შაბათი, 2025-01-18, 4:43 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » რჩევები სადღესასწაულო მაკიაჟისთვის
10:50 AM
რჩევები სადღესასწაულო მაკიაჟისთვის

ახალ წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომაც ახლავე შეუდექით საქმეს. 

რომანტიკული სტილი

შეარჩიეთ ყვავილებით მოჩითული მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილები, წვრილთასმიანი ღია ფეხსაცმელი. თმის კულულები, სასურველია, მხრებამდე ეშვებოდეს.
ნუ შეარჩევთ ზედმეტად მკვეთრი ფერების თვალის ჩრდილებს ან პომადას.

სახის ტონი - ბუნებრივი, ოდნავ შეფაკლული, ღაწვებსა და დეკოლტეზე შეგიძლიათ ოდნავ ბრჭყვიალები მიიფრქვიოთ.

"რუმიანა" - ატმის ან ვარდისფერი.

ჩრდილები - ატმისფერი, ნაზი ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი (ის ერთნაირად უხდება მწვანე, ცისფერ და თაფლისფერ თვალებს), შეიძლება ოდნავ ბრჭყვიალა ჩრდილებიც გამოიყენოთ.

წამწამები - ფუმფულა, შეიძლება ხელოვნურიც.

ტუჩები - კენკრისფერი პრიალა ტონები, ნახევრად გამჭვირვალე, ნაზად მოელვარე. კლასიკური სტილი

პატარა შავი კაბა, მარგალიტის მძივი და საყურეები, წვრილქუსლიანი "ნავისებური" ფეხსაცმელი, მაღალი ვარცხნილობა.

სახის ტონი - ბუნებრივი, შეგიძლიათ ნახევარი ტონით ღია ტონალური კრემიც კი წაისვათ, რომ სახეს არისტოკრატული სიფითრე შესძინოთ, მთავარია, ეს თითქმის შეუმჩნეველი იყოს.

"რუმიანა" - ბუნებრივი კეთილშობილი ვარდისფერი.

ჩრდილები - ბუნებრივი მარგალიტისფერი ტონები, ზედა ქუთუთოსა და წარბებქვეშ ღია ათინათი, თვალის კუთხეებსა და ზედა ქუთუთოს ნაკეცზე კი უფრო მუქი ჩრდილი წაისვით.

წამწამები - კარგად წაისვით დამაგრძელებელი შავი ტუში.

ტუჩები - წაისვით მარგალიტისფერ-ვარდისფერი ან "გამჭვირვალე მარჯნისფერი" ტონების პომადა ან "ბლესკი"."საბედისწერო" სტილი - გრძელი კაბა ღრმა დეკოლტეთი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა მსუბუქად უნდა ეშვებოდეს
სახეზე, მზერა კი იდუმალი უნდა იყოს, ფრჩხილები - გრძელი.

კანის ტონი - ბუნებრივი.

"რუმიანა" - ბუნებრივი რუჯის ფერი მხოლოდ ღაწვებქვეშ.

ჩრდილები - ამ სტილს ყველაზე მეტად უხდება ეგრეთ წოდებული ნისლიანი მზერა - "სმოკი აის". ჩრდილები შეიძლება იყოს შავ-თეთრი ან სამოსის შესაფერისი. ოღონდ გაითვალისწინეთ, მწვანე და ლილისფერ-ვარდისფერი ჩრდილები თვალის წითელ კაპილარებს გამოკვეთენ.

წამწამები - წაისვით ინტენსიური მოცულობითი ტუში, თვალის გარეთა კუთხეებში შეიძლება რამდენიმე ხელოვნური წამწამიც დაიმაგროთ. ასე მზერა უფრო მეტყველი გახდება.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მაკიაჟი და საახალწლოდ კარგად გამოიპრანჭეთ. :) :)

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 741 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: