შაბათი, 2025-01-18, 5:04 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » როგორ ავარჩიოთ LED ტელევიზორი
8:59 PM
როგორ ავარჩიოთ LED ტელევიზორი

1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები;

LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე, ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც გააჩნიათ. მაგრამ თუ გვსურს ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED - ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

რომ გავერკვეთ LED - ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD - მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით).

LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონომიური და რაც მთავარია გამოსახულება რეალობასთან კიდევ უფრო მიახლოვებული გაეხადა.

LED-ტელევიზორების უპირატესობებიდან აღსანიშნავია - ვერცხლიცწყლის ნათურის ტექნოლოგიის არ არსებობა, რაც კიდევ უფრო ეკოლოგიურს ხდის ტელევიზორს.

LED-ტელევიზორები 40%-ზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ისეთივე დიაგონალის მქონე LCD-ტელევიზორები და კიდევ უფრო ნაკლებს პლაზმურ ტელევიზორებთან შედარებით. ამ ფაქტორებმა LED-განათების ტელევიზორებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მათზე ფასის დაწევა გამოიწვია.

 ამჟამად, ფასები LED-ტელევიზორებზე დიაგონალის მაშტაბის და ფუნქციონალურობის მიხედვით მერყეობს. 

განათების ტიპები: სილამაზე და ფუნქციონალურობა

 ყველა LED-ტელევიზორი იყენებს ფერების სამფერიან ფილტრს RGB(Red, Green Blue-წითელი, მწვანე, ლურჯი), გარდა SHARP-ისა. მხოლოდ SHARP-იყენებს ოთხფერიან ფილტრს, რომელშიც სტანდარტულ RGB ფილტრს კიდევ ერთი ყვითელი(Y) ფერი აქ დამატებული(Yellow). SHARP-ის ოთხფერიანი ტექნოლოგია(RGBY) Quattron-ის სახელით არის ცნობილი. QUATRON-ის ტელევიზორები გამოირჩევიან ძალიან დახვეწილი დიზაინით და მინიმუმამდე დაყვანილი სიღრმით. რაც შეეხება გამოსახულებას ძნელია მას რაიმე მინუსი ვუპოვოთ. ასევე ნებისმიერ სხვა ბრენდის ტელევიზორებთან შედარებით QUATRON-ის ტელევიზორები ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. 

ეკრანი: დიაგონალი და პარამეტრი

 LED-ტელევიზორებს ამონტაჟებენ ფართო საცხოვრებელ და სასტუმრო ოთახებში. 40 დიუიმზე ნაკლები მოცულობის მოდელები იწარმოება მცირე რაოდენობით. ყველა ტელევიზორი LED განათებით, შეთავსებადია მაღალი სიხშირის სიგნალთან full HD და HD Ready. 

LCD-ტელევიზორებთან შედარებით LED-მოდელები წარმოებულია, ძირითადად, 40 დიუიმიანი დიაგონალით, ამიტომაც ისინი რეკომენდებულია ფართო საცხოვრებელ ოთახებისა და სახლის კინოთეატრებისთვის, სადაც მანძილი ტელევიზორიდან მაყურებელამდე მოიცავს 3მ ან მეტს. შესაბამისად, LED- ის განათების მქონე ტელევიზორის არჩევისას დარწმუნდით, რომ ოთახის მოცულობა უზრუნველყოფს კომფორტულ თვალიერებას.

გამოსახულების სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სირთულე LED-ტელევიზორების არჩევაში არ წარმოიქმნება. ამ მოწყობილობებს გააჩნიათ საოცრად კარგი ხედვის კუთხე, ასევე აქვთ კონტრასტულობის და სიკაშკაშის არაჩვეულებრივი მაჩვენებლები. LED-ტელევიზორის ყურება შეიძლება პრაქტიკულად ოთახის ნებისმიერი ადგილიდან . გარდა ამისა, ყველა LED-ტელევიზორს ახასიათებს მაღალი მკაფიოება Full HD (1920 x 1080პიქსელი) რის საფუძველძეც ვიღებთ ხარისხიან და დეტალურ გამოსახულებას. უფრო პატარა მოდელებში (40სმ-მდე) შეიძლება შეგვხვდეს HD Ready (1366x768piksel). გარჩევადობის ტელევიზორებიც.

ულტრა თანამედროვე LED - ტელევიზორები, მათ შორის Samsung C7000, 3D ტექნოლოგიის მხარდაჭერით ქმნის გამოსახულების განსაკუთრებულ ხარისხს- 3D კინოთეატრის ინოვაციურ შესაძლებლობებს თქვენთან სახლში. ეკრანზე გამოხატული გამოსახულება ხდება წარმოუდგენლად რეალისტური, ხოლო მოქმედება თითქოს თქვენს რეალურ სამყაროში ხდება.

 ყველაზე სასიამოვნოა კი ის არის, რომ ამ სერიის ტელევიზორებს შეუძლიათ ნებისმიერი ვიდეო სიგნალი გადაიყვანონ სამ განზომილებაში (თუნდაც ჩვენი დაბადების დღე). 

სიგნალის წყაროები

განვიხილოთ LED-ტელევიზორების დამატებითი მახასიათებლები. დამატებითი მახასიათებლები უშუალოდ დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც უკავშირდება ამ ტელევიზორს და ასევე იმაზე თუ რისი ხილვა გვინდა ეკრანზე ანუ სიგნალის წყაროებზე. გარდა სტანდარტული ინტერფეისების - ვიდეო კამერების, DVD - ფლეერების და ციფრული მოწობილობებისა ტელევიზორების თანამედროვე მოდელები ინტეგრირდება სახლის კომპიუტერულ ქსელთან და ასევე LAN-ას გარეშე უკავშირდება ინტერნეტს.

ვიდეო და ფოტო გადაღების ენთუზიასტებს შეიძლება დააინტერესოს ფაილების წარმოსახვამ ციფრული გამავრცელებლებიდან. ციფრული ფოტო და ვიდეოკამერების საშუალებით მეხსიერების ბარათი ,,სლოტი''- დან ეკრანზე გამოისახება ფოტოები და ვიდეოები. USB-პორტიდან გადაიცემა მუსიკალური და ვიდეოფაილები.

ყველაზე თანამედროვე ვიდეოკამერების მოდელები პირდაპირ უერთდება ტელევიზორს სიგნალის გადამცემი ინტერფეისით-HDMI. თუ ერთი რომელიმე HDMI პორტი განთავსდება წინ ან გვერდით პანელზე, HDMI - მოწყობილობის მიერთება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება.

LED-ტელევიზორები რომლებიც თავსებადია DLNA- სტანდარტთან, მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება თქვენი საშინაო ქსელისა-LAN: ფილმები, მუსიკა, სურათები კომპიუტერის მყარი დისკიდან პრობლემის გარეშე წარმოისახება ფართეპანელიან ეკრანზე. ტელევიზორში არსებული მონაცემთა გადაცემა ხდება უსადენო ინტერფეისით Wi-Fi, რაც არ საჭიროებს დამატებით საშუალებებს (შესასვლელებს და კაბელებს).

ახალი თაობის LED-ტელევიზორები უკავშირდებიან ინტერნეტს კომპიუტერის გარეშე, ასევე შესაძლებელაი Skype-ით ურთიერთობა. ამინდის პროგნოზი თუ უკანასკნელი ცნობები, მოკლედ კი, სხვადასვა სიახლის შეცნობის საშუალება რეალურ დროში, ამის საშუალებას გვაძლევს Sumsung 7000 - ის სერია. ხოლო LED-ტელევიზორები Sony BRAVIA 2010 - ის შემთხვევაში იშლება როგორც რუსული ისე უცხოური ტელეარხების ტელე და ვიდეო კონტენტის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რაც პერსონალური TV-პროგრამების დაკომპლექტების საშუალებას იძლევა.

2. კორპუსის დიზაინი;

თხელი და ელეგანტური LED-ტელევიზორი - ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, ამა თუ იმ მოდელის შერჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორიგინალური დიზაინი; ამ ყველაფრის გათვალისწინებით, LED - ტელევიზორების ფასი პირდაპირპოპორციულია მისი თვისებებისა და ფუნქციების. ამ თვალსაზრისით, LED განათების დისპლეის მქონე ტელევიზორები - მაღალი ტექნოლოგიის და დიზაინის დამფასებლებისთვის არის გათვლილი.

 LED-ტელევიზორების ვიწრო კორპუსს ბევრი მწარმოებელი ავსებს დიზაინერული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, რომლის მეშვეობითაც ტექნიკა გადაკეთდა დახვეწილ დამატებად სახლის ინტერიერისთვის. მაგალითად, LED-ტელევიზორები SHARP Quattron ავტომატურად არეგულირებს ფერს და სიკაშკაშეს იმის და მიხედვით თუ როგორი განათებაა ოთახში. 


LED-ტელევიზორები Samsung Crystal Design ადვილად იკიდება კედელზე. ელეგანტური ფერები იცვლება ოთახის განათების და ასევე იმის მიხედვით თუ რომელი კუთხიდან ვადევნებთ მას თვალს.

და ასევე, არ დაგავიწყდეთ, დაინტერესდეთ სხვადასხვა თანდართული აქსესუარით, რომელიც ამა თუ იმ მოდელს მოყვება.

კატეგორია: ოჯახი | ნანახია: 956 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: