შაბათი, 2025-01-18, 3:58 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » ზღვის კენჭები
7:35 PM
ზღვის კენჭები

ზღვის კენჭები

ზღვის სხვადასხვა ფერის კენჭებისაგან აუარებელი სათამაშოსა და სამახსოვრო საჩუქრის გაკეთება შეიძლება. აბა, ამ ნახატს დააკვირდით.

ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო, გაურკვეველი ფორმის კენჭია, მაგრამ რას მოგაგონებთ იგი?

მგონი, ძალიან ჰგავს ავტომობილს. აბა, ნახეთ.

ავტომობილის ნაწილები შეგიძლიათ ზეთის საღებავებით დახატოთ ან ქაღალდის აპლიკაციებით გამოსახოთ.

ყველაზე საინტერესო მინიატურები გრძელი სიპი კენჭებისაგან კეთდება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „კენჭების ოჯახი" - დედ-მამა პატარა შვილებით.

მათ მოსახატად აუცილებლად ზეთის საღებავები იხმარეთ, როდესაც საღებავი კარგად გაშრება, კენჭები უფერული ლაქით დაფარეთ, ისინი ბზინვას დაიწყებენ, თითქოს ეს-ეს არის წყლიდან სველი ამოუღიათო, თანაც ქვა ბუნებრივ ფერს არ დაკარგავს. „კენჭების ოჯახი" ზღვის ბრტყელ ქვაზე დააწებეთ. იცოდეთ, რომ ქვას, ნიჟარას და მსგავს საგნებს კარგად ამაგრებს სპეციალური წებო, რომელსაც სუპერცემენტი ჰქვია. თუ ზღვის კენჭებს მოზაიკისათვის გამოიყენებთ, წინასწარ დაამზადეთ ფონი. კარგი იქნება, თუ მუყაოს სუპერცემენტს წაუსვამთ, ზედ ზღვის წვრილ ქვიშას მოაყრით. როდესაც ქვიშა კარგად დამაგრდება მუყაოზე, ზედ ზღვის კენჭები დაალაგეთ, მიეცით რაიმე ფრინველის, ცხოველის, საგნის ფორმა და ასე დააწებეთ.

სურათს გაუკეთეთ კედელზე ჩამოსაკიდებელი.

თქვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 845 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: