შაბათი, 2025-01-18, 4:06 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » ცხოველი - ბარომეტრი
8:06 PM
ცხოველი - ბარომეტრი

ცხოველი - ბარომეტრი

ადამიანებმა ძველთაგანვე აღმოაჩინეს, რომ მრავალი ცხოველის გამოჩენა ან მათი ნაირგვარი მოქმედება ამინდის შეცვლასთანაა დაკავშირებული. ასე მაგალითად, მერცხლის მოფრენას აუცილებლად გაზაფხული მოსდევს, მოლაღულისას კი - თუთისა და ბალის დამწიფება.

როდესაც გარეული ბატების გუნდი გამოსაზამთრებლად თბილი ქვეყნებისაკენ ადრეულ შემოდგომას მიფრინავს, ხალხში ამბობენ, წლეულს ზამთარი ადრე დადგება და მეტად სუსხიანიც იქნებაო.

ქარიშხალა ნამდვილი „ბარომეტრია" ზღვაში მოგზაურთათვის. ეს ფრინველი, ჩვეულებრივ, იქ დაფრინავს, სადაც დიდი ქარიშხალი ქრის. იგი სარჩოს საძებრად ნაპირს 1000 კმ მანძილითაც კი შორდება. ქარიშხალას დანახვაზე მეზღვაურებმა უკვე იციან, რომ ქარიშხალია მოსალოდნელი და სათანადო ზომების მიღებას იწყებენ.

მერცხალი კარგ ამინდში ატმოსფეროს მაღალ ფენებში დაფრინავს. როდესაც დაბლა, მიწის ზედაპირთან ახლოს დაიწყებს ხოლმე ფრენას, ადამიანებმა იციან, რომ გაავდრდება. მაგრამ რატომ ხდება ასე? საქმე იმაშია, რომ მწერები ატმოსფეროს მაღალ ფენებში დაფრინავენ, მაგრამ როცა ამინდი საავდროდ იცვლება, ამ ფენებში ტემპერატურა იკლებს და სუსხით შეწუხებული მწერები დაბლა ფენებში გადმოინაცვლებენ ხოლმე, სადაც უფრო თბილა. მათ ფეხდაფეხ მოსდევენ მერცხლებიც. ადამიანები კი ამით იტყობენ ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ.

თუ ბულბული მთელი ღამის განმავლობაში გალობს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მეორე დღეს კარგი ამინდი იქნება. 
როდესაც ქათმები ან ბეღურები სილასა ან მტვერში „ბანაობენ" და თანაც ფრთებს აფახუნებენ, წვიმაა მოსალოდნელი. 
ასევე, წვიმის მომასწავებელია, როცა ძროხა ან ხარი დრუნჩს ხშირ-ხშირად წევს ზევით და ისე სუნთქავს. 
ნამდვილი ბარომეტრია ობობა, რომელიც მშრალ ამინდში გამალებით ქსოვს თავის ბუდეს - ქსელს. წვიმიან ამინდში ის ბუდის სიღრმეში მიიყუჟება და უმოძრაოდ ზის, ხოლო კარგ ამინდში ქსელის კიდეზეა ჩამომჯარი და მსხვერპლს ელის. თუ საღამოს ობობა თავისი ქსელით ძირს დაეშვა, ე.ი. მეორე დღე თბილი იქნება.

კარგი ამინდის წინ ბუზები დილით ადრე იღვიძებენ და ბზუიან, ნოტიო ან, მით უმეტეს, წვიმიან ამინდში კი წყნარად და ჩუმად სხედან კედლებზე. 

ბარომეტრი - ატმოსფერული წნევის ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ამინდის ცვლილების შესატყობად.

კატეგორია: ცხოველები და მცენარეები | ნანახია: 1204 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: