შაბათი, 2025-01-18, 4:03 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » სამოგზაუროდ წასვლის წინ
10:42 PM
სამოგზაუროდ წასვლის წინ

სამოგზაუროდ წასვლის წინ, ექსპედიციის ყოველ მონაწილეს მართებს გარკვეული პროცედურების გავლა, რომლებიც უზრუნველყოფს ექსპედიციის წარმატების დასრულებას.

ჯანმრთელობის შემოწმება

გაიარეთ სრული სამედიცინო და სტომატოლოგიური შემოწმება, დარწმუნდით რომ ჩატარებული გაქვთ ყველა აცრა, რაც გათვალისწინებულია დასალაშქრ ტერიტორიაზე. გაიყოლეთ ყველა საჭირო სამედიცინო საშუალება.

ჯგუფური ექსპედიციები

განიხილეთ თითოეული წევრის უნარი, გაუმკლავდეს მოსალოდნელ დაბრკოლებებს: შესაძლოა დაგჭირდეთ კანდიდატურების ამოგდება. ხშირად ჩაატარეთ შეხვედრები, რომელზეც განიხილავთ გეგმებს დაპასუხისმგებლობებს. აირჩიეთ ექიმი, მზარეული, მექანიკოსი, მძღოლი, ნავიგატორი და სხვა. დარწმუნდით, რომ ყველა კარგად გაეცნო აღჭურვილობას და რომ ნამდვილად გაქვთ თან სათადარიგო ნივთები.

გამოკვლევა

რაც უკეთ იცნობთ ადგილს და მოსახლეობას, მით მეტია თქვენი შანსები. ზედმიწევნით შეისწავლოთ რუქები, მოიპივეთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა გასასვლელი ტერიტორიის შესახებ: ჰავა, ამინდის ცვალებადობა, მდინარეების მიმართულება და დინების სიჩქარე. რამდენად მაღალია მთები (მაღლობები). როგორია მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო.

დაგეგმვა

დაყავით პროექტი ფაზებად: შესავალი ფაზა, მიზნის მიღწევა, და დაბრუნება. ნათლად ჩამოაყალიბეთ თითოეული ფაზის მიზანი და შეიმუშავეთ დროის განრიგი. დროის განრიგის შემუშავებისას გაითვალისწინეთ სხვადასხვა შესაძლო მოულოდნელობები. ტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლა, ავადმყოფობა, სასწრაფო ევაკუაცია.

როცა მოქმედების სისწრაფეს შეაფასებთ, გამოყავით მოქმედებებისათვის რაც შეიძლება მეტი დრო. თქვენი მარშრუტის დადგენისას, გადამწყვეტი უნდა იყოს წყლის მარაგის შევსების საკითხი.

ვინმემ აუცილებლად უნდა იცოდეს, სად მიდიხართ, როდის მიემგზავრებით და სავარაუდოდ, როდის დაბრუნდებით. წინასწარ შეუთანხმდით, ყოველი გარკვეული საფეხურის შემდეგ, ერთმანეთთან დაკავშირებაზე, რათა პირველივე გამოტოვებულმა კავშირმა განგაში გამოიწვიოს. ამ მეთოდით უმეტესწილად ხდება საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გაკონტროლება.

თუ მთაში მიდიხართ, მაშინ წინასწარ უნდა შეატყობინოთ ადგილობრივ სამთო მაშველთა ცენტრს თქვენი გეგმების შესახებ.

ტანსაცმელი

ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას, კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს, და ამავე დროს, უნდა გიცავდეთ სიცივისა და წვიმისგან. ბუნებაში გასვლისას შეძლებისდაგვარად წაიღეთ გამოსაცვლელი სამოსი და თბილი ნივთები. ახალ ფეხსაცმელს თანდათან უნდა შეეჩვიოთ.

საძილე ტომრები

საძილე ტომრებიდან ბუმბულის ტომარა უფრო მსუბუქია და უკეთეს თბოიზოლაციას იძლევა, ვიდრე ხელოვნური ქსოვილები. მაგრამ თუ დასველდა, ბუმბული იზოლაციის უნარს კარგავს და გასაშრობადაც ძნელია.

ზურგჩანთა

ზურგჩანთა უნდა იყოს გამძლე ქსოვილისგან დამზადებული, წყალგაუმტარი, მაგარი, საიმედოდ მიმაგრებული ჩარჩოზე ადვილად სარეგულირებელი თასმებით. გარეგანი ჩარჩოებით უკეთესია, თუმცა შედარებით მძიმეა და შეიძლება გამოედოს ტოტებს, სამაგიეროდ მათზე კარგად მაგრდება მოუხერხებელი, მძიმე ტვირთი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დაზარალებული ადამიანის გადაყვანაც.

ჩარჩო უნდა იძლეოდეს საშუალებას, ტვირთსა და თქვენს ზურგს შორის ჰაერმა იმოძრაოს, რაც ამცირებს ოფლიანობას. საუკეთესოა ელვა-შესაკრავიანი გვერდებითა და ჯიბეებით.

ზურგჩანთა ჩაალაგეთ ისე, რომ თითოეული ნივთის განთავსების ადგილი გახსოვდეთ; თუ ნესტიან ადგილებში მოგიწევთ ყოფნა, მაშინ ნივთები გადაანაწილეთ პოლიეთილენის პარკებში. კარავი და ზევიდან იდება, ეცადეთ რომ ჩანთა არ გამოვიდეს ძალიან მაღალი, რადგან მას ქარიან ამინდში წონასწორობის დაცვაში პრობლემების შექმნა შეუძლია. ადვილად ფუჭებადი საკვები ჩადეთ სპეციალურ კონტეინერებში.

[დაამატა ელომ]

კატეგორია: მოგზაურობა | ნანახია: 739 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: