შაბათი, 2025-01-18, 5:10 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 31 » ახალი წელი
12:39 PM
ახალი წელი

ახალი წელი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული იმედით ველოდებით, უამრავი ნატვრის ასრულებას ვავალებთ და ლამაზ დახვედრას ვუწყობთ, უკვე მოვიდა. ალბათ გაინტერესებთ, როგორი არის და იყო ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვცადეთ, შეგვეგროვებინა მასალა ამის თაობაზე, რომელიც ვფიქრობთ, არც თქვენთვის აღმოჩნდება ინტერესმოკლებული.

ძველ ეგვიპტეში ახალი წელი სექტემბრის ბოლოს აღინიშნებოდა. მდ. ნილოსის ადიდება ეგვიპტელებისთვის დღესასწაული იყო, რადგან უდაბნოში იცოდნენ წყლის ფასი და მოსავალიც მასზე იყო დამოკიდებული. ახალი წლის ზეიმი ნილოსის პირად იწყებოდა. მასში ნავით შეაცურებდნენ ღმერთი ამონისა და მისი ცოლ-შვილის ქანდაკებებს. ძველი ეგვიპტე ერთი თვის მანძილზე დღესასწაულობდა ახალ წელს. ნადიმი და ზარ-ზეიმი ტაძარში კერპების დაბრუნებით სრულდებოდა.

ძველ რომში ახალ წელს ”კალენზ” ერქვა და თავდაპირველად 1 მარტს აღინიშნებოდა; მაგრამ იულიუს კეისრის ბრძანებით (ძვ. წ. 46 წელს) დროის ათვლა ახალი კალენდრით დაიწყეს და ახალმა წელმა 1 იანვარს გადმოინაცვლა. სწორედ რომაული ღმერთის იანუსის სახელი დაედო საფუძვლად იანვრის თვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთით ძველი წლისკენ იხედებოდა, მეორეთი - ახალი წლისკენ. რომში ახალი წლის დღეები სრული თავისუფლებით აღინიშნებოდა. მდიდრები და მონები ერთად დღესასწაულობდნენ, ილხენდნენ, უძღვნიდნენ ერთმანეთს საჩუქრებს და განსაკუთრებულად მორთულ დარბაზებსა და სახლებში იმედით შეჰყურებდნენ დამდეგ წელს.

ებრაელები ახალ წელს წმინდა დროდ თვლიან. ამ დღეს სინაგოგებში სპეციალური ღვთისმსახურება სრულდება და ვერძის რქისგან დამზადებული ინსტრუმენტის ”შოფარის” თანხლებით მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ბავშვებს. მათ ახალ ტანსაცმელს ჩუქნიან და სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარ საახალწლო კვერებს ურიგებენ. ებრაელთა ახალ წელს ”როშ ჰაშანა” ჰქცია.

ბაბილონში ახალი წლის მოსვლა გაზაფხულზე აღინიშნებოდა. დღესასწაულის დაწყება და დამთავრება მეფეს უკავშირდებოდა. ზეიმის პირველ დღეს იგი სამეფო ტანსაცმელს იხდიდა და ქვეყნის ტერიტორიას ტოვებდა. ეს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ბაბილონის მცხოვრებლებს. მეფის არყოფნის დროს ისინი ტკბებოდნენ ამქვეყნიური სიამეებით და აკეთებდნენ იმას, რაც მოესურვებოდათ. რამდენიმე დღის შემდეგ სამეფო სამოსში გამოწყობილი მეფის დაბრუნება ზეიმის დასასრულს აღნიშნავდა. ბაბილონის მკვიდრთა ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.

საბერძნეთში ახალი წელი და წმ. ბასილის დღე ერთდროულადაა. ამ წმინდანს უკავშირდება ჩვენებური თოვლის ბაბუა. წმ. ბასილი საოცარი კეთილშობილებითა და გულუხვობით გამოირჩეოდა. ამიტომ ბავშვები ახალი წლის ღამეს სულმოუთქმელად ელიან მას. ცეცხლის პირას ტოვებენ ფეხსაცმელებს და სჯერათ, რომ საყვარელი წმინდანი მათ საჩუქრებით აავსებს.

იტალიის ქუჩებში ახალი წლის ღამეს საშიშია სიარული. ტრადიციულად ამ დღესასწაულზე იძენენ ახალ ნივთებს, ძველს კი ფანჯრიდან პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ეს სულაც არ არღვევს სადღესასწაულო განწყობას. პირიქით, უამისოდ ტრადიცია დაირღვევა. იტალიელებს სასმელთან თავისებური დამოკიდებულება აქვთ. ისინი უსაყვარლეს კაპუჩინოს დილის თერთმეტ საათამდე სვამენ. მთელი დღის მანძილზე შეუძლიათ მიირთვან გრაპი, თერთმეტი საათის შემდეგ ყავის დალევას კი დანაშაულად თვლიან. იტალიაში სტუმარი ღვთისაა და ახალი წელიც დიდი სტუმრიანობით აღინიშნება. ამ მოპატიჟებაზე უარის თქმა ცუდ აღზრდაზე მეტყველებს. სამხრეთული ჟრიამული და ფოიერვერკი კი მთელ იტალიას სწვდება. საახალწლო კარნავალი და ნიღბები ხომ სულაც მათი მოგონილია.

შოტლანდიი ზოგიერთ მხარეში ახალ წელს განსაკუთრებული რიტუალით ეგებებიან. ამ დღეს კუპრით სავსე კასრებს ცეცხლზე დგამენ, შემდეგ ათუხთუხებულ გუდრონს ქუჩებში ასხამენ. შოტლანდიელებისთვის ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - წვავენ ძველ წელს., ხოლო ახალს ახალი გზით ულოცავენ. ქართველების მსგავსად მათ მეკვლეობის ინსტიტუტი აქვთ. შავთმიანი მეკვლე შოტლანდიელებისთვის ბედნიერების მომტანია და მომავალი წლის წარმატების საწინდარი. ახალ წელს შოტლანდიაში ნებისმიერი სტუმრისთვის ყველა სახლის კარი ღიაა.

უნგრეთში ახალი წელი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლება, იმართება სახალხო სეირნობები. ახალი წლის ღამეს ქუჩებში ახალგაზრდები დადიან, სახლებქვეშ მისალოცად ჩერდებიან, აქებენ სახლის პატრონს, უსურვებენ ყველა კასრის ღვინით ავსებას და ხორბლით სავსე ბეღელს. ოჯახის პატრონი სიხარულით ეგებება სტუმრებს და ლხინში იწვევს. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოჭი - შემწვარი, დალაბული და შოკოლადისაც კი. ფრინველის ხორცისგან დამზადებული კერძებუ კი აკრძალულია. რადგან გადმოცემით, ახალი წლის ბედნიერება შეიძლება ფრინველივით გაფრინდეს.

რუმინეთში ახალი წლისთვის აცხობენ ღვეზელს ”სიურპრიზებით”; მასში დებენ მონეტებს, ბეჭდებს, ფაიფურის პატარა სათამაშოებს და წიწაკის ნაჭრებს. ვისაც ნამცხვრის მონეტიანი ნაჭერი შეხვდება, ახალ წელიწადში ბედნიერი იქნება; თუ ბეჭდიანი ნაჭერი ქალიშვილს შეხვდა, გათხოვების საწინდარია.

ესპანეთში ისეთივე პატივით აცილებენ ძველ წელს, როგორითაც ეგებებიან ახალს. შობისგან განსხვავებით, როცა მთელი ოჯახი ერთად ზეიმობს, ახალ წელს ესპანელები ერთმანეთთან სტუმრად მიდიან, ან რესტორანში და ღამის კლუბებში დღესასწაულობენ. ბავშვები დღესასწაულში არ მონაწილეობენ. ისინი კეთილ ჯადოქარს წინასწარ წერენ წერილებს, სადაც თავიანთ კეთილ საქმეებს ჩამოთვლიან. ესპანელი ბავშვები ახალი წლის ღამეს იძინებენ იმ იმედით, რომ ჯადოქარი მეორე დღეს მათ საჩუქრებს მოუტანს. ესპანელთა საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია, ამგრამ აუცილებელია ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, ტკბილეული და ყურძენი. ისინი ახალ წელს კატალონიური ან ფრანგული შამპანურით ეგებებიან. ახალი წლის დადგომამდე, სანამ საათი 12-ჯერ დაჰკრავს, ესპანელებმა უნდა მოასწრონ სუფრაზე მიტანილი მთელი ყურძნის შეჭმა. ითვლება, რომ მომავალ წელს სურვილები მხოლოდ ამ შემთხვევაში ახდება.

ბულგარეთში ზუსტად შეაღამეს სახლში სინათლეს აქრობენ და დღესასწაულში მონაწილე ადამიანებს უფლება ეძლევათ, ვისაც სურთ, იმას აკოცონ. ამ რიტუალს ეთმობა 3 წუთი, შემდეგ კი სინათლე ინთება. ასე რომ, სასურველი ადრესატის შერჩევა წინასწარ უხდებათ. ბულგარელი ბაშვები დილით ადრე ადრე მშობლებთან შინდის ტოტებით (”სუროვაკნიცა”) მიდიან, მსუბუქად არტყამენ მათ და ახალი წლის მოსვლას ულოცავენ.

ამერიკაში ახალი წელი სახალხო დღესასწაულია და მოსახლეობის უმრავლესობა მას რესტორნებსა თუ ქუჩებში ხვდება. სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები ივიწყებენ ყოველგვარ პრობლემას და ახალ წელს უზომო მხიარულებით აღნიშნავენ, ეხვევიაბ და კოცნიან, ვინც იმ წუთში მათ ახლოსაა. მათი თავშეყრის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია საზეიმოდ მორთული ნიუ-იორკი და ლას-ვეგასი. სინი მოუთმენლად ელოდებიან თაიმს-სკვერის საათის 12-ჯერ დარეკვას, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ დედამიწაზე ახალი წელი სწორედ მაშინ დგება; ამ დროს ამერიკელების შეძახილები და ღრიალი აყრუებს არემარეს. დილამდე იმართება სადღესასწაულო კონცერტები, რომლებიც ეი-ბი-სის ტელეარხით გადაიცემა. ამერიკელები უშურველად იხარჯებიან შობა-ახალი წლისთვის. საჩუქრების შეძენა და მისალოცი ბარათების გაგზავნა მათთვის მთელი ცერემონიაა. საჩუქრის ადრესატს არჩევნის უფლება ეძლევა. თუ მას არ მოსწონს საჩუქარი, ქვითარი (რომელიც მას აუხილებლად ახლავს) შეუძლია გამომგზავნს დაუბრუნოს, ან ჩააბაროს და მის ნაცვლად ფული აიღოს. ესეც ტრადიციაა.

კუბელები ახალი წლის დადგომამდე ყველა დოქს წყლით ავსებენ, შუაღამისას კი მას ფანჯრებიდან ღვრიან. ამით ისინი ძველ წელს წყალივით მაჭვირვალე და ნათელ გზას უსურვებენ. აქაც, ესპანელებივით, ყურძენი სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. საათის ყოველ დარტყმაზე, რომელიც ახალი წლის მოსვლის მაუწყებელია, მიღებულია ყურძნის მარცვლის ჭამა.

ინდიელთა ტომი ნავახო ახალ წელს 22 დეკემბერს აღნიშნავდა. თეთრ სამოსში გამოწყობილნი, თეთრად შეღებილი სახეებით, ისინი უზარმაზარი კოცონის ირგვლივ ცეკვავდნენ. თითოულ მათგანს ხელში ბუმბულით დაბოლოებული ჯოხი ეკავა. ვის ბუმბულსაც ცეცხლის ალი მოედებოდა, მას სიხარულის ყიჟინით აჯილდოვებდნენ. შემდეგ ყველაზე ძლიერ 16 მამაკაცს დიდი კალათით მიჰქონდა ხასხასა წითელი ბურთი. მას ზარ-ზეიმით მაღალ სვეტზე ათავსებდნენ და ერთხმად შესძახებდნენ: ”დაიბადა ახალი მზე! მოვიდა ახალი წელი!”

ტაილანდში ახალ წელს რამდენჯერმე ზეიმობენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა კათოლიკე ტურისტებს 31 დეკემბერს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან. მთელი ქალაქი ხელოვნური ნაძვის ხეებითა და სანტა-კლაუსის უამრავი გამოსახულებითაა მორთული.

ახალი წლის ატმოსფეროს ქუჩებში სახალხო სეირნობა და შოუ-კონცერტები ქმნის. შემდეგ ტაილანდელები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავენ, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით მოდის. ეს მათი საყვარელი დღეა. იწყება სახალხო სამზადისი და განსაკუთრებული ტრადიციული კერძების მომზადება. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ბატი, ზვიგენის ლაყუჩების წვნიანი, ბრინჯის არაყი კი მათი ტრადიციული სასმელია. შუაღამის დადგომისას ტაილანდელები ქუჩაში გადიან. ფოიერვერკებითა და საკარნავალო სანახაობით ტკბებიან. ჩინური ახალი წლის შემდეგ, 13-დან 14 აპრილის ღამეს, ტაილანდელები ნამდვილ ახალ წელს ხვდებიან. ეს ოჯახური დღესასწაულია. ვახშმისთვის თევზეულისა და ფრინველის მრავალგვარი კერძი მზადდება, სვამენ ბრინჯის არაყსა და ლუდს. სახლებს ტაილანდელები პალმის რტოებითა და ორქიდეებით რთავენ, მათი საახალწლო რიტუალი განბანაა. ამ დღეს ისინი წყლით ასველებენ სახლებს, ბუდას ქანდაკებას, ნაცნობებსა და უცნობებს.


კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 926 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: