ყინული,ძმარი,მარილი... ამ უბრალო ინგრედიენტებმა შესაძლოა ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიონ სისუფთავესთან ბრძოლაში.
შოკოლადი შოკოლადისა და კაკაოს ლაქები მხოლოდ ვიზუალურადაა ცუდი სანახავი. მს ადვილად უმკლავდება თბილი წყალი და ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალება. ჟელე თავდაპირველად ლაქას დაასხით, შემდეგ კი გარეცხეთ.
კეტჩუპი კეტჩუპის მკვეთრი ლაქა, შორიდანაც კი თვალშისაცემია. მისი ქსოვილიდან, ამოყვანა ძმარში დასველებული ჩვრითაა შესაძლებელი. შეიძლება პროცედურის გამეორება რამდენჯერმე მოგიხდეთ, მაგრამ საბოლოოდ ლაქა გაქრება. ამის შემდეგ პერანგი თბილ წყალში გარეცხეთ.
წითელი ღვინო ღვინის ლაქას მაშინვე დააყარეთ ერთი მწკივი მარილი. თუ ლაქა უკვე მშრალია, ჯერ ლიმონის წვენი დააწურეთ, შემდეგ მარილი დააყარეთ და ცხელ წყალში გარეცხეთ.
|