1– დაივიწყეთ ძვირიანი საშუალებები თქვენი ტუალეტის გაასაწმენდად, როდესაც კოკა–კოლა არსებობს. ეს მარტივი საშუალება დაგეხმარებათ თქვენი უნიტაზი ყოველთვის სუფთა იყოს. 2– მარილის სკრაბი დაგეხმარებათ გახეხოთ თქვენი ტაფები და ჯამები ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდით. 3– ძალიან პრაქტიკული რჩევა იმისათვის, რომ თვენმა ძველმა სუფრამ, რომელსაც უკვე ყვითელი ფერი დაჰკრავს, ძველებური სითეთრე დაიბრუნოს. წამოადუღეთ ის ლიმონთან ერთად. ეს ძალიან ეფექტურია, აუცილებლად სცადეთ. 4– ლიმონი, ყველაზე კარგი, ეფექტური და ნატურალური საშუალებაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ სახლში ყველანაირი მეტალის გასაწმენდად. 5– ჩვენ გაჩვენებთ როგორ შეიძლება გაწმინდოთ თქვენი კლავიატურა. ეს არ არის მარტივი პროცედურა, ზედმიწევნით მიჰყევით სურათის ინსტრუქციას, გაწმინეთ ის რბილი ჯაგრისით და ბამბიანი ჩხირით. 6– გამოიყენეთ შალის ძაფი იმისთვის, რომ თქვენმა უჯანგავმა ჭურჭელმა, მაგალითად ჩანგლებმა მუდმივი ბრწყინვალება დაიბრუნოს. 7– ძმარი სოდითა და ლიმონით არის სამი ნატურალური ეფექტური პროდუქტისგან შემდგარი საუკეთესო საშუალება. თქვენ შეგიძლიათ მთელი სახლი გაწმინდოთ ამ ნაერთით. 8– გამოიყენეთ მისტერ მეჯიქის შესანიშნავი მომსახურება და სრულ ბზინვარებას მიიღებთ მთელ სახლში. 9– საპნის ქაფი, რომელიც აბაზანის კედლებზე რჩება ყველაზე ცუდი სანახავი და სპეციფიკური სუნის მატარებელია. გამოიყენეთ სოდისა და ძმრის ნაერთი იმისთვის, რომ თქვენს აბაზანას მსგავსი ნადები მოაშოროთ. ეს პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ სახლის პირობებში, ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე შეძლოთ სტუმრებისთვის მუდმივ მზადყოფნაში იყოთ.
|