შაბათი, 2025-01-18, 3:44 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 6 » სწორი კვება
12:08 PM
სწორი კვება
მედიცინის სფეროში ჩატარებული ბოლო გამოკვლვებით დამტკიცდა, რომ გარდა ნამდვილად საჭირო ჩვევებისა – სწორი კვება, მოძრავი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარებაში ზომიერება, ძილის რეჟიმის დაცვა – სრულიად არასაჭირო, მეცნიერულ საფუძველს მოკლებული რიტუალებიც გვაქვს. ოდესღაც მიჩნეული იყო, რომ ასეთი მოქმედებები სასარგებლოა, მაგამ მრავალი წლის განმავლობაში ეს არავის დაუმტკიცებია. როგორ მოვიქცეთ? მოდით, გადავხედოთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რომელ რიტუალზე შეიძლება თავისთვის ყოველგვარი ზარალის მიყენების გარეშე უარის თქმა.
ყოველ 6 თვეში სტომატოლოგთან ვიზიტი
ეს რეკომენდაცია პირველად კბილის პასტის რეკლამაში გაჟღერდა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სიხშირით დანტისტთან გამოკვლევაზე სიარული არაფრის მომტანია. თუ ექიმმა კბილებისა და ღრძილების დაავადებები არ აღმოაჩინა, მაშინ იმისათვის, რომ დროულად გამოავლინოს და უმკურნალოს იმ დაავადებებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს, პროფილაქტიკისთვის ერთი წლის შემდეგ ვიზიტი საკმარისია. რა თქმა უნდა, არსებობს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი, რომლებსაც შეუძლიათ კბილის მიმანქრის სწრაფი და შეუმჩნეველი დარღვევა გამოიწვიონ, მაგრამ ეს სხვა თემაა.
განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კბილის ქვის მიმართ. აშშ–ის კარდიოლოგიურმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ცნობა იმაზე, რომ ყოველწლიურად კბილის ქვის მოცილება ინფარქტის რისკს 24%–ით ამცირებს, ხოლო ინსულტისას – 13%–ით.
მაგარი კბილის ჯაგრისის გამოყენება
რბილი ჯაგრისი კბილს არანაკლებ ასუფთავებს, სამაგიეროდ კბილებსა და ღრძილებს ტრავმას არ აყენებს, რაც იშვიათი არ არის მაგარი ჯაგრისის გამოყენებისას.
კბილის გაწმენდა ჯაგრისით ან ძაფით დღეში 2–ჯერ
პირის ღრუ ჯანმრთელ მდგომარეობაში რომ იყოს, დღეში ერთხელ კბილების გასუფთავებაც კმარა. კბილის ნადები 24 საათის შემდეგ მაგრდება და მის მოსაცილებლად ჯაგრისის ერთხელ გამოყენება სრულიად საკმარისია. ჯაგრისმა 2–3 წუთი უნდა იმუშაოს, უმჯობესია ძილის წინ. დილით კბილების გახეხვის არსი სუნთქვის გაჯანსაღება–გაგრილებაა. რაც შეეხება კბილების ძაფს, ის საჭიროა დღეში 2–ჯერ გამოიყენოთ. თუ ნადებსა და კბილებს შორის ჩაჭედილ საკვების ნარჩენებს არ მოიცილებთ, ღრძილების დაავადებისა და კბილის ქვების წარმოქმნის რისკი მკვეთრად გაიზრდება.
გულმკერდის ყოველწლიური რენტგენი
ყოველწლიური რენტგენოგრამები ცრუ უსაფრთხოების შეგრძნებას ან პირიქით, ნორმიდან გადახვევას, შფოთვა–განგაშს იწვევს, რაც ადამიანს აიძულებს, დამატებითი არასაჭირო გამოკვლევები ჩაიტაროს. ასეთი გამოკვლევები შეიძლება დაეხმაროს ფილტვების სიმსივნის ან გულის იშემიური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, მაგრამ ასეთი მიდგომა რეკომენდებულია არა ყველასთვის, არამედ რისკის ჯგუფში მყოფი პირებისთვის. მაგალითად, ასეთები არიან მწეველები 45 წლის ზევით მაღალი წნევით ან ადამიანები ქოლესტერინის მაღალი დონით. თუ მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით, რენტგენოგრამა არ გჭირდებათ.
საღამოობით ჭამის აკრძალვა
საიდუმლოდ გაცნობებთ: კალორიები აზრზე არ არიან, ახლა რომელი საათია და ამიტომ ორგანიზმისთვის სულ ერთია, სახელდობრ, როდის ჭამეთ ზედმეტი – დილით თუ საღამოს 8 საათზე. თუ მშიერი დაწვებით, დიდი ალბათობით, მშფოთვარე ძილი გელით. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პირიქით, სწორედ ძილის წინ ჭამას აზრი აქვს განსაკუთრებით მათთვის, ვინც საღამოს ფიზკულტურითაა დაკავებული და ვინც 60 წლისაა. ცილებით მდიდარი ვახშამი (ხაჭო, უცხიმო ყველი, ულუფა ქათმის ხორცი ან თევზი) ორგანიზმს კუნთებისთვის საჭირო სამშენებლო მასალით უზრუნველყოფს, რაც ხანდაზმულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გაციების დროს განსაკუთრებული დიეტის დაცვა
პროდუქტები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით სურდოს ან გრიპის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს, არ არსებობს. დაავადების დროს საჭიროა ბევრი სითხის მიღება, მაგრამ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. ისეთი რაღაცაც არის, რომლის ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია, მაგალითად, ქათმის ბულიონი.
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 741 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: