შაბათი, 2025-01-18, 4:54 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 20
სტუმარი: 20
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃
5:10 PM
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃


☃ აი კიდევ ერთი ნიუსი საახალწლო თემატიკით.

სურვილები და იმედი რომელიც ჩემსა და იმედია თქვენშიც სუფევს. ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ოდესმე გასჩენია იმის სურვილი, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაეწყო. ვიღაცას უნდა რომ ყველაფერი ნულიდან განაახლოს, ვიღაცისთვის კი უმნიშვნელო და წვრილმანი ცვლილებებიც კი საკმარისია. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ძალიან მიმზიდველი იდეა, გადავხაზოთ წარუმატებელი ნაბიჯები, ავიღოთ სუფთა ფურცელი და ახალი ხარისხიანი ფერებით დავხატოთ უკეთესი ცხოვრება. ისეთი, რომელზეც თქვენ ყოველთვის ოცნებობდით. გადაწყვეტილება იმისა, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება შთაგაგონებთ და მოგანიჭებთ ძალას, დიდი ოპტიმიზმით შეუდგეთ მოქმედებას . როგორც ჩანს, ყველაფერი მარტივად სჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ შეგახსენებთ რომ ამ ყოველივეს თქვენი დიდი ძალისხმევა დასჭირდება..

რა თქმა უნდა ახალი წელი- ძალზედ მაშტაბური და ენერგიული დღესასწაულია. მაგრამ თქვენი მოქმედებისა და დახმარების გარეშე არანაირ სასწაულ მეტამორფოზას არ ელოდოთ . სურვილი - ეს კარგია, მაგრამ ფანტაზიის განხორციელებისთვის საჭიროა უფრო კონკრეტული ქმედებები, რათა გაძლიერებული იქნას თქვნი ზრახვები.
მაშ ასე, რათა დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ამისათვის საჭიროა გახდეთ ახალი ადამიანი. თუ დღესასწაულისთვის, შენში არაფერს შეცვლი, მის მერე ნაკლებად სავარაუდოა რომ რაიმე ცვლილება მოხდება . დრო ფაქტიურად ძალიან მცირე რჩება, მაგრამ რაც მთავარია ის ჯერ კიდევ არის. აუცილებლად გამოიყენეთ იგი.

                                    [ახალი ცხოვრება - ახალი ფიგურით] 
თუ შენ გაწუხებს ჭარბიწონის პრობლემა, თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე რომ არასასურველი კილოგრამები სასწაულის მეშვეობით გაქრება თქვენი სხეულიდან. გინდა ახალი ცხოვრება? მაშინ დაიწყე შენს თავზე მუშაობა ამ წუთიდან - თუ თქვენ სასურველ ფორმებს ვერ მიაღწევთ 31 დეკემბრამდე, ამ შემთხვევაშიც ნუ იღელვებთ, მთავარი ისაა რომ ტრანსფორმაციისთვის მზადება დაწყებულია. დაიწყე ინტენსიური ვარჯიში და ჯანსაღი, სათანადო კვება. რამოდენიმე დღეში შენ თავს ბევრად უფრო კარგად და მსუბუქად იგრძნობ. გექნებათ სტიმული იმისა რომ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. ამ გადაწყვიტილებით შენ შენს თავსა და სხვებს დაუმტკიცებ რომ მიზანდასახული ხარ და გაქვს ძალა ბრძლისთვის.

[ახალი ცხოვრება ცუდი ჩვევების გარეშე]
როგორც ჩემთვის ცნობილია მოზარდთა უმეტესობა მწეველია და რეგულარულად ეწევა თამბაქოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ეს უგუნური ჩვევა სამუდამოდ მოიცილოთ . უარი თქვი ამ ჩვევაზე დღეიდანვე, თორემ 1 იანვარს ამის გაკეთება ნამდვილად გაგიჭირდება. ეს ხომ სწორედ ის დღესასწაულია როდესაც საჭიროა ლხენა, დროს ტარება, ალკოჰოლის მიღება მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
გახსოვდეს რომ ყველაფერი შენს ხელშია. არაჩვეულებირვი დღესასწაულის სურნელი, რომელიც უკვე ჰაერში ტრიალებს - ნიშნავს იმის შესაძლებლობას რომ შეცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ .

აი რჩევების მოცემაც დავასრულე ^_^. ახალი წელი - ეს არის ის დღესასწაული, როცა გჯერა სასწაულების და გაქვს ძალიან კარგი განწყობა მიუხედავად ყველა სირთულეებისა - ხალხი ბედნიერია რომ ტყუილ უბრალოდ არ განვლო კიდევ ერთმა წელიწადმა. იმედია ეს წელი ყველასათვის ბედნიერი იქნება. ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას გისურვებთ..როგორც წელს გარშემომყოფეფისაგან მესმის სააახალწლო განწყობა არ აქვთ... მაგრამ თუნდაც არ გქონდეთ თქვენ ბევრი მიზეზი გაქვთ იმასათვის რომ გაიღიმოთ და ახალ წელს ბედნიერი სახეებით შეხვდეთ. თუნდაც იმიტომ რომ ხართ ჯანმრთელები, გაქვთ ოჯახი და იზრდებით საყვარელი ადამიანების სიყვარულის გარემოცვაში.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 732 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: