შაბათი, 2025-01-18, 3:56 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » წყლის წრებრუნვა - ყოვლადწმიდა სამების განგებულების ხატი
8:08 PM
წყლის წრებრუნვა - ყოვლადწმიდა სამების განგებულების ხატი

წყლის წრებრუნვა - ყოვლადწმიდა სამების განგებულების ხატი

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, რომ არ არსებობდეს წყალი?!

მაშინ ვერ იცოცხლებდნენ ვერც ადამიანები, ვერც ცხოველები და ვერც მცენარეები. მთელს დედამიწაზე ხრიოკი უდაბნო იბატონებდა. ყოველ ცოცხალ არსებას სიცოცხლისათვის აუცილებლად სჭირდება წყალი. სწორედ ამიტომ, ღმერთმა დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით დაფარა. მაგრამ ზღვებისა და ოკეანეების წყალი ძალზედ მლაშეა. არც სასმელად და არც მოსარწყავად ის არ გამოდგება. თქვენ მეტყვით: სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს წყაროები, მდინარეები, ნაკადულები და ტბებიო. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ისინი სწორედ ზღვებისა და ოკეანეების წყლებით მარაგდებიან. მაშინ როგორ არიან ასე მტკნარი? - იკითხავთ თქვენ. ეს ხდება მეტად საინტერესო ბუნებრივი მოვლენის წყალობით, რომელსაც წყლის წრებრუნვა ეწოდება. მაინც როგორი მექანიზმია ეს წყლის წრებრუნვა? აი, როგორ მუშაობს ის:

როდესაც მზე აცხუნებს, წყალი თბება და მისი ნაწილი ორთქლად იქცევა. ოკეანეებისა და ზღვების ზედაპირებიდან კი უამრავი წყალი ორთქლდება და წარმოიქმნება ღრუბლები. ქარს ღრუბლები ხმელეთზე გადააქვს. მოდით, გადავუხვიოთ და ვიკითხოთ, თავად ქარები საიდანღა ჩნდებიან? საქმე იმაშია, რომ მზე ათბობს არა მარტო წყალს, არამედ ჰაერსაც. თბილი ჰაერის მასები ზემოთ ადის, მის ადგილს ცივი ჰაერი იჭერს. დღისით ქარი ზღვიდან ხმელეთისაკენ ქრის, რადგან ხმელეთი, და შესაბამისად მის ახლოს მყოფი ჰაერი, უფრო ადვილად თბება, ვიდრე ზღვის (ან ოკეანის) წყალი. ღამით კი პირიქით ხდება: დედამიწა წყალზე სწრაფად ცივდება, ამდენად, თბილი ჰაერი ახლა ზღვიდან უბერავს და ადგილს ხმელეთიდან გადმოადგილებულ ცივ ჰაერს უთმობს. შესაბამისად, ქარი ხმელეთიდან ზღვისკენ ქრის.

ასე წარმოიქმნებიან ქარები. მათ მიერ ხმელეთისაკენ წაღებული ღრუბლები (ანუ წყლის ორთქლი) წვიმის, თოვლის ან ცვარის სახით მოდის დედამიწაზე. აქ კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ხდება. წყლის აორთქლების დროს ზღვებისა და ოკეანეების წყალში გახსნილი მარილები არ ორთქლდება, ისინი ოკეანეში რჩება. ასე რომ, ღრუბლებში მოხვედრილი წყალი უკვე მტკნარია. ამიტომ წვიმის წყალი მცენარეებს არ აზიანებს. სხვადასხვა სახის ნალექად მოსული წყალი შემდეგ მიწაში ჩაედინება, ნიადაგის ფენებში იფილტრება და წყაროს სახით ამოდის მიწის ზედაპირზე, შემდეგ მდინარედ იქცევა და ბოლოს ისევ ზღვებსა და ოკეანეებს უბრუნდება.

თავისთავად, წყლის წრებრუნვა მეტად საინტერესო და სასარგებლო მოვლენაა. მის გარეშე ხომ ცოცხალი არსებები, უბრალოდ, ვერ იარსებებდნენ. მაგრამ, როგორც ყველა ქმნილებაში, ღმერთმა მასშიც ჩადო სულიერი მნიშვნელობა. წყლის წრებრუნვა წარმოადგენს ღვთიური განგებულების ერთგვარ ხატს. კერძოდ, თუ როგორ ინება ყოვლადწმიდა სამებამ ადამიანთა გამოხსნა წყევისა და სიკვდილისაგან.

თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ღმერთი არის სამება - მამა, ძე და სული წმიდა. არის არა სამი ღმერთი, არამედ ერთი სამპიროვანი ღმერთი. სამყაროს შექმნაცა და ადამიანთა გამოხსნაც ყოვლადწმიდა სამებამ აღასრულა, ანუ ამ მოქმედებაში მონაწილეობდა სამივე ღვთიური პირი, თუმცა განსხვავებულად.

მოდით, ახლა წყლის წრებრუნვას მივუბრუნდეთ და ვნახოთ, რა სულიერ სწავლებას გვაძლევს ის.

როგორც ვთქვით, წყალს მზის მცხუნვარება აორთქლებს, ანუ მზე ენერგიის მთავარი წყაროა. დაე, ის თქვენ მამა ღმერთს მოგაგონებდეთ. ზეციურმა მამამ ინება ადამიანთა გამოხსნა და ყოველივეს აკეთებს ამისთვის.

ახლა გაიხსენე, რომ მზის ზემოქმედებით აორთქლებული წყალი ხმელეთზე გადაადგილდება და იქ ნალექის სახით მოდის. მსგავსად ამისა, ძე ღვთისაც გარდამოხდა ზეცით და განკაცდა ქალწულ მარიამისაგან, რათა ეტვირთა ადამიანთა ცოდვები და გავეთავისუფლებინეთ საუკუნო წარწყმედისაგან.

მაგრამ მოიგონე ისიც, რომ წყალი ხმელეთზე თავისით არ გადაადგილდება. ის ჰაერის მოძრავს მასებს, ქარებს, გადააქვთ, რომლებიც მოძრაობაში ისევ მზეს მოჰყავს. აი, ყოვლადწმიდა სამების მესამე პირის - სული წმიდის - ხატიც. სულიწმიდა გარდამოვიდა ყოვლადწმიდა ქალწულზე, დაჰფარა იგი და ქმნა დედად ღვთისა. ანუ ძე ღვთისას განკაცების საიდუმლო აღსრულდა მამის ნებითა და სული წმიდის თანაქმედებით.

ამგვარად, წყლის წრებრუნვაში მზე არის ხატი მამისა, წყალი - ხატი ღვთის ძისა, ჰაერი - ხატი სული წმიდისა.

ღვთიურ განგებულებას, მით უმეტეს, ღვთის არსსა და ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოს სრულყოფილად ვერანაირი შედარებით ვერ გამოვხატავთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ხილული სამყაროს საშუალებით უფალმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთგვარად განგვეჭვრიტა ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი ღვთიური მოქმედებები. სხვაგვარად ადამიანს არ ძალუძს, წარმოიდგინოს, როგორ შეიძლებოდა განკაცებულიყო ძე ღვთისა მამის ნებითა და სული წმიდის მოქმედებით. ასეთ დროს შენ ბუნებაში არსებული ხილული მაგალითები გაიხსენე (თუნდაც ჩვენგან განხილული წყლის წრებრუნვა). ისინი გაგიადვილებს ზებუნებრივი ჭეშმარიტების შეცნობას, რამეთუ ერთიცა და მეორეც - ხილულიცა და უხილავიც - ერთმა ღმერთმა შექმნა თავისი სიბრძნითა და სახიერებით.

კატეგორია: დედამიწის შესახებ | ნანახია: 895 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: