუნიკაციის საშუალებები, ასევე GPS, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია განსაზღვროთ თქვენი ადგილმდებარეობა.

GPS მიმღები - არის ტელეფონის ფუნცია დაუკავშირდეს თანამგზავრს და მიიღოს ინფორმაცია ზუსტ ადგილმდებარეობაზე, ასევე მდებარეობა ზღვის დონიდან, მოძრაობის სიჩქარე და ა.შ. GPS_ის დახმარებით ასევე შესაძლებელია გადაღებულ ფოტოზე და ვიდეოზეც დავიტანოთ კორდინატები, ამ ფუნქციას Geo-tagging ქვია.

FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც შეგვიძლია მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკები გაჟღერდეს რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი არის 10 მეტრს.

თამაშები - თითქმის ყველა ტელეფონზე შესაძლებელია რომ დაყენდეს თამაშები, თუ აქვს JAVA_ს მხარდაჭერა. JAVA არის პროგრამირების ენა, რომლითაც იწერება სხვადახვა თამაშები, პროგრამები და აპლიკაციები, მისი ძირითადი უპირატესობა ისაა რომ Java_ში დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც Java _ს მხარდაჭერა აქვს.


რატომ აქვს ტელეფონს ოპერაციული სისტემა?


,,ჭკვიანი" სმართფონების და კომუნიკატორების ორიგინალური და მოსახერხებელი ფუნქციები, ის რომ ამ ტიპის მოწყობილობები შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც პერსონალური ან ჯიბის კომპიუტერი, შესაძლებელია სხვადასხვა მობილური ოპერაციული სისტემის საშუალებით.


ოპერაციული სისტემა სმარტფონებში და კომუნიკატორებში ზრდის პროგრამულ უზრუნველყოფას, მისი საშვალებით შესაძლებელია სხვადასხვა - საოფისე, მულტიმედიური, ინტერნეტ და სხვა ტიპის პროგრამების დაყენება მოწყობილობაში, მობილური ოპერაციული სისტემებისთვის არსებობს ათასობით და ზოგჯერ ასიათასობით აპლიკაცია, რაც ზრდის მოწყობილობის ფუნქციონირებას.

ძირითადად ხუთი მობილური ოპერაციული სისტემაა, რომელიც მიბმულია სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობებზე, Apple iPhone_ში იყენებს iOS (iPhone OS) ოპერაციულ სისტემას, Nokia ტრადიციულად Symbian_ს, Blackberry თავისივე Blackberry OS_ს, ხოლო Windows Mobile და Android კი შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობებში.


Symbian: გამჭვირვალობა და სტაბილურობა

თუ თქვენ გინდათ მოწყობილობასთან ხმოვან რეჟიმში მუშაობა, ასევე გამოიყენოთ როგორც სრულფასოვანი კომპიუტერი, დააყენოთ უამრავი პროგრამა, კარგი არჩევანია Symbian_ის ოპერაციული სისტემა, სისტემა არის საკმაოდ მარტივი და სტაბილური, აქვს სხვა პლიუსებიც, როგორიცაა ხანგძლივი ლოდინის და საუბრის მაქსიმალური დრო, სისტემის მარტივი განახლება და სხვა.

ოპერაციული სისტემის არჩევა - ეს ნაწილობრივ თქვენი არჩევანია, ყველაზე ცნობილ მწარმოებლების მოწყობილობებში გაშვებულია Symbian OS, უპირველეს ყოვლისა Nokia_ს ტელეფონებში. Symbian OS გამოირჩევა მოქნილი და მარტივი ინტერფეისით. ეჭვგარეშეა, მისი უპირატესობა არის ის ფაქტიც, რომ Symbian პირველმა შეიმუშავა მობილური მოწყობილობებისთვის: მარტივად აღსაქმელი შესაძლებლობები, ნათელი ფუნქციები და მოსახერხებელი პარამეტრები. Symbian_ის სისტემა ყველაზე გავრცელებული მობილური ოპერაციული სისტემაა, რომელსაც Nokia_ს გარდა Sony Ericsson, Samsung და სხვა ცნობილი მწარმოებლებიც იყენებენ, რაც მის ფუნქციონალურობას უსვამს ხაზს.

ტელეფონებში, რომელშიც ჩატვირთულია Symbian OS, მოსახერხებელია დაამატოთ მახასიათებლები ან წაშალოთ პროგრამები, Symbian OS აქვს სპეციალური დაცვის სისტემები, სერთიფიკატები, ყოველი ვერსიისათვის იქმნება განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მოწყობილობების და პროგრამული განსხვავებებიდან გამომდინარეობს. ვერსიებს შორის პროგრამების, თამაშების და სხვა აპლიკაციებიების თავსებადობა შეუძლებელია.



Windows Mobile: მოხერხებული და ნაცნობი პროგრამები

სმარტფონები, რომელშიც Windows Mobile_ია ჩატვირთული საკმაოდ პოპულარულია, რისი მიზეზიც შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან დიდი მსგავსებაა პერსონალური კომპიუტერის Windows_თან. სისტემა არის მრავალფუნქციური და საკმაოდ მოსახერხებელია, განსაკუთრებით საოფისე პროგრამებთან (Word, PowerPoint, Excel) სამუშაოდ.

მობილური ოპერაციული სისტემა თავდაპირველად Microsoft_მა შექმნა კომუნიკატორების და ჯიბის კომპიურტერებისთვის, პირველი ვერსია გათვლილი იყო ბიზნეს მომხმარებლისთვის, შემდეგ თანდათანობით მოხდა მულტიმედიური ფუნქციებით გამდიდრება. Windows Mobile_ს აქვს საკმაოდ დიდი არჩევანი სანავიგაციო პროგრამების, ამიტომ რეკომენდირებულია იმათთვის ვინც გამოიყენებს საკომუნიკაციო და სანავიგაციო საშუალებებად.


ეჭვგარეშე ღირსება Windows Mobile_ის - ავტომატური სინქრონიზაცია Windows_ის ბაზაზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერთან, მათ შორის კონტაქტების, შეტყობინენების, ჩანიშვნების სინქრონიზაცია Microsoft Outlook_თან. მიუხედავად Windows Mobile_ის ვერსიისა, მომხმარებელი იღებს მოწყობილობას, რომლის მართვა საკმაოდ პრაქტიკულია, ეკრანის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგომარეობის დროს. სისტემის მართვა პრაქტიკულია იმითაც, რომ ძირითადი ფუნქციები შეგვიძლია გამოვიტანოთ კრანზე.


Android: პერსონალიზაცია და ონლაინ სერვისები

Android - არის ღია პლატფორმა შექმნილი Linux ბაზაზე, შექმნილია კომპანია Android_ის მიერ, ამჟმად არის Google_ს საკუთრებაში, იგი სწრაფად გახდა პოპულარული იმ მომხმარებში, ვისაც იზიდავს უახლესი ტექნოლიგიური ინოვაციები და ექსპერიმენტები.

Android უზრუნველყოფს Google_ს მრავალ მომსახურებებს - ელექტრონულ ფოსტას Gmail_ს, GoogleTalk, Google Maps_ის რუკებს და ა.შ. ყველა ეს სერვისები ხელმისაწვდომია Gmail_ზე დარეგისტრირების შემდეგ.

Widget_ები და დამატებითი დანართების შესაძლებელია მარტივად განთავსდეს მოწყობილობის ეკრანზე. პროგრამების ინსტალაცია საკმაოდ მარტივია Android Market_ის დახმარებით, Android _თვის 100 000_ზე მეტი უფასო თუ ფასიანი პროგრამა არსებობს. მიუხედავად ამისა Android მწარმოებლები არ აპირებენ მიღწეულზე შეჩერებას და აგრძელებენ საკუთარი ოპერაციული სისტემის კომუნიკაციური პოტენციალის გაძლიერებას. ასე მაგალითად, Google Voice - დანართი ავსებს პრაქტიკულ და ინტერნეტ-სატელეფონო სრულყოფილ სისტემას, ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებების მიღებისა სხვადასხვა არხებზე და ასევე მათი გადამისამართება პირად (სტაციონარულ) ნომერზე. უზრუნველყოფილია მონაცემების სრული სინქრონიზაცია, სოციალურ ქსელებთან, სურათების გაცვლა-გამოცვლის გათვალისწინებით.


iPhone OS: სტილი და პარამეტრების უბრალოება

თუ თქვენ ხართ Apple - ტექნოლოგიის მომხრე, თქვენს განკარგულებაშია მოწყობილობა ოპერაციული სისტემით iPhone OS, Mac OS X - საფუძველზე შემუშავებული. iPhone OS _ის მობილური ვერსია ორიენტირებულია მხოლოდ თითით შეხებაზე, მულტისენსორული (MultiTouch) - ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

მოხმარებისთვის მარტივი ინტერფეისი, მაშტაბირების და დათვალიერების ორიგინალური სისტემა, რამოდენიმე წლის უკან iphone - მოწყობილობა, დიდი სენსორული ეკრანით, ყველასთვის გახდა რევოლუციური აღმოჩენა, მოახდინა პოპულარიზაცია მობილურ გასვლას ინტერნეტში. ტრადიციული, უმრავლესობის აზრით iPhone_ის უპირატესობაა, ორიგინალური და ბრწყინვალე ინტერფეისით მოწოდებული პროგრამული შიგთავსი, რომელიც ოპტიმიზირებულია საკუთარი Apple - მოწყობილობით. Apple - კომპიუტერების და ნოუთბუქების მფლობელებს პრობლემა არ შეექმნებათ iTunes - სინქრონიზაციისას ასევე Mac OS - ფუნქციებით.


მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მწარმოებელმა (დეველოპერებმა) გააფართოვა სტანდარტული დანართის ფუნქციონალურობა. iPhone OS 2.0 - ვერსიიდან დაწყებული, ყოველი მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს ფასიანი თუ უფასო დამატებითი დანართი, პოპულარული სერვისების iTunes და App Store_ის დახმარებით. სრულიად ვირტუალური კლავიატურა შეიძლება განიხილოს, როგორც ნაკლი ასევე როგორც უნიკალური თავისებურება მარტივი და ცნობადი სტილის, საკუთარი გემოვნებისა და ჩვეულების შესაფერისი.


BlackBerry OS: იდეალური ელ. ფოსტისთვის.

BlackBerry არის ინტერნეტ სერვისებზე და ელექტრონული ფოსტაზე ორიენტირებული მოწყობილობები, რომელთაც კანადური ფირმა Research In Motion (RIM) აწარმოებს 1999 წლიდან.


BlackBerry წარმოადგენს პირად ციფრულ ასისტენტს. რომელზეც მიმაგრებულია მისამართების წიგნი, კალენდარი, გასაკეთებელ სამუშაოთა ნუსხა და ა.შ. BlackBerry ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პორტატული მედია ფლეერი მრავალი აუდიო და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით, ასევე აღჭურვილნი არიან ფოტო/ვიდეო კამერით, მრავალი აპლიკაციებით, GPS მიმღებით BlackBerry maps_ის მხარდაჭერით, მაგრამ BlackBerry _ის ყველაზე დიდ უპირატესობად ითვლება გააგზავნოს და მიიღოს e-mail სადაც მომსახურე ოპერატორის დაფარვის ზონა არსებობს ან Wi-Fi კავშირი.

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 1168 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: