ფრჩხილზე შავ-თეთრი გრაფიკა ახალ სეზონზე ერთ-ერთ ტრენდად არის მიჩნეული. თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში გაიკეთოთ სხვადასხვა დიზაინის შავ-თეთრი მანიკიური, თანაც ძალიან მარტივად. "მთვარის მანიკიური" შავ-თეთრ გამაში
ეს დიზაინი ზედიზედ მესამე წელია, პოპულარობას არ კარგავს. ე.წ. მთვარის მანიკიური სათანადოდ შეაფასეს ცნობილმა ქალბატონებმაც. მომღერალ რიანას ძალიან უყვარს ექსპერიმენტების კეთება გარეგნობასთან დაკავშირებით, მაგალითად, "მთვარის მანიკიურით" დამშვენებული ოთხკუთხედი ფორმის ფრჩხილები.
მას არ ჩამორჩება პერის ჰილტონიც. მას მოკლე ფრჩხილზე აქვს გაკეთებული იგივე, "მთვარის" დიზაინის მანიკიური.
ასეთი მანიკიურის სახლის პირობებში გაკეთება რთული არ არის. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ფერის ლაქი – შავი და თეთრი; ასევე, დასაფიქსირებელი საფარი და ფრანგული მანიკიურის ტრაფარეტები.
როგორ გავიკეთოთ მანიკიური:
1. წაისვით ფრჩხილებზე საბაზო მანიკიური ან გამჭვირვალე ლაქი.
2. ფრჩხილის "მთვარეები" შეიღებეთ თეთრი ან შავი ლაქით. დააცადეთ, სანამ ლაქი კარგად არ გაშრება.
3. ტრაფარეტით დაიფარეთ შეღებილი მთვარეები.
4. შეუღებავად დარჩენილ ფრჩხილის ზედაპირზე წაისვით კონტრასტული ფერის (შესაბამისად, შავი ან თეთრი) ლაქი.
5. როცა ლაქი მთლიანად გაშრება, წაისვით დასაფიქსირებელი. "მთვარის მანიკიური" მზად არის!
|