შაბათი, 2025-01-18, 3:58 AM
ელსას სამზარეულო...

 

საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბავშვები [23]
დღესასწაულები [20]
რჩევები [22]
ბიბლიოთეკა [21]
სამზარეულო [31]
ოჯახი [20]
ცხოველები და მცენარეები [30]
მედიცინა [21]
მოდა [19]
დედამიწის შესახებ [12]
ეს საინტერესოა [42]
მოგზაურობა [13]
ხალხის გამოკითხვა [3]
ყველაფერი სპორტზე [2]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » სახალისო ამოცანები (ნაწ. 3)
7:22 PM
სახალისო ამოცანები (ნაწ. 3)

სახალისო ამოცანები (ნაწ. 3)

პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე

  1. შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?
    პასუხი: (ასანთს)

  2. რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?
    პასუხი: (არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის, როდის მოკვდება)

  3. მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?
    პასუხი: (არა, რადგან ის მარტოხელა იყო, ანუ ცოლი არ ჰყავდა)

  4. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
    პასუხი: (28 რიცხვი ყველა თვეშია)

  5. წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც შეიცავს 30 რიცხვს?
    პასუხი: (ასეთია 11 თვე)

  6. რა უნდა იცოდეს სასრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?
    პასუხი: (ავადმყოფის მისამართი)

  7. დაღლილი კაცი დასაძინებლად დაწვა საღამოს 7 საათზე, მაღვიძარა კი დააყენა დილის 9 საათზე. რამდენი საათი ეძინა კაცს?
    პასუხი: (კაცს ეძინა 2 საათი)

  8. საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?
    პასუხი: (რა თქმა უნდა, არის)

  9. ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?
    პასუხი: (მართალია, რადგან მას შეხვდა მამა, შვილი და შვილიშვილი)

  10. რომელი ქვეყნის სახელია, თავზე რომ ვიხურავთ?
    პასუხი: (პანამა)

  11. რომელი მდინარის სახელია, გზატკეცილზე რომ დადის?
    პასუხი: (ვოლგა)

  12. სწორია თუ არა გამონათქვამი: „ავტომანქანამ ერთ საათში გაიარა 60 კილომეტრი"?
    პასუხი: (არ არის სწორი: 60 კმ-იანი საათი არ არსებობს. უნდა ითქვას: „1 სთ-ის განმავლობაში გაიარა")

  13. რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?
    პასუხი: (არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი")

  14. სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?
    პასუხი: (დიასახლისს დარჩა 6 ინდაური)

  15. კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი ბანანი?
    პასუხი: (ერთ ბავშვს კალათიანად უნდა მივცეთ ბანანი)

  16. ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?
    პასუხი: (თითოეულმა გაიარა 10 კმ)

  17. ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?
    პასუხი: (ერთი ლარი და ერთი მანეთი)

  18. ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?
    პასუხი: (მწყერი ხეზე არ ჯდება)

  19. 60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?
    პასუხი: (60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის))

  20. ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?
    პასუხი: (დარჩებოდა 5 სანთელი, დანარჩენები დაიწვებოდა)

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 757 | დაამატა: sali-q2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: